თქვენს ქვეცნობიერს გააჩნია ძალა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. გაარკვიეთ, რა საიდუმლოებებს მალავს ის

1508

თანამედროვე ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არის ის, ცოტათი მაინც იცის ისეთი კონცეფციის შესახებ, როგორიცაა ქვეცნობიერი. იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენი ქცევა 100%-ით არ კონტროლდება ჩვენივე სურვილებით. არის რაღაც უფრო მეტი, ღრმა, რაც თავში იმალება. ტყუილად არ არის, რომ არსებობს ფსიქოლოგების ტესტები ყველაზე საიდუმლო კითხვებზე პასუხებით. ისინი გვეხმარებიან ჩვენი არსის აღმოჩენაში.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთდროულად რამდენიმე ასეთ ტესტს გთავაზობთ. რთული არაფერია და უფრო მეტიც, მათზე უბრალოდ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. თქვენ უნდა უპასუხოთ გულწრფელად, დაფიქრების გარეშე. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის ყოველთვის ეცდება აირჩიოს ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. თუნდაც ეს არ იყოს სიმართლე. ამიტომ შეეცადეთ იყოთ მხოლოდ საკუთარი თავი და ამ შემთხვევაში შეძლებთ გაიგოთ ახალი და საინტერესო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

ფსიქოლოგიური ტესტები პასუხებით

რა დაინახეთ პირველ რიგში?

ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს. არ არის საჭირო დიდხანს დაკვირვება. შეეცადეთ გარკვიოთ, რა დაინახეთ პირველ რიგში. სულ ორი ვარიანტია და ორივე თვალსაჩინოა. თუმცა, თქვენი ტვინი ინდივიდუალურად მუშაობს. ამიტომ ძნელია წინასწარ წინასწარ განსაზღვრო რომელი ფორმა იქნება მისთვის ყველაზე ახლოს. აბა, რას ხედავთ?

თუ პირველად სპილო შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ შინაგანად კეთილი, რბილი და მოსიყვარულე ადამიანი ხართ. თქვენ გაქვთ ემპათია და თანაგრძნობა სხვა ადამიანების მიმართ. თქვენმა ახლო მეგობრებმა იციან, რომ შეუძლიათ თქვენი იმედი იქონიონ გადაუდებელ შემთხვევაში. მაშინაც კი, თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ.

მეორეს მხრივ, თქვენი ტიპის ადამიანებს სჩვევიათ ნერვიულობა ხვალინდელ დღეზე. ცოტა გაუბედავი ხართ და მცირედი პესიმიზმიც გახასიათებთ. ის, რასაც ვერ აკონტროლებთ, გაფრთხობთ და გაშინებთ. ამაში შეიძლება გარკვეული პრობლემები იმალებოდეს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ყველაფრის გაკონტროლება და უნდა ისწავლოთ სიტუაციის გაშვება. ცოტა ხნით მაინც.

თუ პირველად დაინახეთ სოკო, მაშინ, სავარაუდოდ, სარკიდან თავდაჯერებული ადამიანი გიყურებთ. ეს ტიპი დამახასიათებელია აქტიური ადამიანებისთვის. ადამიანების, რომლებიც ჩვეულებრივ სიტყვებს საქმეს ამჯობინებენ. რომელთაც მშვიდად შეუძლიათ კომფორტის ზონის დატოვება, შედეგის მისაღწევად.

მეორეს მხრივ, ზოგჯერ ეს შეიძლება კარგი არ იყოს სოციალური კუთხით. ყველას არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანი რაღაცას მალავს. ამიტომ, თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ქცევის მოდელი და სხვებთან კომუნიკაცია. თუ, რა თქმა უნდა, ეს არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა.

დიალოგი არაცნობიერთან

ამ ტესტში გთავაზობთ მიმართოთ თქვენს ქვეცნობიერს. უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება არც ისე ადვილია. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ რაციონალურად აზროვნებას. მაგრამ ფანტაზიის გამოყენებით და იმის გამორთვით, რასაც ჩვეულებრივ “საღი აზრი” ეწოდება, ჩვენ შევეცდებით მივიღოთ ყველაზე ზუსტი პასუხები იმაზე, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ეს არ არის რთული, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

წარმოიდგინეთ ზღაპრული ქვეყანა. ფერების ზღვა, რომელიც მაქსიმალურად განსხვავდება იმისგან, რომელსაც ყოველდღე ხედავთ. არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. თქვენ სასახლეში ცხოვრობთ. შეეცადეთ უყოყმანოდ უპასუხოთ კითხვების მთელ ჩამონათვალს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ცალკე ჩამოწეროთ თქვენი პასუხები შემოკლებით. დავიწყოთ!

1. რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენთან ერთად? ვინ არიან ისინი: დაცვა, მსახურები, არის მათ შორის მეფე ან დედოფალი?

2. შეეცადეთ აღწეროთ ოთახი, რომელშიც ცხოვრობთ.

3. ცხოველები არიან სასახლეში, რომლები?

4. რას აკეთებენ ეს ცხოველები, რას გრძნობთ მათ მიმართ?

5. სასადილო ოთახში შედიხართ. გვიამბეთ კერძებისა და ინტერიერის გაფორმების შესახებ.

6. საჭმელს იქ მიირთმევთ?

7. რა არის ციხის კარიბჭის მიღმა?
რეკლამები

8. ზემოთ აიხედეთ. როგორი ცაა თქვენს თავზე?

9. როგორი ამინდია. სითბოა თუ სიგრილე?

10. კიდევ ერთხელ შემოივლით სასახლეს, თუ სახლში წახვალთ?

ფსიქოლოგიური ტესტები პასუხებით

ახლა კი დავიწყოთ გაშიფვრა. ოღონდ დროზე ადრე არ წაიკითხოთ. შეეცადეთ გულწრფელად უპასუხოთ ზემოთ მოცემულ კითხვებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ ტესტს აზრი. ვიმეორებთ, არასწორი პასუხები არ არსებობს, ისევე როგორც სწორი პასუხები.

1. ესენი არიან ადამიანები თქვენი უშუალო გარემოცვიდან. ვისზეც ფიქრობთ, ვისაც ელაპარაკებით. ციხესიმაგრეში მათი როლები მათ მიმართ თქვენს ნამდვილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

2. ოთახი – არის თქვენი ურთიერთობა საკუთარ თავთან. დიდი და ლამაზი ოთახი ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა. პატარა და შეუმჩნეველი, ნიშნავს, რომ ჩაკეტილი ადამიანი ხართ და ზედმეტი ხმაური არ გიყვართ.

3. ცხოველები პასუხისმგებელნი არიან სამყაროს თქვენეულ აღქმაზე. მტაცებლები აგრესიის სიმბოლოა. შინაური ცხოველები მშვიდობის და სიმშვიდის.

4. თქვენი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, ფაქტობრივად, თქვენი სულიერი მდგომარეობაა მოცემული მომენტისთვის. თუ გიცავენ, ესე იგი, თქვენი სული შფოთავს. თუ უბრალოდ ცხოვრობენ თქვენთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მშვიდად ხართ.

5. რაც უფრო საიმედო და გამძლეა ჭურჭელი, მით უფრო ძლიერია თქვენი განზრახვები საყვარელი ადამიანის მიმართ.

6. საჭმელს არ მიირთმევთ? ეს ნიშნავს, რომ შინაგან დონეზე გაქვთ გადაუჭრელი პრობლემები ან კონფლიქტები.

7. ციხის გარშემო გალავანი თქვენი შინაგანი დაცვაა სხვებისგან. ასეთის არარსებობა ხალხისადმი თქვენს გახსნილობაზე მეტყველებს.

8. მოღრუბლული ცა ჩახშობილ ნეგატიურ ემოციებზე საუბრობს. მოწმენდილი ცა სიმშვიდის სიმბოლოა.

9. ტემპერატურა შინაგარ პოტენციალზე მეტყველებს. თუ ცხელა, მზად ხართ სამოქმედოდოდ. თუ ცივა, დრო გჭირდებათ. ეს ეხება ურთიერთობებს, სამსახურის საკითხებს, ზოგიერთ დაუმთავრებელ საქმეს.

10. სახლში წასვლა თუ გსურთ, მაშინ არ ხართ მზად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ყველაფრით კმაყოფილი ხართ, რაც არის. ან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან გეზარებათ რაიმეს შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი არჩევანი სასახლის გარშემო გასეირნება იქნებოდა.

როგორც ხედავთ, ეს მარტივი, მაგრამ საინტერესო ტესტები დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, ზოგიერთი მომენტის გარკვევაში. ზოგიერთი ადამიანი მიმართავს ხანგრძლივ და გულმოდგინე მედიტაციებს გონების გასასუფთავებლად და საკუთარ თავში ჩახედვის მიზნით. მაგრამ ჩვენ ამას უფრო მარტივად გავაკეთებთ და შევეცდებით მოვატყუოთ ჩვენი ცნობიერი, რათა მცირე დროით მივცეთ სიტყვა ჩვენს არაცნობიერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს