გაზქურის სახელურები უკვე 5 წუთის შემდეგ ბრწყინავს. მათი მოხსნა საჭირო არ არის, მხოლოდ სასწაულებრივი წვეთების შეძენა დაგჭირდებათ

1887

დიასახლისებს შორის მოდური გახდა ფარმაცევტული პრეპარატებისა და სახლში მომზადებული საშუალებების გამოყენება, სახლში სისუფთავის დასამყარებლად. ამიაკისა და ანისის წვეთების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაიწყეს. მისი გამოყენებით რეცხავენ, ასუფთავებენ, წმენდენ და ა.შ.

ამიაკისა და ანისის წვეთები

გახსოვდეთ: ამიაკისა და ანისის წვეთების ან ამიაკის შერევა არ შეიძლება ისეთ სარეცხ საშუალებებთან, რომლებიც ქლორს შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მოწამვლის რისკი იმ ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური რეაქციის შედეგად გამოიყოფა.

რა თქმა უნდა, ამიაკისა და ანისის წვეთები შეგიძლიათ სუფთა ამიაკით ჩაანაცვლოთ. მაგრამ წვეთებს ამიაკის ხსნარზე უკეთესი სუნი აქვს და მათი გამოყენება უფრო სასიამოვნოა. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ უსაფრთხოების წესების დაცვა: ოთახის განიავებს, რეზინის ხელთათმანებით მუშაობა და თვალების დაცვა.

რისთვის გამოიყენება ამიაკისა და ანისის წვეთები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

1. ამიაკისა და ანისის წვეთების მეშვეობით, გაზქურიდან ჭუჭყისა და ცხიმის ჩამჯდარი ლაქების მოშორება შეგიძლიათ. დაასველეთ ღრუბელი ან ჩვარი ხველების წამალში და ზედაპირები გაწმინდეთ. შეერთების ადგილები და ხვრელები შეგიძლიათ პატარა ფუნჯით ან კბილის ჯაგრისით გაასუფთავოთ. გაწმენდის შემდეგ ნივთიერება წყლით უნდა ჩამორეცხოთ.

2. წამალი დაგეხმარებათ გაზქურის ბადეებიდან და ღუმელიდან ჭუჭყის მოშორებაში. ჩაასხით თბილი წყალი დიდ ჭურჭელში, გახსენით მასში ამიაკი-ანისის წვეთები (100 მლ) და ამ ნარევში ნახევარი საათის განმავლობაში ბადეები მოათავსეთ. ამის შემდეგ ბადეებს ჭუჭყი უხეში ჯაგრისით ან ღრუბლით უნდა მოაშოროთ და შემდეგ წყლის ქვეშ გარეცხოთ.

3. ეს საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძველი მიკროტალღური ღუმლის გასაწმენდად. დაასველეთ ღრუბელი წვეთებში და დაამუშავეთ არსებული ლაქები. ძნელად მისადგომ ადგილებში ჩამჯდარი ცხიმების გაწმენდაში ბამბის ჩხირები დაგეხმარებათ. ამის შემდეგ ღუმელი სუფთა წყლით უნდა გაიწმინდოს.

4. გაზქურის (ან მიკროტალღური ღუმლის) გასუფთავების გასაადვილებლად საჭიროა წამალი ღია ჭურჭელში ჩაასხათ და ცივ ღუმელში 10 საათით (შეგიძლიათ მთელი ღამით) მოათავსოთ. კარი მჭიდროდ უნდა იყოს დახურული. ამის შემდეგ ოთახი უნდა გაანიავოთ, ღუმელი კი – ჩვეული წესით გაწმინდოთ ან ამიაკისა და ანისის წვეთების გამოყენებით.

5. წვეთები გამოიყენება ასევე გამწოვის ფილტრების გასაწმენდად. სარეცხი ხსნარის მოსამზადებლად, დიდ ქვაბში წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და თანდათან ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა და დაუმატეთ 100 მლ წამალი. ამის შემდეგ, ფილტრებს მომზადებულ ცხელ ნარევში ათავსებენ და ცოტა ხანს აცდიან, რათა ჭუჭყის მოცილება გაადვილდეს. შემდეგ ფილტრებს რეცხავენ და მერე გამდინარე წყლის ქვეშ ავლებენ.

სხვა ხრიკები

ამიაკისა და ანისის წვეთები კერამიკული ფილების გასაწმენდადაც გამოიყენება. ამ საშუალების ნახევარი ჭიქა 3 ლიტრ ცხელ წყალში უნდა გაიხსნას და მიღებული სითხით ფილები გაიწმინდოს. ნარევში შესაძლებელია საკვები სოდის დამატებაც. ამის შემდეგ ეს საშუალება სუფთა წყლით უნდა ჩამოირეცხოს და ოთახი განიავდეს.

ამ საშუალების გამოყენებით სამზარეულოს პირსახოცების გარეცხვაც შეიძლება. თბილ წყალში უნდა ჩაამატოთ თითო ჭიქა ამიაკისა ად ანისის წვეთები, ჭურჭლის სარეცხი სითხე და საკვების სოდა. მიღებულ სითხეში პირსახოცები უნდა ჩაალაგოთ, ცოტა ხანს ადროვოთ და შემდეგ ჩვეული წესით გარეცხოთ.

ეს სამკურნალო პრეპარატი სახლიდან ჩრჩილს აძევებს. 1 ლიტრ წყალში ნახევარ ჭიქა წვეთებს ხსნიან, მასში ჩვარს ასველებენ და კარადისა და კომოდის ყველა თაროს წმენდენ. ამის შემდეგ ოთახი უნდა გავანიავოთ და ავეჯს გაშრობა ვაცადოთ.

ამიაკისა და ანისის წვეთების დახმარებით შეგიძლიათ დაუბრუნოთ სითეთრე ძველ სპორტულ ფეხსაცმელს. საჭიროა წყლისა და წამლის ნარევის მომზადება 50/50-ზე თანაფარდობით და ამ ნარევით ფეხსაცმლის გაწმენდა. მაცივრიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, შიგნიდან უნდა გაწმინდოთ წყლით, რომელშიც 2 სუფრის კოვზი ეს საშუალება იქნება გაზავებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს