ტამარა გლობას მაისის თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. წარმატებული თვის იმედი გვაქვს

0
1155

უკვე შეისწავლეთ 2023 წლის მაისის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი? პირადად მე, ამას ცნობილი ასტროლოგის, ტამარა გლობას გვერდზე ვკითხულობ. ის ხსნის, თუ რა ელოდება ზოდიაქოს ყველა ნიშანს ყოველთვიურად. მოდით, სწორად დავასრულოთ გაზაფხული და მოვემზადოთ ყველა გამოწვევისთვის, რომელიც გველოდება!

2023 წლის მაისის ზუსტი ჰოროსკოპი

ვერძს ფინანსურად წარმატებული თვე ექნება. შეგიძლიათ დადოთ წარმატებული გარიგებები და წამოიწყოთ ახალი ბიზნესი. თუმცა, ღირს ყურადღება გაამახვილოთ 5 მაისის მთვარის დაბნელებამდე და შემდეგ პერიოდს. დააკვირდით თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ასტროლოგი ასევე გვირჩევს, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახურ და სახლის საქმეებს.

კურო კონცენტრირებული უნდა იყოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე. მოერიდეთ ჩხუბს და ყველაფრის ბოლომე არ თქმას – ამან შეიძლება გავნოთ. მაისში ბევრი შესაძლებლობა გექნებათ მოგზაურობისთვის, რომლის დროსაც შესაძლოა ბევრი ახალი ადამიანი გაიცნოთ. ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს მომავალში.

ტყუპები მაისში საკუთარ გარეგნობაზე იზრუნებენ. ალბათ დიდი ხანია გინდათ ვარცხნილობის შეცვლა ან სტილისტის მომსახურებით სარგებლობა? ახლა ზუსტი დროა! ასევე ამ თვეში ბევრი დრო უნდა გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. მაგრამ ამავე დროს, სამსახურიც არ დაივიწყოთ. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ მათ ნუ უგულებელყოფთ.

კირჩხიბებს ბევრი საზრუნავი ელოდებათ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ნათესავები დახმარებას ითხოვენ, ხელმძღვანელობა კი სამსახურში თქვენს ბოლო მიღწევებზე გაამახვილებს ყურადღბას. გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობებო ფულის გამომუშავებისა და სწავლისთვის. მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი ოჯახი. გახსოვდეთ, რომ ფული მთავარი არ არის!

პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

სახლიდან შორს, წარმატება ელის ლომს. უფრო მეტიც, მაისის წამოწყებებმა შეიძლება ზაფხულში და შემოდგომაზე გადაიწიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავზე ახლავე იზრუნოთ. ასტროლოგი გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. იყავით უფრო მომთმენი და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს: ახლა ნებისმიერი ჩხუბი შეიძლება კატასტროფაში გადაიზარდოს.

ქალწულს ნათესავებთან და ფინანსებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა ელის. თქვენ მიიღებთ დახმარებას ადამიანებისგან, რომლებიც თქვენგან შორს იმყოფებიან. ამ დახმარებას თვის მეორე ნახევარში მიიღებთ. ბევრი კარგი შესაძლებლობა გაიხსნება მოგზაურობისთვის. ცვლილებებია მოსალოდნელი სამსახურშიც.

სასწორებს მაისში ბევრი დანახარჯები ექნებათ, თუმცა ამავდროულად, შემოსავლებიც მოემატებათ. სამსახურში ფულის გამომუშავების ახალი გზები გაჩნდება. თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ახალ პროექტებში მონაწილეობის მიღებისას. ასევე, არ დაივიწყოთ თქვენი მეგობრები და ნაცნობები. მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენს ახლო მომავალში.

მორიელებმა დროა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და ყურადღება მიაქციონ საყვარელი ადამიანების რჩევებს. მაისში სამსახურში ცვლილებები მოხდება. გამოჩნდებიან ძლიერი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც შეძლებთ მიაღწიოთ დიდ სიმაღლეებს პროფესიულ სფეროში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელფასის ზრდა ან თანამდებობის შეცვლა.

პროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის და თევზებისთვის

მშვილდოსნები მაისში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ სამსახურის და ოჯახური საკითხების მიმართ. შეიძლება იყოს შეცდომები და უთანხმოების მიზეზები გაჩნდეს. ფულის საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. ასევე უამრავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ სახლიდან შორს. თქვენს ძვირფას ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება.

თხის რქებს პრობლემები შეექმნებათ ნათესავებთან. ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება ყველაზე არახელსაყრელ მომენტში უღალატოს. მაისი სერიოზული დანახარჯების პერიოდი იქნება. ეს თქვენს ჯანმრთელობას შეეხება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მას გაზაფხულის ბოლოს.

მერწყულს სამსახურში ცვლილები ელოდება. თუმცა, უფრო მეტად დაკავებული იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საოჯახო საქმეებით. შესაძლებელია რემონტი ან საცხოვრებლის შეცვლა. შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გაჩნდებიან და ახალი შთაგონებები.

თევზებს უამრავი მოგზაურობა ელით, რომელთაგან ზოგიერთი წარუმატებელი იქნება. ისინი დაკავშირებული იქნება სწავლასთან, სწავლებასთან და მუშაობასთან. სიყვარულსა და სპორტში წარმატებები თითქმის მთელი თვის მანძილზე გელოდებათ. მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას, თუ გესმით, რომ ამის გაკეთება გჭირდებათ. ასევე, ასტროლოგი გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.