ეს მამაკაცი 40 წლის წინ დაიკარგა ვიეტნამის ომში. იგი ცოტა ხნის წინ იპოვეს ჯუნგლებში.

630

ვიეტნამის ომის დასრულებიდან (1975 წელი) უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა, თუმცა მის შესახებ მოგონებები ამერიკელთა უმეტესობაში დღემდე არ წაშლილა.

ეს იყო აშშ-ს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი ამერიკული საბრძოლო კამპანია. ხელისუფლება უამრავ საიდუმლოს მალავს, რომელთა გამოცნობაც ჩვენთვის შეუძლებელია, თუმცა, არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც პასუხებს ეძებენ.

ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოა ისტორია ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ვიეტნამის ომის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ იპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულად ითვლებოდა.

ჯონ რობერტსი ჯარისკაცობისთვის დაიბადა. ბიჭი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიბადა. 17 წლის ასაკში, უნივერსიტეტში მოხვედრის ნაცვლად, არმიაში მსახური აირჩია. კარგი ჯარისკაცობისთვის, ჯონი “მწვანე ბერეტი” გახდა და ვიეტნამში გაემგზავრა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ კურირებული სპეცდანაყოფის შემადგენლობაში, რობერტსი არაკონვენციურ ბრძოლას ეწეოდა. მისი დანაყოფი, თითქოს-და, არც არსებობდა, მებრძოლებს ეკრძალებოდათ პირადობის დამადასტურებელი ნივთების თან ქონა.

1968 წელს იგი ლაოსში გაგზავნეს საიდუმლო ოპერაციაზე. ამერიკელებს ეკრძალებოდათ აქ ყოფნა, ამიტომ, როცა თვითმფრინავი, რომელშიც ჯონი და მისი მებრძოლი ამხანაგები ისხდნენ, ჩამოაგდეს, მათი ძებნა არც არავის დაუწყია.

ოფიციალურად, მას უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიენიჭა. მხოლოდ 1978 წელს, აშშ-ს ხელისუფლებამ მის ცოლ-შვილს რობერტსის დაღუპვის შესახებ აუწყა.

ვიეტნამის ომის მეორე ვეტერანი, ტომ ფაუნსი, ხშირად სეირნობდა ვიეტნამის ომის ვეტერანების მემორიალთან ახლოს, ვაშინგტონში. მართალია, თავად გადარჩა, თუმცა კოშმარები ამდენი წლის შემდეგაც არ ანებებდნენ თავს. ომში მან უამრავი მეგობარი დაკარგა და საშინელ მოვლენებს შეესწრო.

რამდენიმე წლის წინ, ტომმა თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. მამაკაცი ვიეტნამში დაბრუნდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარება დაიწყო. ძირითადად, იგი თხრიდა ჭებს და მოსახლეობას სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა.

სწორედ აქ მოისმინა მან დაუჯერებელი ისტორია სერჟანტ რობერტსის შესახებ. მის თანახმად, ჯონი ავიაკატასტროფას გადაურჩა და ვიეტნამელებს ჩაუვარდა ტყვედ. ომის დასრულების შემდეგაც კი, ისინი არ უშვებდნენ ტყვეებს. თუმცა, ახლა ყოფილი ჯარისკაცი ვიეტნამის ჯუნგლებში ცხოვრობს.

ამ ხმების მიხედვით, ფაინსი და გოგონა-ოპერატორი იორგენსენი გადარჩენილის მოსაძებნად გაეშურნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოკითხვის შედეგად, ისინი გავიდნენ ადამიანზე, სახელად დანგ ტან ნგოკი, რომელიც რაღაც დაუჯერებელ ამბავს მოჰყვა.

ნგოკი ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო ზემოხსენებული რობერტსი. თითქოს, მან გადაიტანა ავიაკატასტროფა, 4 წელი გაატარა ტყვეობაში, რის შემდეგად გაიქცა და ჯუნგლებში დაიმალა. ტამ დანგი შეხვდა ქალს, რომელიც მას უვლიდა. საბოლოო ჯამში, მასზე იქორწინა და სახელიც უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა.

თუმცა, ისტორია საკმაოდ არადამაჯერებელი ჩანს. დანგი ვერ საუბრობს ინგლისურად და ამტკიცებს, რომ ამდენი წლის შემდეგ, თავისი ენა დაავიწყდა. ასევე, მას არ უცდია აშშ-ში მყოფ ახლობლებთან დაკავშირება და მათი სახელები არც კი ახსოვს.

ფაუნსი ძალიან სკეპტიკურად განეწყო ნგოკის ისტორიის მიმართ, თუმცა, დასარწმუნებლად, იგი რობერტსის დასთან, ჰოლისთან შეახვედრა, ვეტერანმა გადაწყვიტა, რომ ქალი ზუსტად შეძლებდა იმის თქმას, იყო თუ არა ეს მისი ძმა.

ტომისთვის შეხვედრის შედეგი სრულიად მოულოდნელი იყო. ჰოლიმ ნგოკში თავისი ძმა ამოიცნო: “როცა იგი გულში ჩავიკარი, ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ იგი ჩემი ძმა იყო.”

ერთი შეხედვით, ისტორია ბედნიერად დასრულდა, თუმცა, მოუსვენარმა ფაუნსმა გააგრძელა ძიება და აღმოაჩინა დოკუმენტი, აშშ-ს ვეტერანთა დაცვის ოფისის არქივში, რომელიც ირწმუნებოდა, რომ დანგ ტან ნგოკი თაღლითი იყო, რომელიც 1982 წლიდან თავს სერჟანტ რობერტსად ასაღებდა.

ნგოკი ამერიკელებმა დაკითხეს, რა დროსაც გამოტყდა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ფრანგი-აფერისტი გახლდათ. იგი ომის ამერიკელ ვეტერანებს ფულს სძალავდა შეცოდებითა და თანაგრძნობით.

გარდა ამისა, ამერიკელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ შეუძლებელია მშობლიური ენის სრულად დავიწყება, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ. მაშინ, რატომ მიიღო ჰოლი რობერტსმა მამაკაცი საკუთარ ძმად?

როგორც ჩანს, მოხუცს დღემდე არ სჯერა თავისი ძმის გარდაცვალების ამბავი. იგი თავს იტყუებს და უმცირეს იმედსაც კი ებღაუჭება.

ჰანა რობერტსმა, დაკარგული ჯარისკაცის ძმისშვილმა, დნმ-ტესტი ჩაიტარა და დარწმუნდა, რომ ნგოკთან არავითარი საერთო არ ჰქონდა.

საბოლოო ჯამში, ფაუნსის ეჭვები გამართლდა. ადამიანი, რომელიც თავს სერჟანტ რობერტსად ასაღებდა, ჩვეულებრივი თაღლითი იყო. საშინელებაა, როცა ადამიანებს ასე ურცხვად შეუძლიათ სხვის უბედურებაზე თამაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს