ფინანსური გზების გასახსნელად და ცხოვრებაში ფულის შემოსაშვებად, ეს ორი რამ დახიეთ

1438

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია იყოს წარმატებული და მდიდარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ წესებზე, რომლებსაც ის თავად ადგენს. მიიღეთ დიდი მოგება მარტივად. მაგრამ ამისათვის, უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის სწორი ამოცანების დასახვა და არ შეგეშინდეთ სირთულეების.

ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანი ფიზიკურად ვერ ცვლის ცხოვრებას, რადგან მისი შინაგანი მდგომარეობა ე.წ. ბორკილებით არის შებოჭილი. რა თქმა უნდა, ეს შესადარებლად მოყვანილი გამოთქმაა, მაგრამ ის შესანიშნავად გადმოსცემს ადამიანის შებოჭილობის არსს.

მიიღეთ დიდი მოგება

იმის შიში, რომ რაღაცის ღირსები არ ვართ, საკმარისად კარგები ან საკმარისად ჭკვიანები არ ვართ – ახშობს ჩვენს შინაგან ენერგიას. ხელს უშლის წარმატებისა და სიმდიდრის შემოდინებას ჩვენს ცხოვრებაში. ასევე, ჩვენს თავდაჯერებულობაზე სხვა ადამიანების შეხედულებები და სიტყვებიც მოქმედებს. ზოგჯერ სხვისი აზრი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საკუთარი მიღწევები და წარმატებები.

ხშირად ხდება, რომ, მაგალითად, პენსიონერი ფიქრობს, რომ შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო აქვს – პენსია. და რომ მან ცხოვრება უკვე იცხოვრა და უკეთესის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. სხვა ადამიანი დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევაში მტრები უშლიან ხელს. და რომ გარშემომყოფებს მისთვის სიკეთე არ სურთ. მას უბრალოდ არ შეუძლია, რომ თავად გაუმკლავდეს ამ აზრებს და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

სხვა ადამიანს სჯერა, რომ ის აბსოლუტურად უნიჭოა და მისი ცხოვრება ყოველთვის ნაცრისფერი და მოსაწყენი იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა გაიაზროს, არის ის, რომ ეს ნეგატიური ფიქრები და დამოკიდებულებები წარმოადგენს ნამდვილ ბორკილებს, რომლებსაც ხშირად ჩვენ თავად ვადებთ საკუთარ ფეხებს.

როგორ გაზარდოთ შემოსავალი

დროა დაძლიოთ შიშები და ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ბორკილები, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. დაგეგმეთ დილა, როდესაც აუცილებლად შეასრულებთ მარტივ რიტუალს. ადექით ცოტა ადრე, სახე დაიბანეთ, ივარჯიშეთ, ისაუზმეთ. შეასრულეთ ყველა თქვენი ჩვეულებრივი რიტუალი და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ ფურცელი და დაწერეთ მასზე ერთი სიტყვა: “ბორკილები”.

აიღეთ ეს ფურცელი ხელში და ყურადღებით დააკვირდით ამ სიტყვას. ფიზიკურად წარმოიდგინეთ, როგორ გიშლით ხელს ეს ბორკილები წარმატების, სიმდიდრისა და ბედნიერების მიღწევაში. იგრძენით ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რეალურ დროში. განდევნეთ ყველა ფიქრი დაკარგული შესაძლებლობების შესახებ და იმის შესახებ, რომ თავდაჯერებული არ ხართ. 5-6 წუთის განმავლობაში ამაზე იფიქრეთ. ამის შემდეგ დაიწყეთ ამ ფურცლის ნელ-ნელა დახევა.

ფურცლის პატარა ნაჭრებად დაქუცმაცების მომენტში, ეს სიტყვები წარმოთქვით: “როგორც ჩემი ბორკილები იგლიჯება, ისე იხსნება გზები ჩემთვის“. როდესაც ფურცლის დახევას დაასრულებთ, ყველა ნაჭერი საფერფლეში ან რაიმე სხვა ჭურჭელში მოათავსეთ. ცეცხლი წაუკიდეთ და კვლავ ეს სიტყვები გაიმეორეთ.

ამის შემდეგ დაელოდეთ სანამ ყველა ნაჭერი დაიწვება, ფერფლი შეაგროვეთ და ქუჩაში გაფანტეთ. გაფანტვის დროს, ისევ ის სიტყვები წარმოთქვით და იგრძენით, როგორ ცვივა ბორკილები და როგორ იშლება წარმატების ფრთები ზურგს უკან.

ზუსტად 5 დღის შემდეგ ისევ გაიმეორეთ ეს რიტუალი და აუცილებლად მოიშორებთ ყველა ბორკილს. თქვენს წინაშე ახალი გზები და შესაძლებლობები გაიხსნება. ყველაფერი, რაც აქამდე შეუძლებელი იყო, გახდება რეალური. ახალი აზრებითა და იდეებით შთაგონდებით და გაგიჩნდებათ დრო და შესაძლებლობა მათ განსახორციელებლად. ყველა ადამიანს აქვს უნარი, მიაღწიოს ყველაზე წარმოუდგენელ წარმატებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს