ორსულობისას განსაკუთრებულად ზრუნავთ საკუთარ თავზე, ეს სულიერი მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა შეინარჩუნოთ

62

რამდენად ხშირად ვივიწყებთ საკუთარ თავს ყოველდღიურ აურზაურში? ყოველთვის სადღაც გავრბივართ, ვცდილობთ დროულად გავაკეთოთ რაღაც. ბავშვობიდან გვასწავლიან წესრიგს, პუნქტუალურობას, უფროსებზე, უმცროსებზე და ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას. გვასწავლიან, რომ კარგად ვიმუშაოთ, არ ვიყოთ ძალიან მომთხოვნები, მოვუსმინოთ სხვებს. მაგრამ ჩვენ არ გვასწავლიან იმას, რაც, წესით, პირველ რიგში უნდა ესწავლებინათ. ჩვენ საერთოდ არ გვასწავლიან, საკუთარ თავზე ზრუნვას.

როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე?

რას გრძნობთ, როდესაც ვიღაც გეუბნებათ, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ? უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ამ სიტყვების გამო თავს უხერხულად გრძნობენ. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ არ ვიყოთ ეგოისტები, ყველას გავუზიაროთ ტკბილეული და სათამაშოები. და არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობ ამ დროს შენ. რომელ საკუთარ თავზე ზრუნვაზეა საუბარი?

საავადმყოფოშიც კი მაშინ მივდივართ, როდესაც უკვე საკუთარი ფეხით მისვლა არ შეგვიძლია. სახის ახალი კრემის შეძენას კი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ვახერხებთ. მაგრამ, უცებ დგება მომენტი, როცა რაღაც იცვლება შენში და იწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას. შენს ირგვლივ სამყარო უფრო ნათელი ხდება და უფრო ბევრი რაღაცის გაკეთებას ასწრებ და ყველაფერი უკეთესად გამოდის.

ყოველდღიურად, 15 წუთს მაინც თუ გამონახავთ საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, ეს უკვე საკმარისია საკუთარი განწყობის გასაუმჯობესებლად. საკუთარ თავზე ზრუნვა არის ის, როცა ზამთარში მაღაზიაში 5 წუთით გადიხარ და ქუდი და შარფი არ გავიწყდება, რათა კომფორტულად იგრძნო თავი ცივ სეზონზე. იმისთვის, რომ ამ ამინდით ისიამოვნო და სიცივისგან მოკუნტული არ გარბოდე სადარბაზოსკენ.

საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველკვირეულ დასვენებაშიც გამოიხატება. უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ერთი დღე არაფერი გააკეთოთ. წაიყვანეთ ოჯახი და გაისეირნეთ პარკში. მზა საკვები გამოიწერეთ, ჩართეთ კარგი ფილმი და დღე სასიამოვნოდ გაატარეთ. დაივიწყეთ გაუთავებელი გაზქურასთან დგომა, დაუთოება და დალაგება, როდესაც ოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე დაღამდეს.

საკუთარ თავზე ზრუნვა

საკუთარ თავზე ზრუნვა იწყება იმით, რომ უბრალოდ არ გინდა სხვისი აზრის მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაატარო შენი ცხოვრება. გაფილტრეთ ყველაფერი, რასაც მოისმენთ და შეწყვიტეთ ნეგატივის საკუთარ თავზე აღება.

ეს შენი ცხოვრებაა და მხოლოდ შენ იცი როგორ გააკეთო სწორად. თუ ეჭვი გეპარება – იკითხე, თუ იცი – გააკეთე. ნუ მისცემ უფლებას სხვის ნეგატიურ გამოცდილებას, რომ შენს ცხოვრებაზე კვალი დატოვოს. შენ სხვა ადამიანი ხარ და მხოლოდ შენ იცი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი.

საკუთარ თავზე ზრუნვა – ეს არის ყოველდღიური ვარჯიში, თუნდაც მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში. ეს არის უგემრიელესი ჯანსაღი საკვები, საკმარისი წყალი, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, დროულად დაძინება. ნუ ეცდები, რომ სხვას ასიამოვნო, ნუ დახარჯავ საკუთარ დროს ცარიელ საუბრებში. საკუთარ თავზე ზრუნვა – ეს არის, უარის თქმა იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გსიამოვნებთ.

საკუთარ თავზე ზრუნვაა, როდესაც ხვდები, რომ სამსახურს აღარ მოაქვს შენთვის სიხარული და მატერიალური კომფორტი. და გესმის, რომ დროა რაღაც შეცვალო და საკუთარი ენერგია უფრო მომგებიან პროექტზე დახარჯო. როდესაც სამსახურს სინანულის გარეშე ტოვებ და მზად ხარ ახალი პერსპექტიული შეთავაზებებისთვის.

საკუთარ თავზე ზრუნვა არის ის, როცა ხვდები, რა არის შენთვის სასიამოვნო, საინტერესო და მნიშვნელოვანი და რაც უბრალოდ თავს მოგახვიეს და გითხრეს, რა უნდა აკეთო. საკუთარ თავზე ზრუნვაა, როცა ტაქსის იძახებ, რადგან დაღლილი ხარ ან ძალების დაზოგვა გინდა. როდესაც შეგიძლია დალიო ყავა შენს საყვარელ კაფეში, რადგან ასე მოგინდა.

საკუთარ თავზე ზრუნვა არის გარემოს, საყვარელი წიგნების და კეთილი ფილმების არჩევა. რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის საკუთარ თავზე ზრუნვას, მით უფრო კეთილი და მშვიდი გახდება ჩვენი სამყარო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს