რომან კოსტომაროვი გულშემატკივრებს გამოეხმაურა და ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ლოცვისთვის

169

რომან კოსტომაროვი ახლა თავს უკეთ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ მოციგურავე მძიმე ავადმყოფობის გამო დიდი ხანია საავადმყოფოში იმყოფება. მამაკაცმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის კიდურების ამპუტაცია. ცოტა ხნის წინ რომანი კავშირზე გამოვიდა. რა უთხრა მან თავის გულშემატკივრებს, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

2023 წლის დასაწყისში მოგიყევით, თუ რა შეემთხვა რომან კოსტომაროვს. მაშინ მთელი ინტერნეტი ამაზე საუბრობდა. ყველა ცდილობდა გაეგო, რა დაემართა მოციგურავეს. აღმოჩნდა, რომ ის მძიმედ ავად იყო, თუმცა თავიდან ამას ვერ ხვდებოდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში მოხდა, მაგრამ მუდმივმა გადაღებებმა და კოლეგების წინაშე ვალდებულებებმა ექიმთან მისვლა გადაადებინა.

არტისტის ერთ-ერთი გამოსვლა პირდაპირ ქუჩაში, სიცივეში შედგა. მის შემდეგ რომანს მკვეთრად აუწია ტემპერატურამ და სასწრაფოს გამოძახება მოუწია. საავადმყოფოში ყოფნისას კოსტომაროვი კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა. დაავადება უკვე იმდენად პროგრესირებდა, რომ ექიმები იძულებულნი გახდნენ მარცხენა ტერფის ამპუტაცია გაეკეთებინათ.

თუმცა, ეს სამწუხარო ამბავი ამით არ დასრულებულა. ექიმები ერთ ტერფზე არ შეჩერებულან. ახლა რომანს ორივე ტერფი და ხელის მტევანი არ აქვს. მისი, როგორც ფიგურული მოციგურავის კარიერა დასრულებულია.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა არტისტის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. სოციალურ ქსელებში ის დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა და თავის ერთგულ თაყვანისმცემლებთან კავშირზე არ გამოდიოდა. ახლა კი, 4 თვის შემდეგ, კოსტომაროვი დაბრუნდა.

რომანმა თავისი ფოტო გაავრცელა, სადაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, თუ რამდენად შეიცვალა მოციგურავე. მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და თითქოს უფრო ასაკოვნად გამოიყურებოდა. ავადმყოფობას თავისი მიაქვს! თუმცა, მამაკაცი სულიერად არ გატყდა.

მან მადლობა გადაუხადა მის გამოჯანმრთელებაში ჩართულ ყველა ადამიანს: “მადლობა ყველას, ვინც ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის, სჯეროდა, რომ ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოვიდოდი, რომელიც ცხოვრებამ მარგუნა! ჯერ კიდევ ბევრი სირთულე მელის, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერს გავუმკლავდები ჩემი ნათესავების, ახლობლების და ექიმების წყალობით, რომლებმაც იმ ქვეყნიდან მომაბრუნეს და დღემდე ზრუნავენ ჩემზე, მადლობა ყველას! წინ დიდი მძიმე შრომა მელის საკუთარ თავზე.”

სად იმყოფება მოციგურავე

ამ მომენტისთვის მოციგურავე მოსკოვის მრავალპროფილიან კლინიკურ ცენტრ “კომუნარკაში” იმყოფება. მას მრავალ წლიანი რეაბილიტაცია ელის, რის შემდეგაც შეძლებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მას არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის, არამედ სულიერი ჰარმონიის აღდგენაც სჭირდება. ძალიან ძნელია, როდესაც მოულოდნელად კარგავ ყველაფერს, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდი.

კოსტომაროვის გვედით ყოველთვის იყო მისი მოსიყვარულე მეუღლე. ოქსანა დომნინა გვერდიდან არ შორდებოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ამხნევებდა საკუთარ მეუღლეს. ის ყოველდღე მიდის საავადმყოფოში. სხვა ნათესავებს, განსაკუთრებით მშობლებს, პალატაში მოციგურავესთან შესვლა ეკრძალებათ. მამაკაცი ნერვიულობს, რომ მისმა გარეგნობამ შეიძლება ძალიან შეაშინოს ისინი.

კოსტომაროვის მკურნალობის ყველაზე რთულმა ეტაპმა უკვე ჩაიარა. შემდეგში მას პროთეზირება და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი ელოდება. ეს ძალიან რთულია, რადგან ყველა პროთეზი ყოველთვის მაშინვე არ ერგება. რომანს უკვე ჰქონდა ერთი წარუმატებელი მორგება, მაგრამ მოციგურავე იმედს არ კარგავს, რადგან თანამედროვე მედიცინა ადგილზე არ დგას.

დადის ჭორები, რომ კოსტომაროვი გერმანიაში აპირებს წასვლას, რათა იქ მოირგოს და შეუკვეთოს ბიონიკური პროთეზები. ზუსტად ასეთების შეკვეთა რუსეთშიც შეიძლება, თუმცა ძალიან ძვირი ღირს. ფასი თითქმის 2 მილიონი რუბლიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული რუსული პროთეზები კი – შეიძლება 15 მილიონიც ღირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოციგურავის მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი, ის ათასობით ადამიანის მხარდაჭერას გრძნობს. ისინი წერენ თავიანთ კომენტარებს ინტერნეტში და ცდილობენ, რომ არტისტს თავიანთი სიყვარულის ნაწილი გადასცენ. გულშემატკივრებს სჯერათ, რომ კოსტომაროვი მალე გამოჯანმრთელდება. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მან ისევ შეძლოს ყინულზე დადგომა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს