დედამ დაბადების დღეზე მხოლოდ მე დამპატიჟა, მაგრამ ჩემს მეუღლესაც მოუნდა წამოსვლა, მაშინვე დედას დავურეკე

0
1316

დედიკოს ბიჭის რა თვისებები ვიცით? ის არ არის თავდაჯერებული, სხვების აზრზეა დამოკიდებული, სხვების მითითებები სჭირდება. ამ ყველაფერს, როგორც უარყოფით მომენტებს აღვნიშნავთ. რის თქმა შეგვიძლია დადებით მხარეებზე? მშობლებთან კარგი ურთიერთობა, დახმარების სურვილი, თავშეკავება.

უჭირთ თუ არა ასეთ ადამიანებს ცხოვრება ზრდასრულ ასაკში? მაგალითად, სამსახურის, მეგობრების პოვნა, დაქორწინება, ოჯახის შექმნა? რადგან, ყველა ამ პროცესში, ასე თუ ისე, დედაც უნდა მონაწილეობდეს. ის რჩევით უნდა დაეხმაროს, უთხრას, თუ რამე არ მოსწონს, მოაგვაროს კონკრეტული საკითხები. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს ველურად გამოიყურება, მაგრამ დედიკოს ბიჭისთვის ეს ნორმალურია. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელმაც ახლახან შეიტყო ქმრისა და დედამისის ასეთი რთული ურთიერთობის შესახებ?

დედიკოს ბიჭის თვისებები

არ მესმის ჩემი ახალგაზრდა ცოლის პრეტენზიები და ყოველ ჯერზე, ეს ფაქტი უფრო და უფრო მაღიზიანებს. ბევრი მსმენია იმის შესახებ, რომ ქალს ყოველთვის სურს საკუთარი ნების მამაკაცისთვის მოხვევა და სურს, რომ ყოველთვის მართალი იყო. მე მეგონა, რომ ეს უბრალოდ ჭორი და გაზვიადება იყო, თუმცა ცხოვრებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დავქორწინდით. მანამდე, სამი წლის მანძილზე ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. მშობლებმა ქორწილში ბინა მაჩუქეს, თუმცა დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, რომ ცოლად ანა მომეყვანა. მამაჩემს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორივე ვმუშაობთ, ფული გვყოფნის. ბავშვის გაჩენას ორიოდე წელიწადში ვგეგმავთ.

მაგრამ არსებობს გარკვეული სირთულეები. ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელია ანას დამოკიდებულება დედაჩემის მიმართ. მე მესმის, რომ მათ შორის ყველაფერი არც ისე კარგად არის, მაგრამ რატომ მიკრძალავს დედაჩემის ნახვას? დედასთან ხშირად ვურთიერთობ. მშობლებს ორ კვირაში ერთხელ ვსტუმრობ. მართალია, გარკვეული დრო მეხარჯება ქალაქგარეთ წასასვლელად, მაგრამ ეს ჩემი პირადი პრობლემებია.

გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვიყავი მზად ასეთი კაპრიზებისათვის. მე და ანა ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს, ეს მისთვის საკმარისი არ არის? ამაოდ არ მაფრთხილებდა დედაჩემი რაღაც მსგავსთან დაკავშირებით. მე კი არ ვუსმენდი. ამას არა უშავს, მაგრამ ეს შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა და ჩვენ ორივეს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. თავად განსაჯეთ.

დედაჩემს დაბადების დღე ახლოვდებოდა, სამოცი წლის ხდებოდა. მას კარგად ვიცნობ, ამიტომ საჩუქრად ელეგანტური, ულამაზესი კაბა ვუყიდე, რომელიც ერთხელ მესენჯერით გამომიგზავნა. მე უფრო კარგად ვერკვევი ინტერნეტში, ვიდრე ის, ბარათის გამოყენებაც შემიძლია და ამიტომ ამ კაბის შეკვეთა არ გამიჭირდა.

გასაგები მიზეზების გამო, მან ანა დაბადების დღეზე არ დაპატიჟა. ასეთ შემთხვევებზე მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ არ უნდა გვწყენოდა, თავი უნდა გაგვეკონტროლებინა და უბრალოდ, დრო კარგად გაგვეტარებინა. არც მე არ წავსულვარ მის მშობლებთან, სამაგიეროდ სახლში მარტო მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მანამდე ამ საკითხს არანაირი დისკუსია არ გამოუწვევია. ახლა კი, ჩემს ცოლს პირველად მოუნდა, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო.

ამან ძალიან გამაოცა. უარი ვუთხარი, თავიდან რბილად. მაგრამ ის ისევ დაჟინებით მთხოვდა. მერე კი გავბრაზდი. აბა, ვის ვჭირდებით იქ ორივე ერთად? ჩემი ნათესავები მოვლენ, რომლებსაც ის ცხოვრებაში არ უნახავთ. ზურგსუკან მასზე ლაპარაკს დაიწყებენ. მერე, მე და დედაჩემს ტრადიცია გვაქვს, სახლში კარაოკეთი ვმღერით. ეს ყველამ იცის, მაგრამ ანასთან თავს უხერხულად ვიგრძნობ.

მე უარს ვეუბნებოდი, ანა კი მოითხოვდა. მერე გადავწყვიტე, რომ დედასთან დამერეკა და ნებართვა მეთხოვა. ბოლოს და ბოლოს მისი დღესასწაულია, როგორ გავაფუჭო? მაგრამ, ისიც შეუვალი იყო. მითხრა, რომ ბევრი ხალხი ჰყავდა მოწვეული და ზედმეტი ჭურჭელი არ ჰქონდა. მიყვარს, ასეთი რომ არის. მე რატომ არ მომივიდა თავში ეს პასუხი?

დედაჩემთან მარტო წავედი. ტაქსის გამოძახება მომიწია, სამაგიეროდ კომფორტულად ვიმგზავრე და საღამოს ჩაშლაზე ზედმეტად აღარ მიფიქრია. სხვათა შორის, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა – ნათესავები, მუსიკა, ზეიმი. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს დავურეკე, ვცადე მისი დამშვიდება, მაგრამ მან მითხრა, რომ რამდენიმე დღით თავის მშობლებთან წავიდა. მოკლედ, უაზრო დრამა.

ორი დღე გავიდა და ავნერვიულდი. ის ჩემს ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით მწერდა, მაგრამ ძალიან მოკლედ. მე მისი მშობლების მისამართი არ ვიცი. საღამოს ჩემმა სიდედრმა დამირეკა და მკითხა, რატომ არ უყვარს ჩემს ოჯახს ანა. დიდი ხნის განმავლობაში მომიწია იმის ახსნა, რომ მათი ქალიშვილი ამ ყველაფერს იგონებდა. საკმაოდ დამამცირებელი იყო.

ახლა ის სახლშია, მაგრამ ჩვენს შორის ატმოსფერო ძლიან დაძაბულია. ჩემი ცოლი ყველაფერზე ჩხუბობს. არ ვიცი, რა გავაკეთო. დედა მირჩევს, რომ ყურადღება არ მივაქციო, მითუმეტეს, რომ ახალგაზრდა ვარ და ჭკვიანი. მე მასთან დაშორება არ მინდა, მით უმეტეს, ასეთი გამოგონილი მიზეზის გამო. მაგრამ როგორ გადავცე ჩემი აზრები და გრძნობები ანას ისე, რომ მან და მისმა მშობლებმა გამიგონ?

თავში აბსოლუტურად არაფერი მომდის. ერთი გაუგებარი შემთხვევის გამო, ახალგაზრდა ოჯახი შეიძლება დაინგრეს. მე მისთვის არ მიღალატია, არც მავნე ჩვევები მაქვს, არც სულელი ვარ და არც ზარმაცი. გოგოებო, სხვა რა გჭირდებათ?