მომღიმარი თურქი გოგოები ყველაფერს ასწრებენ და ცხოვრებით ტკბებიან, მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ

0
421

მსოფლიოში მრავალი კულტურა და ხალხია და თითოეულ ამ კულტურაში ადამიანები თავიანთ ცხოვრებას თავისებურად აწყობენ, თავისებურად ცხოვრობენ და ზრდიან ბავშვებს. ამ თემას თუ ჩაუღრმავდებით, ბევრ ახალ და საინტერესო რამეს გაიგებთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში თურქ გოგონებზე ვისაუბრებთ. ისინი გარკვეულწილად განსხვავდებიან ჩვენგან, მაგრამ რაღაცით ძალიან გვგვანან კიდეც.

თურქეთი თბილი და ლამაზი ქვეყანაა, სადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ურყევად ინარჩუნებს საკუთარ ტრადიციებს. ამიტომაც ძალიან საინტერესოა მათზე დაკვირვება და თანაც, რაიმე ახლის შესწავლა, არასდროს არ არის გვიანი. ასე არ არის? მით უმეტეს, რომ ზოგიერთმა „ხრიკმა“ დიდი ხანია გაუძლო გამოცდას.

თურქი გოგონები

თურქ გოგონებს რამდენიმე სიტყვით თუ აღვწერთ, მაშინ მთავარი თვისებებიდან შესაძლებელი იქნება გამოვყოთ მათი სიყვარული წვეულებისადმი, სიმყუდროვის შექმნის უნარი, მათი დამოუკიდებელი ხასიათი და ლაპარაკის სიყვარული. უკვე საკმაოდ საინტერესოა, არა? ამიტომ, ჩვენ ახლა ამ საკითხზე შევჩერდებით და მოგიყვებით ამ საყვარელი და ლამაზი გოგოების შესახებ.

სახლის სიმყუდროვე

თურქი ქალები კაჭკაჭებივით არიან. რა თქმა უნდა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მათ უყვართ სახლებში ახალი, ლამაზი, მბზინავი ნივთების შეტანა. მათ სახლებში აქვთ უამრავი სარკე, აქსესუარი, წვრილმანი, რაც სახლს მყუდროსა და უნიკალურს ხდის. მათ იციან, როგორ განათავსონ აქცენტები პატარა წვრილმანის დახმარებით, რათა ეს მაქსიმალურად ელეგანტურად და შესაფერისად გამოიყურებოდეს.

გარდა ამისა, თურქი გოგონებისთვის მოდურია ოთახის მცენარეების მოვლა და საცხოვრებელი ფართის სასიამოვნო სურნელებითა და არომატებით შევსება. მათთან პირველი ვიზიტის დროსაც კი – სტუმრები თითქმის მაშინვე გრძნობენ თავს ძალიან კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში. ეს უნარი ყველას არ ეძლევა, მაგრამ თურქ ქალებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს გენებში აქვთ.

თურქეთში, ძირითადად, არ არის პრაქტიკული ისეთი რამ, როგორიცაა გენერალური დასუფთავება. იმ გაგებით, რომ სახლის დალაგებისთვის მთელი დღე გამოყონ. არა, ისინი ასე არ აკეთებენ. ეს იმიტომ, რომ თურქებს უყვართ ხალიჩები და ძალიან აფასებენ მათ. კარგ ხალიჩას კი მუდმივი მოვლა სჭირდება, ამიტომ მას საკმაოდ ხშირად ასუფთავებენ, რათა მასში მტვერი და ჭუჭყი არ დაგროვდეს!

ხრიკები და ტრადიციები

საცხობი სოდის ნაცვლად თურქი ქალები თითქმის ყველაფრისთვის კბილის პასტას იყენებენ. ის აშორებს ჭუჭყს თითქმის ყველა ზედაპირიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფანჯრებისა და სარკეებს გაპრიალება, ეს ასევე ხელს უწყობს იმას, რომ სარკეები არ დაიორთქლოს. პასტა ლაქის შესანიშნავი შემცვლელია. ყველამ ხომ იცით ელეგანტური თურქული ჭურჭლისა და ლამაზი მბზინვარე ჩაიდნების შესახებ? კბილის პასტა ხელს უწყობს მათი სილამაზის შენარჩუნებას. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ფილებსა და სანტექნიკასაც ამ სასწაულმოქმედი საშუალით წმენდენ. საოცარია!

თურქეთში უმეტესად თბილი ამინდია და ბუზები და სხვადასხვა მწერები საკვებ პროდუქტებსა და მარცვლეულში ცდილობენ შეღწევას. ეს შეიძლება გახდეს ძალიან პრობლემური. თურქებს ხომ უყვართ ჭამა და პროდუქტებსაც საკმარისად იმარაგებენ. ასე რომ, დიდი რაოდენობით გაფუჭებულმა საკვებმა შეიძლება ზარალი მიაყენოს მათ ჯიბეს.

ისინი მავნებლებს მხოლოდ ერთი ინგრედიენტით, დაფნის ფოთლით ებრძვიან. უბრალოდ, ამ გამხმარი მცენარის რამდენიმე ნაჭერს ისინი მარცვლეულის შესანახ ჩანთებში დებენ. ეს იაფი და ეფექტურია: მწერებს არ უყვართ დაფნის სუნი და წყვეტენ თაროებზე ასვლას. დაფნის ფოთლები თურქეთში ძალიან იაფი ღირს და კერძების საბოლოო გემოზე გავლენას არ ახდენს.

და მიუხედავად იმისა, რომ თურქები არასოდეს ითვლებოდნენ ეკონომიურ ადამიანებად, თურქი ქალები ხშირად ინახავენ ზედმეტ პროდუქტებს. ყოველი შემთხვევისთვის. თუ ჩვენთან მხოლოდ ხორცისა და თევზის გაყინვა ითვლება ნორმად, თურქი გოგონები საყინულეში სუპებსაც კი და იგივე მარცვლეულსაც ათავსებენ. კარგი ჩვევაა, ნამდვილად. გაყინული წვნიანი ქვაბში ჩააგდე და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მზად იყო.

სტუმართმოყვარეობა და კეთილშობილება

თურქ ქალებს ძალიან უყვართ სტუმრად სიარული და ასევე ძალიან მოსწონთ სტუმრების მიღება. ასე რომ, სიმსუბუქისა და ძალდაუტანებლობის ატმოსფერო მათ სახლში პირველ ადგილს იკავებს. სწორედ აქ ვლინდება სწორი გარემოს შექმნის უნარი. მაგიდაზე სწრაფად ჩნდება კერძები, ჰაერში კი სასიამოვნო არომატი ტრიალებს.

სხვათა შორის, თურქეთში აივნებიც სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია. აივანს საწყობად ძალიან იშვიათად გამოიყენებენ. პირიქით, იქ ხშირად იკრიბებიან ადამიანები, ურთიერთობენ და გამვლელებს უყურებენ. ალბათ, ესეც მათი კლიმატის დამსახურებაა. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე მოგესალმებათ, მეორე სართულიდან და მხიარულად გაგიცინებთ. ეს ხომ თურქეთია!

თურქი გოგოების შესახებ

თურქ გოგონებს ძალიან უყვართ ბაზრები. იქ შეგიძლია იმდენს შეევაჭრო, რამდენიც გსურს და ამავე დროს, ამინდსა და ადგილობრივ ამბებზე ისაუბრო. გამოდის კარგი დანაზოგი და სასიამოვნო დროის ტარება ერთად. არ იფიქროთ, რომ თურქი გამყიდველები ამ შემთხვევაში მოგებას კარგავენ. ადგილობრივი ვაჭრები მიზანმიმართულად ზრდიან ფასებს, რათა შემდეგ ისეთ დონეზე დაწიონ, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო იქნება.

ასე რომ, ასეთი დატვირთული დღის შემდეგ, ყველა თავმოყვარე თურქი ქალი უბრალოდ ვალდებულია წავიდეს ჰამამში. ეს არის საზოგადოებრივი აბანო, მაგრამ, დამიჯერეთ, ასეთი აბანოების დონე თურქეთში უკიდურესად მაღალია. გარედან ისინი ნამდვილ აღმოსავლური სტილის სასახლეებს ჰგავს. შიგნით კი მთელი სპა სალონია. აქ ნახავთ ყველა სიახლეს, კრემების ზღვას და ტანის მოვლის საშუალებებს. წარმოუდგენლად ამშვიდებს.

როგორც ხედავთ, თურქი გოგოებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რა თქმა უნდა, მათი ქვეყნის ტემპერატურული მახასიათებლების გათვალისწინებით. და მაინც, სხვისი ცხოვრებისა და კულტურის შესახებ უფრო მეტის გაგება ძალიან საინტერესოა. გასაკვირი არ არის, რომ ადრე ამდენი მოგზაური და პირველაღმომჩენი იყო. ადამიანებს უყვართ ახალი ინფორმაციის გაზიარება. მოსახერხებელია, რომ 21-ე საუკუნეში არ არის საჭირო ნახევარი სამყაროს გადაკვეთა აფრებიანი გემით, ამ ყველაფრის ნახვა ინტერნეტშიც შეგიძლიათ.