გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, როგორ გადააქვთ ადამიანებს თავიანთი წყლულები სხვებზე. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ

0
174

ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანები უსამართლოდ მიიჩნევენ თავს სხვებზე უბედურად. და როგორც არ უნდა ვუმტკიცოთ მათ, რომ ბედნიერება ძალიან ინდივიდუალური რამ არის, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ თქვენ ბედნიერი არ იყოთ. არსებობს რიტუალები, რომელთა მეშვეობითაც დაავადება სხვა ადამიანზე გადააქვთ. თქვენ შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ ხვდებოდეთ, რომ რაღაც დაავადება გადმოგცეს. ასეთ შემთხვევაში ჯადოსგან დაცვა გჭირდებათ.

ჯადოსგან დაცვა

როგორც წესი, ასეთი ადამიანები თავიანთი დაავადების სხვაზე გადასატანად საზოგადოებრივ ადგილებს იყენებენ. ისინი შეიძლება ტრანსპორტში მოგეყრდნონ ან მაღაზიაში შეგეხონ ხელით. თქვენ იგრძნობთ ტკივილს ზუსტად იმ ორგანოში ან სხეულის ნაწილში, რომელიც იმ ადამიანს აწუხებს.

არსებობს დაავადებების გადაცემის სხვა გზაც – ეს არის ვერბალური მეთოდი. ადამიანი შეიძლება დაგელაპარაკოს და დაიწყოს თავისი დაავადების სიმპტომების დეტალურად აღწერა.

თუ ძალიან ყურადღებიანი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ, მაშინ შეიძლება ამ საუბარს ჩაუღრმავდეთ და ამ გზით მისი დაავადება საკუთარ თავზე გადაიტანოთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა ასეთი შემოტევებისგან დაიცვათ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა დაიცვათ თავი ჯადოსგან.

როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი

ჩვენ არ შეგვიძლია საზოგადოებისგან გამიჯვნა და ადამიანებთან ურთიერთობის შეწყვეტა. ხანდახან ადამიანი არც კი ეჭვობს, რომ დაავადებაზე საუბრისას შეუძლია ვინმეს გადასცეს იგი. მაგრამ, ხშირ შემთხვევებში, ამას შეგნებულად აკეთებენ.

ეს მეტყველებს ასეთი ადამიანის ბრაზსა და შურზე გარშემომყოფების მიმართ. ყველაზე ხშირად ის გარშემომყოფებს უბედურებასა და ავადმყოფობას უსურვებს და არც კი ეჭვობს, რომ ასეთი საქციელით საკუთარი თავისთვის უფრო მეტი უბედურება მოაქვს.

ასე რომ, პირველი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სხვა ადამიანთან ურთიერთობისას არის ის, რომ როგორც კი ადამიანი დაიწყებს თავისი დაავადების შესახებ დეტალურად მოყოლას, თქვენ უნდა შეცვალოთ თემა, ან პირდაპირ უნდა უთხრათ მას, რომ თქვენთვის ამის მოსმენა უსიამოვნოა.

არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ უგულებელყოფენ ყველაფერს, რასაც ეუბნებიან და აგრძელებენ მოყოლას. ასეთ ადამიანს თუ შეხვდებით, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მიიტანოთ მისი ამბავი გულთან. შეეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ და რაიმე უფრო სასიამოვნოზე იფიქროთ. არასოდეს თანაუგრძნოთ ასეთ ადამიანს.

ასეთი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც სახლში მიხვალთ, სახე ცივი წყლით დაიბანეთ. ეს 3-ჯერ უნდა გააკეთოთ და ყოველ ჯერზე ეს სიტყვები უნდა წარმოთქვათ: “ყინულიანი წყლით სხვის გაჭირვებას ვირეცხავ, უკან ვგზავნი.”

ამის შემდეგ, შეგიძლიათ აღარ გეშინოდეთ იმის, რომ რაიმე დაავადება აგეკიდებათ. ყოველთვის, როდესაც გრძნობთ, რომ ადამიანი ცდილობს ავადმყოფობის ან პრობლემების თქვენზე გადმოტანას, ეს მარტივი რიტუალი ჩაატარეთ.

ჩვენი რედაქცია გისურვებთ, რომ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ, მიუხედავად ამ სამყაროს სირთულეებისა. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ყველა ადამიანი იმსახურებს.