იასამანს შეუძლია არა მხოლოდ თქვენი ბაღის გალამაზება, არამედ თქვენთვის სარგებლის მოტანაც.

268

იასამანს შეუძლია არა მხოლოდ თქვენი ბაღის გალამაზება, არამედ თქვენთვის სარგებლის მოტანაც. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი მცენარე. იასამნის ყვავილებს ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში და ასევე კულინარიაში.

ასე რომ, ამ სურნელოვანი მცენარის დახმარებით, სახლშიც კი, შეგიძლიათ მოამზადოთ დესერტებისა და სასმელებისათვის საინტერესო დანამატი, საოცარი ტკბილეული, გემრიელი ყავა და ასევე ეფექტური მოვლის საშუალება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საინტერესო რეცეპტებს გაგიზიარებთ, თქვენ კი – ჩაიწერეთ.

ზემოდან მოსაყრელი ტკბილი კერძებისთვის

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შაქარი;
  • 0.5 ჭიქა იასამნის ყვავილები.

მომზადების წესი:

ვიღებთ მინის ქილას. მასში ფენებად ვყრით შაქარს და იასამნის ყვავილებს. ქილას თავსახურს ვაფარებთ და კარგად ვანჯღევთ შიგთავსს. შემდეგ ეს ქილა ერთი კვირის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააჩეროთ. არ დაგავიწყდეთ ქილის რეგულარულად შენჯღევა. 7 დღის შემდეგ შაქარი საცერში გაცერით, ყვავილებისგან გამოაცალკევეთ. შესანიშნავი მოსაყრელი იასამნის არომატით მზად არის!

არომატული ყავა

ცოტამ თუ იცის, რომ იასამანი იდეალურად უხდება ყავას. ეს შესანიშნავი სასმელია ცხელი გაზაფხულის ან ზაფხულის საღამოებისთვის. ვიღებთ მაღალ ჭიქას, ვასხამთ წინასწარ მომზადებულ ყავას, რომელიც უკვე გაგრილებულია. შემდეგ ვუმატებთ რძეს და შაქარს გემოვნებით. ჭიქაში მონაცვლეობით ვათავსებთ ყინულის კუბებს და იასამნის პატარა ყვავილებს. შემდეგ სასმელში ვდებთ საწრუპს და ვტკბებით ზღაპრული გემოთი და არომატით.

ტანის სკრაბი

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შაქარი და იასამანი;
  • 0.5 ჭიქა ქოქოსის ზეთი;
  • 10 გრ ლიმონის ცედრა;
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

მოამზადეთ შაქარი ზემოთ აღწერილი რეცეპტის მიხედვით და გააჩერეთ 1 კვირის განმავლობაში. გადაიტანეთ ქილაში. დაამატეთ ქოქოსის ზეთი (არომატიზატორების გარეშე). წვრილ სახეხზე გახეხეთ ლიმონის ცედრა და გამოწურეთ ციტრუსის წვენი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები სკრაბის დანარჩენ კომპონენტებს. კარგად შეურიეთ. ხელნაკეთი სკრაბი გამოსაყენებლად მზად არის.

გემრიელი სიროფი

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა იასამნის ყვავილები;
  • 1 ჭიქა შაქარი;
  • 1 ჭიქა სუფთა წყალი.

მომზადების წესი:

ჩაასხით წყალი სქელ ძირიან ქვაბში და დაუმატეთ შაქარი. ადუღეთ შაქრის მთლიანად გალღობამდე, აქტიურად ურიეთ. შემდეგ დაამატეთ იასამანი (ღეროების გარეშე). კარგად აურიეთ და დააფარეთ თავსახური. შეამცირეთ ცეცხლი და სიროფი 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ამის შემდეგ ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით. თავსახური დააფარეთ და გააჩერეთ სიროფი ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. შემდეგ სიროფი გაფილტრეთ, შუშის ჭურჭელში ჩაასხით და თავსახური მჭირდოდ დააფარეთ. ეს სურნელოვანი სიროფი, რომელიც იდეალურია დილის ბლინებისთვის, შეგიძლიათ მაცივარში ერთ თვემდე შეინახოთ.

ყვავილებიანი ყინული 

დაგჭირდებათ:

  • 0.5 ჭიქა იასამნის ყვავილები;
  • წყალი (საჭირო რაოდენობა თქვენი ფორმებისთვის).

მომზადების წესი:

იასამნის არომატიანი ყინულის დამზადება ძალიან მარტივია. ვიღებთ ყინულის ფორმებს და ფრთხილად ვაწყობთ ყვავილებს მათში. შემდეგ ვავსებთ სუფთა წყლით და ვათავსებთ საყინულეში. წყალში, ჩაის და სხვადასხვა კოქტეილებში დასამატებელი არომატული ყინული მზად არის!

რაიმეს მომზადების დაწყებამდე, შეამოწმეთ ყვავილები და დარწმუნდით, რომ მწერები არ არის. ყვავილები შეგიძლიათ გარეცხოთ და გააშროთ. ახლა იასამნის თაიგული იქნება არა მხოლოდ შესანიშნავი დეკორაცია თქვენი სახლისთვის, არამედ ეფექტური სკრაბის, სურნელოვანი ცხელი სასმელის და კერძების საინტერესო დანამატების ბაზა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს