თუ ფარდებს ყვითელი ლაქები გაუჩნდა, არ იჩქაროთ მათი გადაყრა. პირვანდელი სიქათქათე დაბრუნებადია

655

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, თუ რამდენად რთულია ფარდებისთვის პირვანდელი სითეთრისა და სიქათქათის შენარჩუნება. სახლის ინტერიერისა და დეკორაციის სწორედ ეს მნიშვნელოვანი ელემენტი თამაშობს უდიდეს როლს მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნაში. ყვითელი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ფარდებს დროთა განმავლობაში უჩნდება, არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა, მაღაზიების დახლებზე მოიპოვება სპეციალური გამათეთრებელი საშუალებები, რომელთა ეფექტურობა ეჭვგარეშია, თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვყოფნის ფინანსები რეგულარულად მსგავსი საშუალებების შესაძენად? არსებობს ალტერნატივა, რომლის შესახებაც დღეს paparazzi-ის რედაქცია მოგითხრობთ.

  1. ფარდების გათეთრება ბრილიანტის მწვანის (ზელიონკას) გამოყენებით – საკმაოდ რთული პროცედურა, რომელიც მცირე ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს, თუმცა შედეგი, რომელსაც ეს პროცედურა მოგცემთ, დახარჯულ დროდ ნამდვილად ღირს. თქვენი ფარდები პირვანდელ სიქათქათეს დაიბრუნებს და ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება
  2. სანამ ფარდების გათეთრებას შეუდგებით, ჩაალბეთ ისინი თბილ წყალში 2 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ფარდები ჩვეულებისამებრ, ხელით ან სარეცხი მანქანის გამოყენებით.
  3. ბინძური წყალი გადაღვარეთ ტაშტიდან. გაავსეთ ის ახალი წყლით და ჩაამატეთ მასში მცირეოდენი სარეცხი ფხვნილი. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ გარეცხილი ფარდები კიდევ ორი საათით. მოცემული დროის გასვლის შემდეგ კარგად გაავლეთ ისინი ცივ წყალში.
  4. კვლავ გადაღვარეთ ბინძური წყალი და აავსეთ ტაშტი თბილი წყლით. ჩაამატეთ მასში 3 სუფრის კოვზი მარილი.
  5. ახლა კი საქმეში ბრილიანტის მწვანის ჩართვის დროა. თქვენ უნდა დაიცვათ ზუსტი ინსტრუქცია, რომელსაც ახლა მოგცემთ, რათა თავიდან აირიდოთ ფარდებზე მწვანე ფერის ლაქების გაჩენა. 1 ჭიქა წყალში ჩაამატეთ 10 ან 15 წვეთი ბრილიანტის მწვანე და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრილიანტის მწვანე ბოლომდე უნდა გაიხსნას წყალში და არ უნდა წარმოიქმნას მწვანე ფერის ნალექი ჭიქის ფსკერზე. როდესაც დარწმუნებით, რომ ნალექის წარმოქმნას ადგილი არ აქვს, ჩაამატეთ მიღებული ნარევი მარილის წყალხსნარში.
  6. უნიკალური გამათეთრებელი საშუალება მზად არის! ჩაალბეთ მასში თქვენი ფარდები და მუდმივად ურიეთ 2 ან 3 წუთის განმავლობაში.
  7. ასეთ ხსნარში ფარდების მოთავსების შემდეგ აუცილებელია, კარგად გავავლოთ და შემდეგ გავწუროთ ისინი. მოცემული პროცედურის შემდეგ თქვენი ფარდები პირვანელ სიქათქათეს დაიბრუნებს.

თუ თქვენთვის რაიმე კიდევ გაუგებარი დარჩა, იხილეთ ვიდეო, რომელშიც ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს