რით განსხვავდება დედაქალაქის მაცხოვრებელი პროვინციელისაგან, ზოგიერთი ჩვევა პირდაპირ გასცემს

0
348

არსებობს გამონათქვამი: “გოგონას სოფლიდან გამოიყვანთ, მაგრამ სოფელს მისგან ვერა”. რაც არ უნდა ეცადონ პროვინციული ქალაქებიდან ჩამოსულებმა, განსხვავება დედაქალაქის მაცხოვრებლებისაგან შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. ნებისმიერი დედაქალაქი სხვა ქალაქების ფონზე განსხვავებულად გამოიყურება. აქ მეტი სივრცეა, უამრავი საინტერესო ადგილია და ბევრი საინტერსო რამ ხდება. დედაქალაქი არის გონების, ნიჭის და უნიკალურობის კონცენტრაცია.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დედაქალაქში ყველაზე ნიჭიერი და ამბიციური ხალხი ჩადიოდა. ყველა ცდილობდა იღბლიანი ბილეთის მოგებას ქალაქში ბინადრობის ნებართვის მიღებით, მაგრამ ყველა ვერ აღწევდა წარმატებას. დღეს კი დედაქალაქში ცხოვრების შერჩევის კრიტერიუმები სულ უფრო მკაცრი და ექსტრავაგანტული ხდება. ამიტომ, თუ ვერ მოახერხებთ თქვენი პროვინციული თვისებების შეცვლას, მაშინ დედაქალაქში ჩასვლას აზრი არ აქვს.

პროვინციული თვისებები

რა თვისებებით გამოირჩევიან დედაქალაქის მაცხოვრებლები, რაც ასე აკლიათ დანარჩენებს? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ. ასე, მაგალითად, დედაქალაქის მაცხოვრებლები ჩამოსულებისაგან ძალიან განსხვავდებიან თავდაჯერებულობით. მათ ყოველთვის პირველებმა იციან მოდის, კულტურისა და პოლიტიკის უკანასკნელი სიახლეების შესახებ.

პერიფერიიდან ჩამოსული ცდილობს დაუყოვნებლივ აითვისოს ეს თვისებები და ისწავლოს უახლეს ტენდენციებში გარკვევა. მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს, რადგან ინფორმაციის მოცულობა დედაქალაქში და მის ფარგლებს გარეთ ბევრად განსხვავდება.

კიდევ ერთი პროვინციული თვისება, რომელიც მაშინვე გასცემს დედაქალაქში ჩამოსულს, არის ნებისმიერი სამსახურის შოვნის სურვილი. ბუნებრივია, ადამიანი დედაქალაქში საკუთარი ოცნებისთვის ფულის საშოვნელად ჩამოდის. დედაქალაქში ხელფასი ყოველთვის რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე სხვა ქალაქებში. მაგრამ დედაქალაქის მაცხოვრებელი ნებისმიერ სამსახურს არ თანხმდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოველთვის ირჩევენ ყველაზე პრესტიჟულ, მოდურ და პერსპექტიულ პოზიციებს. მათი აზრით, ფიზიკური შრომა მათი წარმოშობას არ შეეფერება. ამიტომ, დედაქალაქის სტანდარტების მიხედვით ყველაზე დაბალანაზღაურებადი და შრომატევადი სამსახური პროვინციელებს ხვდებათ.

შესაძლებელია თუ არა დედაქალაქის მაცხოვრებლის გარჩევა პროვინციელისგან

ყველაზე ნათელი განსხვავება დედაქალაქის მაცხოვრებელსა და პროვინციელს შორის არის ცხოვრების რიტმი. ნებისმიერ პატარა ქალაქში ცხოვრება მშვიდად და ზომიერად მიედინება. სახლიდან სამსახურამდე მანძილს ნახევარ საათზე მეტი არ სჭირდება, საცობებიც იშვიათად არის. ამიტომ, პროვინციული ქალაქების მაცხოვრებლებს არსად ეჩქარებათ.

მათი ცხოვრება კონვეიერს წააგავს, სადაც ყველამ იცის თავისი ადგილი. დედაქალაქში კი სხვაგვარად არის. დედაქალაქის ყველა მცხოვრები ბავშვობიდან სწავლობს დროის ისე დაგეგმვას, რომ ყველაფერი მოასწროს. მათ ყოველთვის ეჩქარებათ და გარბიან, არ ცდებიან უმნიშვნელო წვრილმანებზე.

სად იცხოვროს – დიდ ქალაქში თუ პატარა ქალაქში – ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. ვინც ენერგიული აქტიური ცხოვრებისკენ ისწრაფვის მას ქალაქში ცხოვრება მხოლოდ სიხარულს მოუტანს. ვიღაცას სიმშვიდე და მარტოობა უყვარს და სიამოვნებით გაცვლის თავის დედაქალაქის ბინას მყუდრო სახლზე სადმე პროვინციაში.

ყველა ადამიანი უნიკალურია და თითოეული ადამიანის შესაძლებლობები განსხვავებულია. ადამიანის ქცევა განსხვავებულია გარემოს მიხედვით, რომელშიც ის ცხოვრობს. და მაშინაც კი, თუ სოფლიდან ქალაქში ახლახან გადახვედით, საკუთარ თავზე რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, რთული იქნება თქვენი გამორჩევა დედაქალაქის ძირძველი მაცხოვრებლებისაგან. ყოველთვის უნდა ისწრაფოთ უკეთესისკენ საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის.