ოპტიმისტი ანჯელა პერლი ეთერში გამოვიდა და ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ზაფხულის პირველი თვის ჰოროსკოპი გააზიარა

469

ზაფხულისთვის წინასწარ უნდა მოემზადო, ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ახალ ჰოროსკოპს 2023 წლის ივნისისთვის. ოპტიმისტი ანჯელა პერლი ეთერში გამოვიდა და ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი გააზიარა.

ვერძს ივნისში ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა და მოგზაურობა ელის. ეს არის ტრანსფორმაციების თვე, რომელიც სამსახურის სფეროს შეეხება. შესაძლოა შეიცვალოთ პროფესია და ბევრად უკეთესი შემოსავალი გქონდეთ. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მენტალურს. თქვენ გელოდებათ თვითანალიზის პერიოდი, ბევრი რამ საბოლოოდ დადგება თავის ადგილზე.

კუროს ზაფხულის პირველ თვეში მოულოდნელი ხარჯები ექნება. მაგრამ, ამავე დროს, მიეცემა უძრავი ქონებით დაკავების შესაძლებლობა. ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურშიც. შესაძლოა, უარის თქმა მოუწიოს რომელიმე პროექტზე. ზოგადად, ცხოვრების რიტმი შენელდება. მოგინდებათ იმის გააზრება, რაც თქვენს თავს ხდება. ამისთვის იდეალურია სამოგზაუროდ გამგზავრება, რისთვისაც შვებულების აღება დაგჭირდებათ!

ტყუპებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელის. ყველაფერი, რაც ადრე გაურკვევლობაში იყო, საბოლოოდ მოგვარდება. ვინც ხანგრძლივი დროის მანძილზე დაორსულებაზე ოცნებობდა, შეძლებს ამის გაკეთებას. ივნისში გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ახალ სამსახურისთვის ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ. ეს გავლენას მოახდენს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე და გეგმებზე.

კირჩხიბები ზაფხულში სერიოზულად უნდა მოეკიდონ საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებს. ივნისი კარგი პერიოდი იქნება შესყიდვებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. ამასთანავე, ფინანსები ამის საშუალებას მოგცემთ, რადგან შემოსავლის წყაროები გაიზრდება. თუმცა ამისთვის მოგიწევთ მეტი შრომა და ძველი იდეების განხორციელება. ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც მოგაფიქრდებათ და ახალი მიზნები დაისახეთ. თქვენ მიაღწევთ წარმატებას!

ასტროლოგიური პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

ივნისში ლომები უფრო მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ თავსა და საკუთარ მოთხოვნილებებს. მაგრამ ასევე არ უნდა დაივიწყოთ თქვენი ახლობელი ადამიანები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა! პირად ფრონტზე სერიოზული გარდაქმნები გელით. შესაძლოა თქვენი ურთიერთობა დასრულდეს, ან, პირიქით, ახალ საფეხურზე გადავიდეს. აღიარეთ, ოცნებობთ უსახელო თითზე ბეჭედზე?

ქალწულებს ოჯახში საქმის გარჩევები ელოდება. თქვენ შესაძლოა თქვენი ნათესავის საიდუმლო გაიგოთ და ეს სერიოზულად შეარყევს თქვენს ურთიერთობას. ივნისი – იდეალური დროა სასიყვარულო საკითხების მოსაგვარებლად და ახალი სამსახურის მოსაძებნად. თუ ზემოდან ელოდით ნიშანს, ეს ის არის! გაჩნდება ახალი მიზანი და ძალები მის მისაღწევად.

სასწორის ცხოვრებაში კულმინაციური პერიოდი დადგება. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამსახურს, ასევე პირად ურთიერთობებს. გაჩნდება დრო ახალი ადამიანების გაცნობისთვის და სწავლისთვის. თქვენ მოგინდებათ ახალი ცოდნის ათვისება და მეტი რესურსის ინვესტირება საკუთარ მომავალში.

ივნისი კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის. მორიელები შეძლებენ სამსახურში მნიშვნელოვანი სიმაღლეების მიღწევას და ამით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც ეძებთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს სამსახურეობრივი რომანი. მოემზადეთ ახალი შეგრძნებებისთვის!

ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

ივნისში მშვილდოსნები მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ თავსა და მენტალურ მდგომარეობას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ამოსუნთქვისა და საკუთარ მომავალზე ფიქრისა. შექმენით ახალი გეგმები და დაისახეთ მიზნები, რომლებისაც არ უნდა გეშინოდეთ. თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა “ბ”.

თხის რქები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ახალ საქმეებს და სამუშაო პროექტებს. შესაძლოა ვინმე ნაცნობმა ან ახლობელმა ადამიანმა უღალატოთ. დიდია ალბათობა, რომ საკუთარი პრინციპების ღალატი მოგიწიოთ. მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ თქვენივე ნათელი მომავლისთვის. ნუ შეგეშინდებათ ცვლილების, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის!

მერწყულებმა თავიანთი ცხოვრებისეული ღირებულებები უნდა გადააფასონ. ივნისში ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება, თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მოისურვებთ. თქვენი ახლო გარემოცვაც შეიცვლება, მოგიწევთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ ერთ-ერთ მეგობარს. ყველა ეს ქმედება დაგეხმარებათ წინსვლაში და დასახული მიზნების მიღწევაში.

ზაფხულის დასაწყისში თევზებს ბევრის დათმობა მოუწევთ. ასევე თქვენ გელით მოულოდნელი ფინანსური ხარჯები. თუმცა, თვის მეორე ნახევარში საქმე უკეთესად წავა. მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. სამსახურში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. მაგალითად, ხელფასის მომატება ან ახალი თანამდებობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს