იაპონური უნიტაზები რატომ არის დამზადებული უახლესი ტექნოლოგიით და ნამდვილად აუმჯობესებს თუ არა ეს ცხოვრებას, თავად ნახეთ

582

თუ ფიქრობთ, რომ ამომავალი მზის ქვეყანას უბრალოდ აღარაფერი აქვს ისეთი, რითაც უცხოელს გააკვირვებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ცდებით. იაპონია არის ყველაზე ძლიერი ციფრული ტექნოლოგიების, სუმოს, ძვირადღირებული საკვების, გიჟური სატელევიზიო შოუების და მრავალი სხვა რამის სამშობლო. და როგორ არის სამურაების შთამომავლების საქმეები სანტექნიკაში? ნუთუ იაპონური საპირფარეშოც კი სავსეა აღმოსავლური საიდუმლოებით?

პასუხი ცალსახაა: რა თქმა უნდა, დიახ. იაპონელები ზოგადად კრეატიულები არიან და ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ნივთს შეძლებისდაგვარად შემოქმედებითად უდგებიან. ასე რომ, მათი ტუალეტიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. რატომაც არა? ჰიგიენა – ძალზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი პროცესის ავტომატიზაციამ იაპონიის რიგით მაცხოვრებელს არა მხოლოდ დროის სერიოზული დაზოგვის შესაძლებლობა მოუტანა, არამედ მორალური კმაყოფილებაც.

იაპონური ტუალეტი

თეატრი საკიდით იწყება, სახლი კი დერეფნით. ამ შემთხვევაში, იაპონიაში საპირფარეშო იწყება კარით. შესაძლოა, ეს უკვე მთლად სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოფიქრებაა. იაპონიაში ახლა მოდურია, რომ ტუალეტის კარი იყოს მინის. ის მზადდება სპეციალური მასალის – ვერცხლის ჰალოგენიდის გამოყენებით.

როდესაც ტუალეტის კარი ღიაა, მასში დენი მიედინება. მაგრამ როგორც კი შიგნით საკეტი ჩაიკეტება, დენი მაშინვე შეწყვეტს გავლას და წამის წინ გამჭვირვალე ზედაპირზე რაიმეს დანახვა შეუძლებელი გახდება. ჩვენს მხარეში ეს ჯერ კიდევ სიახლეა, იაპონელებისთვის კი ჩვეულებრივი მოვლენა.

საპირფარეშოში შეიძლება იყოს ჩაშენებული სპეციალური აკუსტიკა. ის არ ტრანსლირებს პოპულარული იაპონური ბენდების უახლეს ჰიტებს, მაგრამ შეუძლია ჩართოს კლასიკურ მუსიკა, ბუნების ხმები, ჩანჩქერის და წვიმის ხმა. ან შეუძლია უბრალოდ თეთრი ხმაური გაააქტიუროს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს შიგნით მჯდომი ადამიანის კონფიდენციალურობა.

საპირფარეშოში ასევე შეიძლება იყოს კონდიციონერი თბილი ან ცივი ჰაერის მიწოდებით. ღამის განათება – მათთვის, ვისაც არ სურს ღამით თვალების დაბრმავება კაშკაშა ციმციმებით. და ასევე ტაიმერი ამ ყველაფრისთვის. მისი მეშვებით შესაძლებელია ელექტროენერგიის დაზოგვა. კომფორტულია!

მაგრამ ტექნოლოგიის მთელი ეს სასწაული არაფერია იაპონურ უნიტაზთან შედარებით. ზოგიერთ მოდელზე შეიძლება იყოს უფრო მეტი ღილაკი, ვიდრე კლავიატურაზე, რომლითაც სწორედ ეს ტექსტი აიკრიფა. და ეს დამატებითი ბერკეტებისა და გადამრთველების გარშე.

იმისდა მიუხედავად, რომ იაპონელებისთვის ბიდე საკმაოდ ტრადიციული რამ არის, მათ გადაწყვიტეს ამაზე არ გაჩერებულიყვნენ და უნიტაზს ჰიგიენური შხაპი დაამატეს. მას უამრავი რეჟიმი აქვს. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ჭავლის სიძლიერე, წყლის ტემპერატურა, სხეულის გაწმენდის სიხშირე და მრავალი სხვა.

თავად იაპონელები თვლიან, რომ ასეთ უნიტაზთან ერთად ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნილება სამუდამოდ ქრება. ასე რომ, ამ გზით ისინი ხე-ტყესაც ზოგავენ.

რა თქმა უნდა, თავად ჰიგიენური შხაპის სისუფთავეც უნდა იყოს დაცული, იაპონელმა ინჟინრებმა ესეც მაშინვე გაითვალისწინეს. ყველა ზედაპირი გამოდის გარეთ, როცა ამის დროა და ადამიანის ჩარევის გარეშე იწმინდება. ადამიანს ამ დროს შეუძლია უბრალოდ გაერთოს ავტომატურად გახურებულ სავარძელზე ჯდომით.

სხვათა შორის, თავად უნიტაზიც ყოველგვარი შეხსენების გარეშე იწმინდება, უბრალოდ საჭიროა, რომ პარამეტრებში მიუთითოთ. დიახ, არც მისი გარეცხვა გჭირდებათ, უბრალოდ უნდა შეცვალოთ საწმენდი საშუალება სპეციალურ ავზში. გულმავიწყი ზარმაცი ადამიანებისთვის კი, ინჟინრებმა ძალიან საჭირო რამ მოიფიქრეს. ავტომატური დაწევის სახურავი. ახლა ამ სახურავის გამო მეუღლეებს შორის ჩხუბი აღარ იქნება. უნიტაზი ყველაფერს თავად გააკეთებს.

კინაღამ დაგვავიწყდა არომატების დისპენსერის ხსენება. ის ასევე შეიძლება დაპროგრამდეს კონკრეტულ დროზე ან ავტომატური გააქტიურებისთვის, მაგალითად, ყოველ ნახევარ საათში. არომატების ტრადიციული სია არსებობს, მაგრამ სანტექნიკის მაღაზიებში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ეგზოტიკური არომატი, მაგალითად, როგორიცაა ხილის საღეჭი რეზინის არომატი ან ის ძალიან სპეციფიკური სუნი, რომელიც წვიმის წინ ჩნდება.

ბონუსად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაიმერის გამოყენება შესაძლებელია ასევე უნიტაზის ყველა პარამეტრისთვის. იაპონელები ცნობილნი არიან არიან თავიანთი გიჟური შრომისმოყვარეობით. ასე რომ, თუ ისინი სამსახურში წასასვლელად დღე-ღამის ბნელ პერიოდში ემზადებიან, რატომ არ უნდა დააყენონ მათი საყვარელი მუსიკა ღამის განათებასთან და თავსახურის ავტომატურ აწევასთან ერთად? ამისათვის სპეციალური პორტატული დისტანციური მართვის პულტიც კი არსებობს. ძალიან კომფორტულია.

ვინ იცის, ალბათ 10 წელიწადში იაპონელები თავიანთ ტუალეტში სხვა რამეებსაც ჩააშენებენ. მაგალითად, მინი-პროცესორს ხელოვნური ინტელექტით. მასთან ლაპარაკსაც შეძლებთ და აქტუალურ პრობლემებზე საუბარსაც. ხომ ამბობენ, რომ გენიოსები თავიანთი მომავალი შედევრებისთვის ფორმულებსა და იდეებს სწორედ საპირფარეშოში იგონებდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ნახტომებით დაიწყებენ იაპონელები განვითარებას თანამოსაუბრის ყოლით, რომელთან გასაუბრებასაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

იაპონიის მოქალაქეები, სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანებად ითვლებიან. მათ განსაკუთრებული სახელიც კი აქვთ “ჰიკიკომორი“, რაც სიტყვასიტყვით მარტოსულ, ანტისოციალურ ადამიანს ნიშნავს. ალბათ ამიტომაც განსხვავდებიან ისინი სხვა ხალხებისგან როგორც საკუთარი გენიალურობით, ასევე ზოგჯერ გამაოგნებელი ქცევითა და გამოგონებებით.

და მაინც, იაპონელები ძალიან მაგრები არიან. მათი კულტურის შესახებ თითქმის ყველამ იცის. მათი ცხოვრების დონე მაღალია, ტექნიკური თვალსაზრისით კი – ქვეყანა წლიდან წლამდე მხოლოდ პირველ ადგილზეა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ პირველებმა მოიფიქრეს ასეთი საპირფარეშო. მოუნდათ და გააკეთეს. დაე, დანარჩენ სამყაროს მათი შურდეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს