გახსენით ეს პროდუქტი წყალში და ლეიბს შეასხურეთ, საწოლის ბაღლინჯოები წამში გაიქცევიან

0
1715

საწოლის ბაღლინჯო – ყველაზე უსიამოვნო რამ, რაც შეიძლება თქვენს საწოლში დასახლდეს. ამ პატარა მწერებმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ სახლის მცხოვრებლებს. გაფუჭებული ავეჯი ან საწოლი – ყველაზე უმნიშვნელოა, რის გაკეთებაც ბაღლინჯოებს შეუძლიათ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიცილოთ ისინი, თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ეფექტურ საშუალებას მოამზადებთ.

ეფექტური საშუალება ბაღლინჯოების საწინააღმდეგოდ

თუ დილით საწოლიდან ადგებით და სხეულზე პატარა წითელ წერტილებს შენიშნავთ, ესე იგი, ბაღლინჯოებს მთელი ღამე ქეიფი ჰქონდათ. ისინი კბენენ სხეულის ღია ნაწილებს, როგორიცაა მკლავები, ფეხები, კისერი, სახე. მათი ნაკბენი იწვევს ქავილს და უსიამოვნო შეგრძნებებს. მათ ასევე შეუძლიათ შინაური ცხოველების დაკბენა.

მაგრამ ყველაზე უსიამოვნო არის ის, რომ ისინი ალერგიის გადამტანები არიან. მათი ნორმალური საარსებო წყარო მტვერია. ამიტომ, ისინი საკუთარ საცხოვრებელ მტვრისგან აგებენ. ზოგჯერ ასეთი მდგმურების მოშორება ძალიან რთულია.

როგორ ჩნდებიან ისინი ჩვენს სახლებში? საწოლის ბაღლინჯოები ძალიან პატარა მწერები არიან, რომელთა ზომა 5მმ-ს არ აღემატება. დღისით ისინი ბნელ კუთხეებში იმალებიან, ამიტომ მათი ნახვა ძალიან რთულია. საწოლის ბაღლინჯოები შეიძლება დივანში ჯერ კიდევ ავეჯის მაღაზიაში დასახლდნენ. ისინი ასევე ავეჯის საამქროებშიც არიან ხოლმე.

ამიტომ, ძალიან ხშირად, ახალ საწოლს ან დივანს უკვე არასასურველ მეზობლებთან ერთად ვყიდულობთ. ბაღლინჯოები არიან ბუნებრივ გარემოშიც, ანუ ქუჩაში. მავნებლებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. ისინი ჩვენს სახლში შეიძლება მოხვდნენ შინაური ცხოველის ბეწვზე, ჩვენს ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელზე მოხვედრით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ისინი სახლთან ან ტყეში მოკრეფილ მინდვრის ყვავილებთან ერთად.

როგორ ვებრძოლოთ ბაღლინჯოებს

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც არ გინდა ასეთი მეზობლების ატანა შენი საბნის ქვეშ? მრავალი მწერის მსგავსად, ბაღლინჯოები ძლიერად რეაგირებენ ზოგიერთ სუნზე. უსიამოვნო არომატის შეგრძნებით, ისინი ჩქარობენ თავიანთი საცხოვრებელი გარემოს დატოვებას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ ბაღლინჯოების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება.

მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები ყოველთვის არ არის ეფექტური და ახალი დივნის ყიდვა ასევე არ არის უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ უმჯობესია შეიარაღდეთ წყლით, შესასხურებლიანი ბოთლით და ერთ-ერთი შემდეგი არომატით. ყველაზე კარგია ლიმონის, მიხაკის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის ან კურკუმას არომატები.

ჩაასხით წყალი შესასხურებლიან ბოთლში და დაამატეთ რამდენიმე წვეთი შესაბამისი ეთერზეთი. შემდეგ შეასხურეთ დივნის, საწოლის ან სხვა ავეჯის ზედაპირზე. აუცილებლად შეასხურეთ ყველა ძნელად მისადგომ ადგილს. სწორედ ასეთ ადგილებში უყვართ ყოფნა ბაღლინჯოებს, როდესაც დღეა.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავაც, მაგრამ სასურველი ეფექტის მისაღებად ის უნდა განზავდეს წყლით 1: 1 თანაფარდობით. მეტი ეფექტურობისთვის ეთერზეთი შეგიძლიათ დაამატოთ დიფუზორს ან სურნელოვან ბუხარს.

რაც უფრო ძლიერი იქნება არომატი, მით უფრო სწრაფად დატოვებენ ბაღლინჯოები თქვენს სახლს სამუდამოდ. შედეგის გასამყარებლად, შეგიძლიათ დაასხათ რამდენიმე წვეთი ბაღლინჯოებისათვის არასასიამოვნო ეთერზეთი ბამბის დისკოებზე და შორეულ კუთხეებში დაალაგოთ. მაშინ ბაღლინჯოებს დამალვის და გადარჩენის შანსი აღარ დარჩებათ. მიზანშეწონილია ამ პროცედურების პერიოდულად გამეორება. ამ შემთხვევაში ბაღლინჯოები აღარ დაბრუნდებიან.