აგარაკის მაცხოვრებლებზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ ხშირად გიზიარებთ რჩევებს და ხრიკებს, ასევე მებაღეებისა და მებოსტნეების ისტორიებს. დღეს კი, რაღაც ახალი მოგიმზადეთ.
პაპარაცის რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ, რომელიც გეტყვით, როგორი მეაგარაკე ხართ. თუ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გარკვეულხართ ამ საკითხში, მაშინ ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოგადგეთ. ეს ტესტი ასევე დაეხმარება მათაც, ვისაც ჯერ კიდევ არ აუთვისებია აგარაკზე მაცხოვრებლის როლი და ეჭვი ეპარება, არის თუ არა ეს მისი სფერო. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო იქნება.
მეაგარაკეთა შესახებ
განმარტების მისაღებად და პრაქტიკული რჩევისთვის უბრალოდ შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და აირჩიეთ ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დიდხანს არ იფიქროთ, მიენდეთ პირველ შთაბეჭდილებას და ინტუიციას და მაქსიმალურად ზუსტ პასუხს მიიღებთ.
1. პირველ ყვავილს ყველაზე ხშირად ირჩევენ შრომისმოყვარე მეაგარაკეები, რომლებმაც იციან როგორ დაისვენონ აგარაკზე როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. შრომით ისინი სიამოვნებას ღებულობენ და ამით დამატებითი ენერგიის მიღებასაც ახერხებენ. თქვენ გსურთ, რომ თქვენი ნაკვეთი კიდევ უფრო უკეთესი გახადოთ. სიამოვნებით ცდით რაიმე ახალს. აგარაკი – თქვენთვის ძალების მომატების ადგილია.
2. მეორე ყვავილს ის ირჩევს, ვინც აგარაკზე ძირითადად სიჩუმით, სიმშვიდითა და სუფთა ჰაერით ტკბობისთვის მიდის. თქვენ არ გიზიდავთ დილიდან საღამომდე ნაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა დროდადრო თქვენ ასრულებთ სამუშაოებს, რომ ირგვლივ ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. როგორც წესი, მარტივ საქმეებსაც კი მხოლოდ დასვენების შემდეგ აკეთებთ. და ეს სრულიად გონივრული მიდგომაა.
3. მესამე ყვავილი ძირითადად სუფთა ჰაერზე ქეიფის მოყვარულთ იზიდავს. თქვენი არც ერთი წასვლა არ არის გემრიელი საჭმლის მომზადების გარეშე. თქვენ ძალიან გიყვართ საკუთარ ეზოში მწვადის შეწვა და სრულიად არ გესმის, რა საჭიროა აგარაკი, თუ იქ პიკნიკს არ გამართავ. მეზობლებს ყოველთვის უხარიათ თქვენი ნახვა, რადგან იციან, რომ აუცილებლად მიიწვევთ ნახშირზე მომზადებული ხორცის დასაგემოვნებლად.
სხვა ყვავილები
4. მეოთხე ყვავილს ყველაზე ხშირად უნებურად მეგარაკეები ირჩევენ. როგორც წესი, ქალაქგარეთ თქვენი გამგზავრების უმეტესობა ვიღაცის თხოვნით ხდება. ხან მუღლე მოითხოვს, რომ გაყვეთ, ხან მისი მშობლები ითხოვენ დახმარებას. თქვენ კი დიდი ენთუზიაზმის გარეშე მიემგზავრებით აგარაკის პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა თქვენ ამ დროს გსურთ, რომ აგარაკზე არ წახვიდეთ და უფრო საინტერესო და მიმზიდველი საქმეებით დაკავდეთ. მაგრამ თქვენ ემორჩილებით დაყოლიებას და მიდიხართ კარტოფილის ამოსათხრელად ან კიტრის საკრეფად. შეეცადეთ, ამ საქმეში დადებითიც გამონახოთ, მით უმეტეს, რომ ჯილდოდ გულუხვ მოსავალს მიიღებთ.
5. მეხუთე ყვავილი ყველაზე მეტად მოსწონთ კომუნიკაბელურ მეაგარაკეებს, რომლებიც აგარაკზე გულწრფელი საუბრებისთვის მიდიან. თქვენ ადვილად ამყარებთ ურთიერთობას მეზობლებთან, გიყვართ სტუმრად სიარული და თქვენთანაც ეპატიჟებით სტუმრებს. აგარაკზე გადამეტებული მონდომების გარეშე მუშაობთ, ზომიერად. სამაგიეროდ, ყოველთვის მზად ხართ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ მეზობლებს და ასევე მათი ისტორიებიც მოისმინოთ.
6. მეექვსე ყვავილი მეაგარკე-ექსპერიმენტატორებს მოსწონთ. თქვენ ხშირად ინტერესდებით აგარაკის ხრიკებით, რომლებსაც შემდეგ პრაქტიკაში იყენებთ. მუდმივად პოულობთ მცენარეების ახალ ჯიშებს, რომელთა გაშენებასაც თქვენს ნაკვეთზე ცდილობთ. თქვენ ალბათ სააგარაკო საქმეების რვეულიც გაქვთ, რომელშიც თქვენი მრავალი ექსპერიმენტი და გეგმაა ჩაწერილი. თქვენი აგარაკი – საცდელი მინდორია.