კაილ სმიტი და ქრისტინა მაკინტოში, ამერიკული ომაჰელი წყვილი, ელოდებოდნენ თავიანთი პირველი შვილის დაბადებას. გოგონა, რომლის მშობლებმაც სახელი ჰანთერ როუზი წინასწარ შეარჩიეს, 16 აგვისტოს, დედამისის 21-ე დაბადების დღეზე უნდა დაბადებულიყო.
თუმცა, მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, ქრისტინას მდგომარეობა უეცრად გაუარესდა. საბედნიეროდ, გამოცდილმა ექიმმა შეძლო სიტუაციაში გარკვევა, გადაარჩინა დედაც და შვილიც. თუმცა, მთავარი სურპრიზი ახალგაზრდა მშობლებს ჯერ კიდევ წინ ელოდათ.
ქრისტინა, კაილთან ერთად, მოსალოდნელ ვადამდე 1 კვირით ადრე მივიდა საავადმყოფოში. ქალი ზედმეტად მტკივნეულ კუმშვებს უჩიოდა. პაციენტის დათვალიერებისას, მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ქალს დაუყოვნებლივ უნდა ემშობიარა.
საუბედუროდ, მაკინტოშს უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად მშობიარობა. საჭირო გახდა საკეისრო კვეთა. თუმცა, მკურნალ ექიმს დიდი გამოცდილება ჰქონდა რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში. 28-წლიანი გამოცდილება ხუმრობა ხომ არაა!
მოგვიანებით, დაბადების მოწმობის გადახედვისას, მეუღლეებმა რაღაც უჩვეულო შენიშნეს. როცა მშობლებს თავიანთი მოწმობები სთხოვეს, კაილმა და ქრისტინამ ისინი ერთმანეთს შეადარეს და დაუჯერებელი დამთხვევა აღმოაჩინეს.
მრავალი წლის წინ, წყვილის დედები ვინმე ჟორჟე სოტოლონგომ ამშობიარა. ჰანთერ როუზის დოკუმენტზე კი იმავე ექიმის სახელი ეწერა. მშობლების კიდევ ერთხელ გამოკითხვის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილი მიხვდა, რომ მათი ქალიშვილიც იმავე ადამიანმა გადაარჩინა, რომელიც თავად მათაც დაეხმარა გაჩენაში.
როცა კაილმა და ქრისტინამ ამის შესახებ თავად ექიმ სოტოლონგოს უამბეს, მამაკაცს ძალიან გაუკვირდა. არადა, ექიმის გაოცება მარტივი არაა, და მალე, მომღიმარმა ჟორჟემ სამახსოვრო ფოტო გადაიღო ამ უჩვეულო პაციენტებთან.
ახლა ახალგაზრდა წყვილსა და ნათესავებს სოტოლონგო ოჯახის მეგობრად მიაჩნიათ. თვითონ ექიმი ხუმრობს, რომ სამშობიარო განყოფილებაში თავად ჰანთერ როუზსაც დაელოდება და მსოფლიოში ყველაზე უცნაურ რეკორდსაც დაამყარებს.