მიწაზე დაგდებულ ფულს თუ შენიშნავთ, არ აიღოთ, გზა გააგრძელეთ, რადგან ასე სიმდიდრეს ვერ მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში

449

დღეს ქუჩაშიც და ინტერნეტშიც თაღლითების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. რაც უფრო უარესი მდგომარეობაა ქვეყანაში, მით მეტი შარლატანი ჩნდება. თითოეული ცდილობს მეორის ხარჯზე მოგების ნახვას და მოტყუების ახალ გზებს იგონებს. მაგრამ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ არ გსურთ ბოროტმოქმედის სატყუარაზე წამოკიდება, გჭირდებათ მედიტაცია – “ფულადი ნაკადი”.

მედიტაცია: ფულადი ნაკადი

თანამედროვე თაღლითები აგრძელებენ ძველი ცნობილი ხრიკების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი ხრიკია “ხვეულა“. ამ მეთოდის მიზანია, რომ ადამიანი პანიკაში ჩააგდოს და მთელი თავისი დანაზოგი გასცეს.

პოლიცია გვაფრთხილებს, რომ არ არის საჭირო მიწიდან რაიმეს აღება. ბოლო დროს ამ მეთოდის წყალობით ქურდობის შემთხვევები განახლდა. თაღლითები ძალიან შეთანხმებულად და მშვიდად მოქმედებენ. როგორც წესი, ყველაფერი ბანკომატებთან ან ბანკის ფილიალებთან ხდება. თაღლითები ყარაულობენ მსხვერპლს და იმ მომენტში, როდესაც ადამიანი თანხას უკვე მიიღებს, თვალსაჩინო ადგილას დიდი ნომინალის ბანკნოტების შეკვრას აგდებენ.

თქვენ იღებთ ამ შეკვრას, შესაძლოა კარგი განზრახვითაც კი, რომ ბანკში წაიღოთ ან გადასცეთ პოლიციას, ფულის მფლობელის მოსაძებნად. მაგრამ სწორედ ამ დროს საიდანღაც ჩნდება ვიღაც მამაკაცი და ნაპოვნი თანხის გაყოფას გთავაზობთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პოლიციაში დარეკვით იმუქრება. ასეთ მომენტებში ადამიანი იწყებს ნერვიულობას და თაღლითები (შესანიშნავი ფსიქოლოგები) მშვენივრად გრძნობენ ამას. თავისი ქცევით ბოროტმოქმედი არ აძლევს მსხვერპლს გონს მოსვლის და გადაწყვეტილების მისაღებად კარგად დაფიქრების საშუალებას.

თაღლითების ხრიკი

როგორც წესი, ადამიანს ეშინია და თაღლითის პირობას ეთანხმება. იმ მომენტში, როდესაც ფული უკვე გაყოფილია და შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ, ფულის “ნამდვილი” მფლობელი მოდის. ის კითხულობს, ვინმეს ხომ არ უნახავს ფულის შეკვრა. შემდეგ კი პირველი თაღლითი გულწრფელად ყვება ყველაფერს, რომ ფული თქვენ იპოვეთ და რადგან ორივეს გეგონათ, რომ ის არავის არ ეკუთვნოდა, შუაზე გაყოფა გადაწყვიტეთ.

და, რა თქმა უნდა, როგორც პატიოსანი ადამიანი, ის ფულის თავის ნაწილს უბრუნებს. თქვენ კი არჩევანი არ გაქვთ, ყველაფერი უნდა აღიაროთ და თქვენც უნდა დაუბრუნოთ თქვენი ნახევარი. მაგრამ, ამ მომენტში, მეორე თაღლითი, ვითომ ფულის მფლობელი აცხადებს, რომ ეს სრული თანხა არ არის და დაკარგული თანხის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებით იმუქრება.

ამ დროს პანიკაში ვარდებით და მზად ხართ თქვენი მთლიანი თანხა დაუთმოთ, რათა ეს კოშმარი მალე დამთავრდეს. თაღლითები იღებენ ყველაფერს, რაც სურდათ და მშვიდად ქრებიან, თქვენ კი რაღაც პერიოდის მანძილზე დგახართ და გონს მოსვლას ცდილობთ.

როდესაც დამშვიდდებით, მიხვდებით, რომ ეს თაღლითობა იყო, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. თაღლითების პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან სტრესულ სიტუაციაში ბევრს უჭირს სახეებისა და ტანსაცმლის დამახსოვრება.

როგორ გაზარდოთ საკუთარი კაპიტალი

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი კაპიტალი უსიამოვნო სიტუაციებისა და თაღლითების თავდასხმებისგან? თუ მოისურვებთ, თქვენ სპეციალური მედიტაცია, რიტუალი დაგეხმარებათ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ არსებული კაპიტალი არა მხოლოდ შეინარჩუნოთ, არამედ გაზარდოთ კიდეც. ამ მედიტაციას “ფულის მორევი“ ჰქვია. ის ხელს უწყობს ფინანსურ კეთილდღეობას, ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას და ფინანსურ შეთავაზებებს. და რაც მთავარია, ის ძალიან მარტივი და სასიამოვნო შესასრულებელია.

მის შესრულებამდე, დაჯექით და ქაღალდზე დაწერეთ, რა თანხა გინდათ გქონდეთ. დაწერეთ რა მიზნებისთვის და გეგმებისთვის გჭირდებათ ეს ფული, რადგან სამყარო ფულს ასე უბრალოდ არ იძლევა.

მედიტაცია სასურველია დილით სიჩუმესა და განმარტოებაში ჩატარდეს. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ შესაძლებელია საღამოს, ძილის წინ, რათა არავინ შეგიშალოთ. დაჯექით მოსახერხებელ მდგომარეობაში, მოდუნდით, შეგიძლიათ ჩართოთ მუსიკა. არაფერზე არ იფიქროთ. წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარ მდელოზე დგახართ და ცას უყურებთ. ცა ნამდვილი ჭექა-ქუხილისთვის ემზადება.

აი, წვიმის პირველი წვეთები ეცემა და იმ მომენტში, როდესაც ისინი თქვენს ფეხქვეშ მიწას მიაღწევენ, ბანკნოტებად იქცევიან. წვიმა ძლიერდება და ბანკნოტები სულ უფრო და უფრო მატულობს. ისინი ტანსაცმელში აღწევენ, ავსებენ ჯიბეებს და ხელებს, შრიალებენ და სასიამოვნო სურნელი აქვთ.

გონებრივად გაიმეორეთ ფრაზა: “ფული მოდის ჩემთან და არ მტოვებს. მე ვარ მდიდარი, ბედნიერი და დამშვიდებული”. წარმოიდგინეთ, როგორ აგამაღლებთ ქარის ძლიერი ნაკადი ფულის გროვასთან ერთად. თქვენ, ახალ შრიალა კუპიურებს შორის ტრიალებთ. თანდათანობით ცა ნათდება, ქარი კი – იკლებს. მიწაზე ეშვებით, წვიმა ჩერდება და ფული კი – თქვენს ფეხქვეშ რჩება.

თვალები ნელ-ნელა გაახილეთ, გადაუხადეთ მადლობა სამყაროს და საკუთარ თავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს