გვინდა, რომ სუფთა ფეხსაცმელმა უსასრულოდ შეინარჩუნოს სისუფთავე. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, უსიამოვნო არომატი ხანდახან მაინც ჩნდება ხოლმე. ამ არომატის გასანეიტრალებლად ადამიანები უამრავ სხვადასხვა მეთოდს და რეცეპტს იგონებენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მათგან ყველაზე უჩვეულო მეთოდს გაგიზიარებთ.
სუფთა ფეხსაცმელი
იმისათვის, რომ ფეხებმა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი და ხარისხიანი ფეხსაცმელი. ტყავის ფეხსაცმელში ფეხები არ ოფლიანდება და ნაკლებად იხეხება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ასეთი ფეხსაცმელი გაცილებით დიდხანს ძლებს და გარეგნულ იერს არ კარგავს.
მაგრამ არსებობს ადამიანის ფეხების თავისებურება, რომელსაც ყველაზე ხარისხიანი ფეხსაცმელიც კი არ შველის. ამ შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ ყველა შესაძლო მეთოდს, რომელიც უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში დაეხმარება.
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ფეხების ჰიგიენაზე ზრუნვა, რის შედეგადაც უსიამოვნო სუნის ალბათობა მკვეთრად მცირდება. მეორეც, სუფთა ფეხსაცმელი უნდა ერგებოდეს ფეხის ზომას და ფორმას. ის არ უნდა იყოს ვიწრო და თითებს არ უნდა უჭერდეს. და მესამე, ყოველთვის შესაძლებელია რაიმე მეთოდის მიგნება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.
ერთ-ერთ ასეთ მეთოდს დღეს გაგიზიარებთ. ქალის ჰიგიენურს საფენებს, დიდი ხანია ფეხების უსიამოვნო სუნისა და ჭარბი ტენიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ. ამიტომ, ეს ჰიგიენური პროდუქტი არა მხოლოდ მილიონობით ქალს ეხმარება ყოველდღიურად, არამედ ათასობით მამაკაცისთვისაც მოაქვს სარგებელი.
პირველად ეს მეთოდი მეთევზეებმა, მონადირეებმა და ტურისტებმა გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ ჰიგიენური საფენები შესანიშნავად შთანთქავს ტენიანობას, უნარჩუნებს ფეხებს სისუფთავეს და ფეხები ნაკლებად იღლება.
საფენები ფეხსაცმლისთვის
ასევე, ეს მეთოდი ხელს უწყობს ახალი ფეხსაცმლის გაფართოებას, დიდი ძალისხმევის გარეშე. თქვენ აღარ მოგიწევთ ნერვიულობა ფეხებზე გაჩენილი კოჟრებისა და ნახეხების გამო. ჰიგიენური საფენები ფეხსაცმელს სირბილეს ანიჭებს და ფეხებს გახეხვისგან იცავს.
გარდა ამისა, მისი უნიკალური ფორმულის წყალობით, ჰიგიენური საფენები შესანიშნავად შთანთქავს ნებისმიერ ტენიანობას და ასევე, ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გაჩენას. თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთს თუ დაუმატებთ, მაშინ უსიამოვნო სუნის გაქრობასთან ერთად სასიამოვნო არომატიც გაჩნდება.
ჰიგიენური საფენების გამოყენების რამდენიმე სხვა გზაც არსებობს, მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენს კარადაში სასიამოვნო სურნელი იყოს, მაგრამ ჰაერის არმომატიზატორის ყიდვის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გაქვთ, მაშინ ჰიგიენური საფენი რამდენიმე ნაწილად დაჭერით, ზედ თქვენი საყვარელი სუნამო ან ეთერზეთი დააწვეთეთ და კარადაში გადაანაწილეთ.
ასე, თქვენს ტანსაცმელს მუდამ სასიამოვნო სურნელი ექნება. ასევე შეგიძლიათ ჰიგიენური საფენის ნაწილი სანაგვე ურნის ძირზე დააწებოთ. ეს ხელს შეუწყობს უსიამოვნო სუნის განეიტრალებას და ასევე ნაგვიდან ზედმეტი ტენის შთანთქმას.
თუ ფეხსაცმლის ჩაცმისას იგრძნობთ, რომ იქ ზედმეტი ტენი დაგროვდა, მის მოსაშორებლად კიდევ რამდენიმე ეფექტური გზა არსებობს. ღამით თითოეულ ფეხსაცმელში თითო ჩაის პაკეტი მოათავსეთ. ისინი შთაანთქამენ ზედმეტ ტენს. ჩაი ასევე იმოქმედებს როგორც ანტისეპტიკური საშუალება, ფეხსაცმელს სასიამოვნო არომატს მისცემს. შეგიძლიათ ფეხსაცმელში სოდაც ჩაყაროთ. ის შესანიშნავად აშორებს ზედმეტ ტენს, უსიამოვნო სუნს და ანტიბაქტერიული თვისებებიც გააჩნია.
ფეხის უსიამოვნო სუნთან ბრძოლის მრავალფეროვან მეთოდებს შორის, ყველა თავისთვის მოსახერხებელს იპოვის. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ უსიამოვნო სუნი შეიძლება დაავადების მიზეზიც იყოს. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.
ყოველთვის აირჩიეთ მაღალი ხარისხის კომფორტული ფეხსაცმელი და თქვენი ფეხები მადლობას გადაგიხდიან.