ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც ადგილი ჯოჯოხეთშია გამზადებული. რომელი ვარსკვლავების ქვეშ იბადებიან ყველაზე ცოდვიანი ადამიანები

4083

ცოდვიანი ადამიანი, რომელიც აცნობიერებს შეცდომების დაშვების ბუნებრივ მიდრეკილებას, მუდმივად უნდა ისწრაფოდეს თვითგანვითარებისკენ და საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებისკენ. ამ ადამიანთა უმეტესობა სინამდვილეში ასეც იქცევა. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც ადამიანი რაიმე სახის რწმენის ან სისუსტეების გამო, ვერანაირად ვერ ადგება სწორ გზას.

საინტერესო არის ის, რომ ცოდვიანი ხალხი არ შეიძლება დაიყოს ჩვენთვის გასაგებ რაიმე ჩარჩოებად ან კატეგორიებად. ისინი ყველა ასაკისანი არიან და ორივე სქესის. ისინი შეიძლება იყვნენ ღარიბები ან მდიდრები, თეთრები ან შავები, მსუქნები ან გამხდრები. და მხოლოდ ახლახან, სტატისტიკაში ჩართულმა ადამიანებმა შენიშნეს ერთი საინტერესო დეტალი: ყველაზე მეტი ცოდვიანი ადამიანები კონკრეტულ თვეებში არიან დაბადებულები. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი უფრო მეტად მიდრეკილია ცოდვისკენ, ზოგი კი ნაკლებად. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ცოდვიანი ადამიანი

ვერძი

ამ მიზანმიმართულ ნიშანს ვერავინ შეაჩერებს თუ საქმე მის ინტერესებს ეხება. ვერძს ნამდვილად შეუძლია გადაუაროს ყველას, როდესაც ეს სჭირდება, მაგრამ მათ მოსწონთ პირდაპირობა, ზედმეტი ინტრიგების გარეშე. მათ იმპულსებს და მისწრაფებებს შეუძლიათ მათ თვალებზე წითელი ფარდის ჩამოფენა, რის გამოც უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან.

ცნობილ ვერძებს შორის შეგვიძლია გავიხსენოთ: რობერტ დაუნი უმცროსი, კვენტინ ტარანტინო და ალბერტ აინშტაინი. ვერძი შეიძლება იყოს მშვიდი იმ მომენტებში, სანამ არ აღმოაჩენს საკუთარი თავითვის მორიგ ჯილდოს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუნდაც ამისთვის უზომოდ დიდი მსხვერპლის გაღება იყოს საჭირო. ისინი ასეთები არიან და ამის შეცვლა არ შეუძლიათ.

კურო

კურო ხარბია ყველაფერ მატერიალურის მიმართ. ეს არის სიმდიდრე, უძრავი ქონება, მანქანები, ფუფუნების საგნები, ლამაზი კაცები და ქალებიც კი. მათ აინტერესებთ ყველაფერი, რაც ღირებულია. ზნეობის კანონების და სულიერი სამყაროს მიმართ კურო გულგრილია. მათ ხელოვნებითაც კი ვერ დაიმორჩილებ. ტიპიური კურო სიამოვნებით დაწვავს რემბრანდტის ნახატს მუზეუმში, თუ ამისთვის ფულად ჯილდოს დაჰპირდებიან.

გასაკვივრი არაა, რომ ცნობილები გახდნენ კუროები: ოპრა უინფრი, რაიან სიკრესტი და სალვადორ დალი. ხშირად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახალ ამბებში სიხარბის კიდევ ერთი საჯარო გამოვლინების გამო ხვდებიან. მაგრამ კარგი, გვესმის როდესაც ცნობილ მდიდარ ადამიანს არ სურს ყოფილი ცოლისთვის მილიონების მიცემა. მაგრამ ჩვეულებრივი ძუნწები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდებიან?

ტყუპები

ნიშანი, რომელსაც ტყუილი და ორპირობა უყვარს. ტყუპები თავს საუკეთესო მეგობრად მოგაჩვენებენ, რათა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მიგატოვონ. ან უარესი, ზურგში დანა ჩაგარტყან. ეს ნიშანი არ ეძებს მეგობრებს, მაგრამ ისინი ყოველთვის უხვად ჰყავს. რა მიზეზით? ადამიანებს უბრალოდ უყვართ, რომ მოტყუებულები იყვნენ, ტყუპებს კი ეს ყველაზე უკეთ შეუძლიათ.

ანჯელინა ჯოლი, დონალდ ტრამპი, ლარისა გუზეევა, რა თქმა უნდა, ამ სიაში არიან. რაც ყველაზე საინტერესოა, ტყუპები იშვიათად განიცდიან გატაცებას რაიმე მატერიალური ან სულიერი ფასეულობების მიმართ. ისინი იტყუებიან და ბაძავენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლიათ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ასეთი ბუნება აქვთ. მაგრამ მათთვის, ვინც მათ გვერდით ცხოვრობს, ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის.

ლომი

ყველაზე ცოდვიანი ადამიანი ჩვენს სიაში. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიამოვნებს მისკენ მიმართული თვალებისა და ყურების რაოდენობა. მას არ სჭირდება ძალაუფლება, სიმდიდრე ან რაიმე ინტრიგა. არა, მას სჭირდება მაყურებელი, რომელიც ენთუზიაზმით მოისმენს მის ისტორიებს ან აღფრთოვანებული იქნება მისი ნამოქმედარით. და ის თავს შესანიშნავად იგრძნობს. მაგრამ თუ ეს ყურადღება, მისი აზრით, საკმარისი არ არის…

უკვე მოხვდით, ვინ იქნება ამ სიაში? არნოლდ შვარცენეგერი, მადონა და … სერგეი მავროდი, რომელიც თავის ინტერვიუებში არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ფინანსური მოგებით არ იყო დაინტერესებული. თუმცა, რატომღაც მისი არავის სჯეროდა. ეგოისტის კომპანია აუცილებლად გამოაცლის მთელ ძალებს ყველაზე ჯანმრთელ ადამიანსაც კი. რადგან, შეუძლებელია 24/7 მთელი ყურადღება ერთ ინდივიდს დაუთმო და ამავე დროს სრულ ჭკუაზე დარჩე.

მორიელი

მორიელების ბუნება იმ ადამიანებისთვისაც კი ცნობილია, რომლებსაც ჰოროსკოპები საერთოდ არ აინტერესებთ. ისე მოხდა, რომ მათი შინაგანი ნერვოზულობა და სხვების მუდმივი დაცინვა მათი სავიზიტო ბარათი გახდა. მათ არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული ცოდვა, რომლის აღწერაც შეიძლება. მეტიც, მათ გაუსაძლის ქცევას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ გაუნადგურონ ცხოვრება ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას.

მორიელები არიან: ბილ გეითსი, ლეონ ტროცკი, მიხაილ ეფრემოვი. ასეთებზე ამბობენ: “ერთ ადგილას სადგისი აქვთო”. ეს მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რომელიც მან ნებისმიერ ფასად უნდა დახარჯოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთელი ეს ენერგია იმისთვის იხარჯება, რომ გარშემომყოფებმა თავი მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნონ. აი, სწორედ ასეთები არიან მორიელები.

რა თქმა უნდა, ამ ნიშნების ყველა წარმომადგენელი არ არის გამოხატულად ცოდვიანი ადამიანი ან რაიმე სახის დამნაშავე, არა. მაგრამ ყველა შედეგის გამოთვლით, მეცნიერები სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ უგულებელყოთ მათი სიტყვები ან უბრალოდ იყოთ ცოტა უფრო ყურადღებიანი. სიფრთხილე, როგორც მოგეხსენებათ, არავის ავნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს