ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მოსწონთ გოგონებს მათზე უფროსი მამაკაცები. მიზეზები კვლევებმა გამოავლინა

414

ცხოვრებაში პირველი საზაფხულო არდადეგები. ვიღვიძებ და მოპირდაპირე კედელზე ჯვრისწერის ამსახველი ნახატის რეპროდუქციას ვხედავ, თანაც მღვდლის წინ მდგომი მამაკაცი გოგოზე უფროსია. როგორც ვხვდები ის პატარძალია. მამაკაცი ბევრად უფროსია. იმედენად უფროსი ჩანს, რამდენადაც, მაგალითად, ბაბუაჩემია ჩემზე უფროსი. ვგრძნობ, რომ ცრემლებამდე მეცოდება პატარძალი და მის უკან მდგომი სევდიანი ახალგაზრდა, რომელსაც ხელები მკერდზე აქვს გადაჯვარედინებული. თითქოს, ასე ეხმარება საკუთარ თავს, რომ არ იტიროს..

შემდეგ ყურადღებას იპყრობს პატარძლის კაბა. იატაკამდე სიგრძის მდიდრული ქსოვილისგან დამზადებული ფუმფულა ქვედაბოლო, რომელიც ვერცხლისფრად და ოქროსფრად ციმციმებს და მის თხელ წელს ეკვრის. მკერდთან მიმაგრებული ფორთოხლის ყვავილის ფუნჯი – ახალგაზრდობის სიწმინდეს (ბებიის ახსნით) ნიშნავს. მაქმანმა, რომელიც სახელოებსა და თავსაბურავზეა – სუნთქვა შემიკრა! როგორ? როგორ შეეძლო მხატვარმა მათი დახვეწილობის, სიმსუბუქის და გამჭვირვალობის გადმოცემა მძიმე და სრულიად არა გამჭვირვალე ზეთის საღებავით?!

უკეთესად უნდა შევათვალიერო. მწვანე ხავერდის სუფრით დაფარულ მაგიდაზე ავდივარ. რეპროდუქციის ქვეშ ვკითხულობ: ვასილი პუკირევი “უთანასწორო ქორწინება” …

მომხიბლა სევდიანი მისტიური ატმოსფეროს გამოსახულებამ. ვინ არის მოხუცი ქალი, რომელიც საქორწინო კაბაში გამოწყობილი მღვდლის წინ დგას? რატომ არის ირგვლივ სიბნელე და მთელი სინათლე ახალგაზრდა პატარძალზეა, რომელიც საკუთარ ქორწილში გლოვობს? ვინ არის ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სიმწრით უყურებს, რა ხდება?

წარმოვიდგენდი პუკირევის შედევრის გმირების ბედს, ვცდილობდი ახალგაზრდა გმირის გადარჩენას უსიხარულო ცხოვრებისაგან, ამ საზიზღარ მოხუცთან ერთად… ხალხური სიმღერებიდან, ანდაზებიდან და გამონათქვამებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ისტორიული ფაქტებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უთანასწორო ქორწინებაში უამრავი პრობლემაა. პუკირევის ნახატზე გამოსახული სიტუაციები საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ძველად, ქორწინებისას სიყვარულის გრძნობას ყოველთვის არ ითვალისწინებდნენ, ხშირად ქალს იძულებით ათხოვებდნენ.

მაგრამ დღემდე ხშირია ისეთი ქორწინებები, როდესაც ქმარი ცოლზე ბევრად უფროსია. როდესაც მოდელი ლინა ნილსონი 20 წლის იყო, ის ყვებოდა, რომ ცნობილი მოდის დიზაინერის, რობერტო კავალის გამო, თავი დაკარგა. ასაკში 47 წლის სხვაობამ წყვილს ხელი არ შეუშალა.

ახალგაზრდა უნა ო’ნილი ცოლად ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა, მიუხედავად მათ გარემოცვაში მყოფი ბევრი ადამიანის უკმაყოფილებისა და იმისა, რომ ქმარი 36 წლით უფროსი იყო. წყვილი თავიანთ კავშირს ბედნიერად თვლიდა. ამ ქორწინებაში რვა შვილი დაიბადა და გაიზარდა…

ალბათ გეცოდინებათ მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის რთული ისტორია და ის, თუ როგორ შეძლეს მათ კეტრინის ნერვულ აშლილობასთან და მაიკლის თითქმის განუკურნებელ დაავადებასთან გამკლავება…

ასეთი ქორწინებები არაცნობილ ადამიანთა შორისაც ხშირია. იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები მათი პირადი სივრცის ზონაშია, ყოველთვის არსებობენ საკმარისად ცნობისმოყვარე ადამიანები, რომლებიც უთანასწორო ქორწინების მიზეზებსა და მოტივებს განიხილავენ. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე მეორეზე ბევრად მდიდარია.

ამ დროს ისინი, როგორც წესი, ერთსულოვანნი არიან: მოტივი – დიდი ფულია. დიახ, ამით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი ქორწინება. მაგრამ უფრო ხშირად გოგონები სხვა ფაქტორებით არიან მოტივირებული.

გამოკითხვების მონაცემები

იმის გამო, რომ ბევრს აინტერესებს, რატომ იზიდავენ გოგონებს უფროსი ასაკის მამაკაცები, ვებსაიტმა “WhatsYourPrise” გამოკითხა 100000-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომელიც სოლიდური ასაკის მამაკაცთან პირველ პაემანზე იყო ნამყოფი. კვლევამ აჩვენა მიზეზები, რის გამოც ბევრი გოგონა ცდილობს უფროს მამაკაცთან ურთიერთობის დამყარებას და ოჯახის შექმნას. უმრავი პასუხი გამეორდა.

აი, რამდენიმე ყველაზე ტიპიური პასუხი: “ცხოვრებისეული გამოცდილება მათ ემოციურად უფრო გამძლეებს და სტაბილურებს ხდის და ისინი მიისწრაფვიან იმისკენ, რაც სურთ“ , “ისინი (არა ყველა, მაგრამ ბევრი) პატივისცემით გეპყრობიან, გელაპარაკებიან, იციან როგორ მოგისმინონ და გაგიგონ. თავიანთ ამბებსაც გიზიარებენ“, “ასეთი მამაკაცები უფრო გაცნობიერებულები არიან, აქვთ მკაფიო ცხოვრებისეული მიზნები. ისინი ყველაზე ხშირად ურთიერთობაში ერთგულებას ეძებენ, სწორედ ეს მსურს მე“ , “სასიამოვნოა ცხოვრებაში მოწესრიგებულ ადამიანთან ყოფნა, რომელმაც დანამდვილებით იცის რა სურს მომავალში. როგორც წესი, ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან”.

სტაბილურობა. მოწიფულობა. სიბრძნე. ეს არის ის, რაც ყველაზე ხშირად იზიდავს გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს უფროს მამაკაცებში. და არა საბანკო ანგარიში.

ამავდროულად, ბევრი რესპონდენტი უპირატესობას ანიჭებს ასაკობრივ დისტანციას პარტნიორებს შორის არაუმეტეს ათი წლისა. ყველაზე ხშირად დასახელდა რიცხვი 6. რატომ არა 5 ან 7?

გაუგებარია. თუმცა, საიტის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრენდონ უეიდმა აღნიშნა: “ქალები უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე მამაკაცები. ამ მიზეზის გამო, ქალების უმეტესობას არ მოსწონს ურთიერთობა საკუთარი ასაკის ან საკუთარ თავზე ახალგაზრდა მამაკაცებთან”.

მახსენდება, რომ 2019 წელს ცნობილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა გრიგორი ჩაპკისმა (იგი 89 წლის იყო) ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბედნიერების საიდუმლო გააზიარა: “ახლა ვცხოვრობ ქალთან, რომელიც, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იქნება. ის მიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ის 38 წლისაა და ცხოვრებაში მეხმარება, სტიმულს მაძლევს. მე კი მჭირდება, რომ ვიღაცაზე ვიზრუნო, სიურპრიზები მოვუწყო…”

ის აღარ არის, მაგრამ არის იდუმალი ქალი, რომელიც, იმედი გვაქვს, გულში ინახავს მადლიერების სიხარულს, ერთად გატარებული დროისთვის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს