ალბათ, გსმენიათ ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა “ჯადო ან ბოროტი თვალი”, “დაავადების სხვა ადამიანზე გადატანა” , “ბედნიერებისა და იღბლის მოპარვა”. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში მაინც ხდება. ცხოვრებაში ასეთ უსიამოვნებებს ძალიან ბევრი ადამიანი აწყდება. მაგრამ, როგორ ხდება ეს?
ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში იმას ვიზიდავთ, რისიც გვჯერა. თუ ვინმე რაიმე ცუდს გვისურვებს, ყველაზე ხშირად ამას საკუთარ თავზე ვიღებთ. აქედან იწყება დაავადებები, უსიამოვნებები სამსახურში და პირად ცხოვრებაში. ეს ყველაფერი იმ ადამიანის ნეგატიური ემოციების ბრალია, ვინც უბედურება მოგვიტანა. სხვა ადამიანებზე თავისი შხამის ამონთხევით, ის თავის რისხვას, წყენას და სიძულვილს ავრცელებს. თავისი ნეგატივით ის სულ უფრო მეტ მსხვერპლს აინფიცირებს.
ადამიანის ნეგატიური ემოციები
დროთა განმავლობაში, ბრაზმა და სიძულვილმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიპყროს და ისიც დაიწყებს სხვებისთვის ცუდის სურვებას. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ამას და არ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისა და სიტუაციების მიმართ. შიგნით ამ შხამით ცხოვრება ან შეცვლა – თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია.
მაგრამ თუ არ გინდათ, რომ დაავადებების ან უსიამოვნებების გადამტანი გახდეთ, თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება, სიკეთე და სინათლე შემოუშვათ, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა, ბარიერის აღმართვა და ასევე, არ უნდა მიიღოთ არავითარი ნეგატივი საკუთარ თავზე.
პირველ რიგში, ისწავლეთ ბარიერების აღმართვა საკუთარ თავსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არ გსიამოვნებთ. შეამცირეთ კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანებთან, ისწავლეთ “არას“ თქმა, თუ რაიმეს გაკეთება არ გსურთ.
ემოციური დაცვისთვის, ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობისას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ირგვლივ ჩანჩქერი მძვინვარებს ან მაღალი ცეცხლის წრეში დგახართ. ამ შემთხვევაში, ადამიანის ყველა მცდელობა, თქვენზე ავადმყოფობის ან წარუმატებლობის გადმოტანისა, უშედეგო იქნება. თქვენ კი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.
მეორეც, უფრო ხშირად გაიღიმეთ და იფიქრეთ რაიმე პოზიტიურზე და სასიამოვნოზე. შხამიანი ადამიანები გაბრწყინებულ ადამიანებს გაურბიან. ისინი ინტუიციურად გრძნობენ, რომ თქვენ ზიანს ვერ მოგაყენებენ. თქვენ კი, თქვენი პოზიტიური აზრებითა და მადლიერი დამოკიდებულებით, თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო მოვლენებს და სურვილების ასრულებას მოიზიდავთ. ამაზე ბოროტ ადამიანებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ!
როგორ ავაგოთ დამცავი ბარიერი
მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი ვერ ასწრებს დამცავი ბარიერის აგებას და ამ დროს მას შეიძლება დაეცეს ვიღაცის ნეგატივი, ჯადო ან რისხვა. უცხო ნეგატივისგან თავის დასაღწევად, თუ ეს შესაძლებელია, უბრალოდ დააფურთხეთ მიწაზე ან ნიჟარაში და ეს სიტყვები წარმოთქვით: “ბოროტება საკუთარ მუცელს დაუბრუნდი”. ამის შემდეგ მშვიდად წადით და განაგრძეთ თქვენი საქმეები, იმის შიშის გარეშე, რომ ვიღაცის ნეგატივი გადმოგედოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად შევცვალოთ ჩვენი გარემოცვა და მოვშორდეთ ჩვენთვის არასასიამოვნო ადამიანებს. ნეგატივს ვხვდებით ავტობუსში და მაღაზიაში, სამსახურში და სადარბაზოში. მთავარია – ისწავლოთ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა ბოროტი თვალისა და სიტყვის ზემოქმედებისგან.
გახსოვდეთ, რომ პოზიტიური აზრები – კარგი ჯანმრთელობისა და ბედნიერი ჰარმონიული ურთიერთობების საწინდარია. გაუღიმეთ ყოველ ახალ დღეს და ეს აუცილებლად გაჩუქებთ თქვენი სურვილების ასრულებას!