საოცარი გოგო შემიყვარდა, მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ის უკვე გათხოვილია

0
454

ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, როგორც სასიამოვნო, ასევე არც ისე სასიამოვნო სიურპრიზებით. არასოდეს იცი, როდის და სად გელოდება შემდეგი მოულოდნელობა. ჩვენს ერთ-ერთ მკითხველსაც არ ეგონა, რომ ძველი ნაცნობის დაბადების დღეზე თავის სიყვარულს შეხვდებოდა.

თუმცა, ქალი გათხოვილი აღმოჩნდა, რამაც პერსპექტიული რომანი შეყვარებული მამაკაცისთვის მაშინვე ნამდვილ პრობლემად აქცია. მან ამ ისტორიის ინტერნეტში გაზიარება მოინდომა, გონივრული რჩევის მისაღებად. მაგრამ დაეხმარება კი, ეს მას?

გათხოვილი ქალი მიყვარს

„ამ შეხვედრამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. იმ დღეს, ჩვეულებისამებრ, ფეისბუკს გადავხედე, სადაც ვნახე, რომ ჩემი ძველი მეგობარი დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი ნომერი მოვძებნე, დავურეკე და მივულოცე. მან კი, როდესაც შეიტყო, რომ ახლა მის მახლობლად ვიმყოფებოდი, დაბადების დღის აღსანიშნავად დამპატიჟა, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა,”- წერს კოტე.

„მართალი გითხრათ, უხალისოდ მივიღე ეს მოწვევა. მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დაღლილობას ვგრძნობდი და უბრალოდ დასვენება მინდოდა, მაგრამ უარის თქმა უხერხული იყო. თანაც ვიფიქრე, რომ როდისღა შევხვდებოდით ერთმანეთს? ამიტომ მოვემზადე და ცოტა ხანში ადგილზე გავჩნდი. სწორედ იქ გავიცანი ირინა.

ის იყო მომხიბვლელი და მხიარული, ადვილად ერთვებოდა ნებისმიერ დიალოგში. მაშინვე ვიგრძენი მიზიდულობა ამ გოგოს მიმართ და მთელი საღამო მას ერთი ნაბიჯითაც არ მოვშორებივარ. იმ დღეს ჩემს მეგობართან დალაპარაკება ვერც კი მოვახერხე, ჩემი ყურადღება მთლიანად მისმა სტუმარმა მიიპყრო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მას კი არ ვიცნობდი 15 წლის მანძილზე, არამედ ირინას.

იმ დღის შემდეგ ერთმანეთს ვწერდით და რამდენჯერმე პაემანიც გვქონდა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე გათხოვილი ქალი მიყვარდა, რადგან ირინას ოჯახი 4 წლის წინ შეექმნა. ეს აღმოჩენა ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.

ეს როგორ მოხდა?

აღმოჩნდა, რომ ჩემს შეყვარებულს თავის ქმართან ურთიერობა გაფუჭებული აქვს, მაგრამ განქორწინების გადაწყვეტილების მიღება მას ჯერ კიდევ უჭირს. ის დარწმუნებულია, რომ ქმარი ამას არ დათანხმდება. თავად ირინას კი, ის უფრო აწუხებს, თუ რას იტყვიან მისი ახლობლები, რომელთაც დღემდე ჰგონიათ, რომ ირინა ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.

ამიტომ, ირინა ჩვენს რომანში არანაირ პრობლემას არ ხედავს, რადგან თავს თავისუფალ ქალად თვლის. მე ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ ვუყურებ. ის, რომ ის ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, ჩემთვის დაბრკოლებაა, რომლის გვერდის ავლა შეუძლებელია. ვერასოდეს, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ვიღაცის ოჯახს დავანგრევდი. ეს ყველაფერი კი, სწორედ ასე გამოდის.

რამდენიმე ახლო მეგობარს ვკითხე რჩევა, მაგრამ მათმა რჩევებმა ჩემს აზრებსა და გრძნობებს უფრო დაბნეულობა შემატა. ერთი ამბობს, რომ ახლავე უნდა გავქრე ირინას ცხოვრებიდან, რადგან მომავალში ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. მეორე ამბობს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს ასეთ ხანმოკლე რომანში. მაგრამ ეს არ არის ხანმოკლე რომანი, მე ნამდვილად შეყვარებული ვარ მასზე!

თუმცა, ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ირინა ქმარს არ დაშორდება, ამიტომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ურთიერთობის შეწყვეტაა. მაგრამ მე მისი თავიდან ამოგდება არ შემიძლია. რაღაც აკვიატებაა, გულწრფელად ვამბობ!” – ამბობს კოტე.

როგორც ჩანს, კოტე თავად იხრება უფრო სწორი ვარიანტისკენ, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, რადგან მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე.