არსებობს ნატურალური საშუალებებისგან დამზადებული თმის უამრავი ნიღაბი. გოგონები იყენებენ ზეთებსა და თაფლს, კეფირსა თუ ძმარს… ჩვენს დღევანდელ მასალაში სულ სხვა ინფორმაციას იპოვით – ასპირინის შემცველ ნიღაბზე. ამ სამკურნალო პრეპარატს თმის სილამაზისთვის დიდი ხანია იყენებს მსახიობი ჯენიფერ ენისტონი. იგი თმის ნებისმიერ ტიპს უხდება და ჩუქნის მას მოცულობა სა და ბზინვარებას.
ინგრედიენტები:
- 5 აბი ასპირინი
- 120 მლ თბილი ადუღებული წყალი
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი
- კარგად შეურიეთ ინგრედიენტები.
- შეიზილეთ ნიღაბი თმაში, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
ასეთი ნიღაბი გაზრდის თმის მოცულობას და ინტენსიურ ფერს შემატებს.
ასევე, ასპირინის გამოყენება შესაძლებელია ქერტლის საწინააღმდეგოდ:
- ამისათვის 2 აბი ასპირინი კარგად დაფქვით
- შეიზილეთ ნიღაბი თმაში, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით..
- შემდეგ დაუმატეთ ფხვნილი შამპუნის იმ რაოდენობას, რასაც ერთ დაბანაზე იყენებთ.
- კარგად შეიზილეთ კანში და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.
შეგედი არ დააყოვნებს: ქერტლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება!
გაეცანით ასევე როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ასპირინის ნიღაბი სახის კანისთვის
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს