მზიან შაბათ დღეს ბაღში ვსეირნობდი და უცებ შევნიშნე, რომ ვიღაც ქალი ხელს მიქნევდა. მომეჩვენა, რომ ნაცნობი იყო

0
941

ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ის თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძვრება და გამარჯვებული იქნება. ის შეიძლება ეშმაკურად მოიქცეს, უსამართლოდაც კი, მაგრამ მიზანს მიაღწიოს. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ფული არ გაქვს და მისი მიღების ერთადერთი გზა – საკუთარ სიამაყეზე გადაბიჯებაა?

ზოგიერთისთვის ეს შეუძლებელი იქნება, ზოგი კი ამას უპრობლემოდ გააკეთებს. ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გაგვიზიარა საკუთარი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აბიჯებს ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სიამაყეს იმის გამო, რომ სიტუაციიდან გამოძვრეს. და კიდევ, მან აღმოაჩინა რაღაც ახალი საკუთარ თავსა და ხასიათში. ეს საკმაოდ დამრიგებლური ისტორიაა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც არ გვაქვს ფული 

ამბობენ, რომ შურისძიება ტკბილია და შური მხოლოდ ცივ თავზე უნდა იძიოთ. პრინციპში, მე ამ სიტყვების მნიშვნელობა მესმის და მთელი ცხოვრება ვეთანხმებოდი. მაგრამ, რეალურად… აღმოჩნდა, რომ შურისძიება საერთოდ არ შემიძლია. უცნაურიც კი არის იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ.

მზიანი შაბათი, სადილის დრო. ჩვენს ბაღში ვსეირნობ, სილამაზით ვტკბები და სუფთა ჰაერს ვსუნთქავ. უცებ შევნიშნე, რომ ვიღაც უცხო ქალი მიქნევს ხელს, რომელსაც მზის სათვალე უკეთია. მივუახლოვდი და მარინა ვიცანი. ძალიან უცნაური შეხვედრაა, რადგან ბოლო 8 – 9 წლის მანძილზე ურთიერთობა აღარ გვქონია. აქ რა უნდა?

კარის გასაღებად მივდივარ და თან ჩვენი კონფლიქტის მიზეზს ვიხსენებ, რის გამოც ჩვენს შორის ასეთი ცივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ნეტავ, რა იყო? გამახსენდა, მარწყვი!

მრავალი წლის წინ, როდესაც მე და ვახომ ოჯახი შევქმენით, მე ძალიან დაშინებული ახალგაზრდა გოგო ვიყავი. თავად პატარა ქალაქიდან ვიყავი, უფრო სოფლიდან. ჩემი ქმარი და მისი მთელი ოჯახი ქალაქელები იყვნენ. მე ადამიანებში ყოველთვის უბრალოებასა და გულწრფელობას ვაფასებდი, რადგან მშობლებმა ასე გამზარდეს. მაგრამ ვახო მაფრთხილებდა, რომ ასე ცხოვრებაში შორს ვერ წავიდოდი, რადგან ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

მესმოდა, რაზეც საუბრობდა, მაგრამ მისი სიტყვები სერიოზულად არ მიმიღია. და მართლაც, რა საჭიროა ცხოვრების გართულება ზედმეტი ეჭვებით ყველასა და ყველაფერზე? ჯაშუშურ რომანში ხომ არ ვცხოვრობთ. უმჯობესია, საკუთარ თავად დარჩე და ათასი სისულელის გამო არ ინერვიულო.

იმ პერიოდში ჩემი ქმრის ბინაში ვცხოვრობდით და პატარა აგარაკიც შევიძინეთ. ის ვახოს ნათესავების აგარაკის მეზობლად მდებარეობდა. დიახ, ჩვენი და მარინას მიწის ნაკვეთები გვერდიგვერდ იყო.

აგარაკის ამბებში, რა თქმა უნდა, ვახოზე ბევრად უკეთ ვერკვეოდი. ის კი მთლიანად ჩემს სურვილებს ეთანხმებოდა. ჩვენ გვიყვარდა აგარაკზე დროის ერთად გატარება, მით უმეტეს, რომ მე მას ბევრი რამის გაკეთებას არ ვავალებდი. მწვადი, სუფთა ჰაერი და ეზოს გალამაზება, თუ ამის დრო დარჩებოდა. ნუთუ შეიძლება, რომ ვინმეს არ მოსწონდეს?

ერთხელ იდეა გამიჩნდა, რომ ერთდროულად ორი სასარგებლო საქმე გამეკეთებინა. მინდოდა ახლოს გამეცნო ჩემი მული და თან მისგან მარწყვის ნერგები მეთხოვა. ვხედავდი, რომ მათ ეს სიმდიდრე ძალიან ბევრი ჰქონდათ, ასე რომ, სალაპარაკო თემა თავად გაჩნდა.

ღვეზლები გამოვაცხვე და მეზობლებთან წავედი. აღმოჩნდა, რომ მარინას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა კეთილმეზობლურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მან მარწყვის ნერგები არ მომცა, მითხრა, რომ უკვე სხვა მეზობელს დაჰპირდა. მაგრამ მან ეს ისე ქედმაღლურად მითხრა, რომ თავი ღარიბ ნათესავად კი არა, მოსამსახურედ ვიგრძენი.

ღვეზლები მათ მაგიდაზე დავტოვე და ისიც კი დამავიწყდა, რომ დიდი ლამაზი თეფში უკან წამომეღო. თავი იმდენად უხერხულად ვიგრძენი, რომ მაშინვე სახლში გამოვიქეცი და მიწის ნაკვეთზე მუშაობა დავიწყე. ნაგავი გადავყარე, წყალი მოვიტანე. ქმრის კითხვაზე, თუ რა მოხდა, არაფერს ვპასუხობდი. მეგონა, რომ რაღაც სასირცხვილო ჩავიდინე.

მეორე დღეს უფრო მეტად მომიწია გაწითლება. ჩემმა მულმა მწვადზე დაგვპატიჟა. იმავე დღის საღამოს ჩემი ქმრის, ჩემი დედამთილ-მამამთილის და თავისი ნაცნობების თანდასწრებით მარინამ ჩემი გუშინდელი საქციელი გაიხსენა. მან ასევე გაიხსენა მიმწვარი ღვეზლებიც და დავიწყებული თეფშიც, რომელიც მან იქვე დამიბრუნა. არ ვიცი ეს ერთგვარი ხუმრობა იყო თავისიანებისთვის, თუ ნამდვილად დამცინოდა პირადი მტრობის გამო.

იმ საღამოს შემდეგ მასთან ურთიერთობაზე უარი ვთქვი და ჩემი ქმარი სრულებით დამეთანხმა. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ქმრის ბინა და აგარაკი გავყიდეთ და საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადმოვედით. დღესაც აქ ვცხოვრობთ და თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მით უმეტეს, რომ ჩემი შვილებიც მხარს მიჭერენ.

ახლა ისევ მარინას დავუბრუნდეთ. აღმოჩნდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ის ჩვენთან უმიზეზოდ არ მოსულა. ძალდატანებითი ღიმილი და უამრავი ახალი ნაოჭი, რომელსაც სათვალე ვერ უფარავდა, ვაღიარებ, გულს მითბობდა. ის დახმარების სათხოვნელად იყო მოსული. განქორწინების შემდეგ ის ღირსეულ მამაკაცს ვეღარ შეხვდა, სამსახურთან კი ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ფული უმთავრდებოდა, დამხმარე კი არავინ ჰყავდა.

ასე რომ, ახლა მან თავის სიამაყეს გადააბიჯა და ძმასთან მოვიდა. ვახო, იმ მარწყვთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ, თავადაც იყო მასზე ნაწყენი. მაგრამ თავისი და მიიღო და, რა თქმა უნდა, ჩემი თანდასწრებით მოისმინა მისი ისტორია თავიდან ბოლომდე. დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ სთხოვა, რამდენიმე დღე მოეცადა, სანამ ბანკთან დაკავშირებულ საკითხს მოაგვარებდა.

თავისი დის წასვლის შემდეგ ჩემი ქმარი მომიახლოვდა და მითხრა, რომ მათი ნათესაური კავშირების მიუხედავად, არც ერთ გროშს არ მისცემდა თავის დას, თუ მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. ის ამას სრული სერიოზულობით ამბობდა, ზუსტად ვიცი.

ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის შემთხვევა, როდესაც ხალხის წინ დამცინეს, არ მავიწყდება. მაგრამ ახალა, როდესაც მარინა მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, უფრო მეტად მგონია, რომ სიტუაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ამ ასაკში მარინას ვეღარაფერი გამოასწორებს. ღირს კი, მისი ისედაც რთული ცხოვრების გართულება?

ხვალ საღამოს ქმარს უნდა დაველაპარაკო, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. იქნებ ამის შემდეგ ისევ და ისევ მოვიდეს, რადგან ფულის გამომუშავება მან დღემდე ვერ ისწავლა? თუ ეს პრობლემა ახლავე უნდა მოვაგვაროთ, რომ შემდეგ ისევ არ დავუბრუნდეთ? არ ვიცი, როგორ მოვიქცე…