ორსულ ქალებზე ამბობენ: მათ მხოლოდ ახირებები აქვთ, განწყობის მკვეთრი ცვლილება და კვების ახალი საშინელი ჩვევები. ჰოდა, მომავალ დედებს, თუნდაც დაემართოთ მსგავსი რამ, სამედიცინო თვალსაზრისით ამის ახსნა ადვილია. ჰორმონების დიდი რაოდენობით გამომუშავება და არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქამდე ნებისმიერს მიიყვანს.
სხვა საქმეა, როგორ იქცევიან ამ პერიოდში მამაკაცები. სტატისტიკა კი, რეალურად ძალიან დამაინტრიგებელია. რა თქმა უნდა, არსებობენ იდეალური მეუღლეები, რომელიც ყველაფერში ითვალისწინებენ სპეციალისტების აზრს. მათ სახლში მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მოაქვთ და ზრუნავენ თავიანთ მეორე ნახევრებზე. არიან, სამწუხაროდ, ისეთებიც, ვისთვისაც ყველაფერი სულ ერთია. და ასევე არსებობენ მამაკაცები, რომელთა ქცევაც მეუღლის ორსულობის დროს იცვლება. ისინი ისეთივე არაპროგნოზირებადები ხდებიან, როგორც მათი მეუღლეები. ექიმები ამას “ორსული მამის სინდრომს” უწოდებენ.
ორსული ქალების შესახებ
იცით, მეგონა, რომ ჩემი პირველი ორსულობა ძალიან ადვილად ჩაივლიდა. არა, როგორც ყველას შემთხვევაში. თავად განსაჯეთ: ჩვენ გადავწყვიტეთ არ გვეჩქარა და ჯერ კარიერაზე გვეზრუნა. მე 32 წლის ვარ, ჩემი ქმარი 34-ის. ვცხოვრობთ პატარა ქალაქში, კარგი ინფრასტრუქტურით. ვიღებ საშუალოზე მაღალ ხელფასს და ვმუშაობ ოფისში. ჩემი ქმარი გამუდმებით გზაშია, მაგრამ ჩემზე რამდენჯერმე მეტს უხდიან. ჩვენ ასეთი რეჟიმი გვაწყობს.
ვნახეთ კარგი ექიმი და პალატა დავჯავშნეთ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც უკვე იმშობიარეს, რამდენიმე ვიდეო მირჩიეს ორსულობის დროს სწორი სუნთქვის, მედიტაციის, არომატების შესახებ. მიყვარს ხანდახან მარტო ყოფნა, გარშემო მხოლოდ არომატული ზეთები, სანთლები და მშვიდი, სასიამოვნო მუსიკა იყოს. ეს მამშვიდებს.
თუმცა მეექვსე თვეში გართულებები დაიწყო. და არა იქ, სადაც თქვენ შეიძლება იფიქროთ. მე ვცდილობდი საკუთარ ემოციებს არ ავყოლოდი და მკაცრად ვაკონტროლებდი ახალ ჩვევებს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ამ დროისთვის ჯერ კიდევ ვმუშაობდი და მარტივი იყო ჩემი გასტრონომიული გემოვნების თვალყურის დევნება. ვჭამდი ისევე, როგორც ორსულობამდე. მხოლოდ ყავის და ტკბილეულის გარკვეული რაოდენობა შევამცირე. ალბათ ამიტომაც არ გავსუქდი.
მოულოდნელი მეტამორფოზები
ჩემი ქმარი შეიცვალა. მორიგი მივლინებიდან ახლახან იყო ჩამოსული, ამიტომ მთელი დღეები სახლში იჯდა. ეს არაფერია, სამოთახიანი ბინა გვაქვს, რომლის იპოთეკასაც დღემდე ვიხდით. ოჯახური ურთიერთობებისთვის საჭირო სივრცის ქონა ნამდვილი ხსნაა.
ადრე ის “თავის“ ოთახში მიდიოდა და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. მას ოთახში ჰანტელები, შტანგა და გიტარა აქვს. მოკლედ, სრული ნაკრები, რაზეც ახალგაზრდობაში ოცნებობდა. მისი გატაცებები. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში ეს ოთახი ბავშვის იქნება და მან ეს მშვენივრად იცის. მეგონა, რომ ჩემი ფეხმძიმობისას ის ნერვებს თავის “მამაკაცთა კაბინეტში“ დაიმშვიდებდა, მაგრამ არა.
ნიკა თითქოს შეცვალეს. მან სადღაც წაიკითხა, რომ ორსულობისას ქალის ორგანიზმი რაღაც განსაკუთრებულ განახლებას განიცდის. ინტერნეტმა მას რამდენიმე შარლატანური ნახევრად მისტიური სტატიაც ამოუგდო. ამ სტატიებში საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ორსულმა დედის რძე უნდა დალიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის შანსი, რომ ის ოჯახიდან წავა და მსგავსი რამეები. ამის შემდეგ დაიწყო…
უცნაური ქცევა
მას შემდეგ ნიკა მაკონტროლებს, რომ ყველაფერი რძით მოვამზადო. იმაზეც მადლობა, რომ ჩვეულებრივი ძროხის რძით. მე რძეს ვერ ვიტან. ერთხელ ჩემმა ქმარმა რძეში მომზადებული მაკარონი მომიტანა, ზემოდან კარაქის ნაჭრით, კინაღამ გული ამერია, ამ “კერძს” რომ შევხედე. ჩემმა ქმარმა ეს ნიშნად მიიღო: ეს ნიშნავს, რომ ტოქსინები გამოდის. და მან გააორმაგა მცდელობები, რომ კიდევ რაღაც საზიზღრობებით გამოვეკვებე თავისი საიტებიდან.
რაღაც მომენტში დავნებდი და ვუთხარი, რომ ნაყინს შევჭამდი, იქაც ხომ რძეა. გარკვეული პერიოდით ჩემი ქმარი შემეშვა. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა. მან სადღაც ამოიკითხა, რომ სახლის ძველებური მეთოდებით დალაგება ორსული ქალისთვის ერთგვარი ტანვარჯიშია. საიდანღაც ცოცხი, ნაგვის ასაღები და პოლის ჯოხი მომიტანა. ამის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ ჭურჭელი მხოლოდ ხელით უნდა გამერეცხა. სახლი უნდა დამელაგებინა არა ისე, როგორც ადრე, არამედ მისი მოტანილი საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაშინ, როდესაც სახლში ახალი რობოტი-მტვერსასრიტი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვაქვს.
მუდმივად სახლში ყოფნისა და ყველანაირი სისულელის წაკითხვის გამო, ნიკამ წონაში ძალიან მოიმატა. მომწონს ესთეტიკური მამაკაცები, ამიტომ ჩემთვის ასეთი ცვლილებები საკმაოდ შესამჩნევი იყო. განსაკუთრებით, როცა სამზარეულოში მაისურის გარეშე გამოდიოდა ან როცა ერთად ფილმს ვუყურებდით ტელევიზორში. მომეჩვენა, რომ ცოტა სუნთქვაც კი უჭირდა.
ორსული ქალების შესახებ
ახლა სახლში ორი ორსული გვყავს. ერთი დიდი ხანია ვეღარ ეტევა ძველ ტანსაცმელში და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მეორე კი – მე ვარ. მართალი გითხრათ, არ მესმის, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, უმაღლესი განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით. დიახ, მე დავორსულდი. ეს დაგეგმილი იყო და სიყვარულით. გაგიჟება, რა საჭიროა?
ნიკას რომ ვუყურებ, განსხვავებულ ემოციებს განვიცდი. ხან სიცილი მინდა, ხან კი ისე მაბრაზებს, რომ არც კი ვიცი რა ვქნა. ალბათ, ორგანიზმისთვის ესეც სტრესია. ვიმედოვნებ, რომ მისი ეს საქციელი უახლოეს მომავალში შეიცვლება. როგორ ვიქნები პატარა ბავშვთან და ისტერიულ ქმართან ერთად? იქნებ სამსახურიდან დაურეკონ და ცოტა ხნით წაიყვანონ. იქნებ, მამრობითი სქესის ჰორმონებმა თავისი ქნან და ის დამშვიდდეს.