ჩემმა შვილმა დამირეკა და პირველად მიყვირა იმის გამო, რომ მის ძვირფას ცოლს ვაწყენინე, უბრალოდ წარმოუდგენელია

989

დედამთილები ხშირად ზედმეტად პრეტენზიულები არიან თავიანთი ვაჟების ცოლების მიმართ. მათგან შეიძლება ხშირად მოისმინოთ ისეთი რამ, როგორიცაა “ჩემმა ძალიან ცუდმა რძალმა დღეს თავი ისევ გამოიჩინა” ან “საეროდ რატომ დაქორწინდა ჩემი შვილი მასზე”. ეს დამოკიდებულება შეინიშნება ყველა ქვეყანაში და ყველა კონტინენტზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

ნუთუ ნებისმიერ ფასად შვილებზე ზრუნვა – არის ქცევა, რომელიც ფაქტიურად ყველა დედისთვისაა დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კულტურას მიეკუთვნება ის? ჩვენი დაკვირვებით, ეს ნამდვილად ასეა. ყველა დედას უნდა, რომ მისი ვაჟი, მემკვიდრე, არაფერში არ იყოს შეზღუდული ან ხელყოფილი.

ძალიან ცუდი რძალი

ჩემი ვაჟი, ალექსი, დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდა თავის შესაფერს ქალს. არასოდეს მესმოდა, რატომ. მას გოგოებთან პრობლემა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შეექმნა. დიდხანს ესაუბრებოდა მათ ტელეფონზე, კინოში მიჰყავდა, მაგრამ ისინი იგივე გრძნობით არ პასუხობდნენ. ვერ წარმოიდგენთ, რა რთული იყო ჩემთვის მისი აღიარების მოსმენა. ის ხომ ყოველთვის კარგი, პატიოსანი ბიჭი იყო. მაგრამ როგორც ცნობილია, ლამაზ გოგონებს სხვანაირი ბიჭები მოსწონთ.

ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწია, ჩემი შვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. კარგ სამსახურში მოეწყო და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. იქ ერთი გოგონა გაიცნო და რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ალექსის ის ძალიან მოეწონა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. იმ ქალბატონს სურდა, რომ მის მამაკაცს აუცილებლად უცხოური მანქანა ჰყოლოდა, ბინა ქალაქის ცენტრში და ასე შემდეგ. თავად იცით, როგორი გაუმაძღრები და წინდახედულები გახდნენ დღეს გოგოები.

შემდეგ, იყო კიდევ ერთი. მგონი ეკა ერქვა. ლამაზი გოგონა, რომელსაც შვილი ჰყავდა. ის არ უჩიოდა, რომ ჩემს შვილს საკუთარი მანქანა არ ჰყავდა. თავს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მშვენივრად გრძნობდა და ალექსისაც კი ურჩევდა სად და როგორ დაეზოგა ფული. გაწონასწორებული ქალი იყო, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით კიდეც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გართობა იყო.

მას უკვე ჰყავდა შვილი, რომელიც მამამისს იცნობდა. ალექსი კი მისთვის მხოლოდ “უცხო ბიძია” იყო. ეკა ვერასოდეს შეძლებდა ვაჟზე მეტად ვინმეს შეყვარებას. რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა. როგორც ქალმა და დედამ, ეს ძალიან კარგად ვიცი. ეკა კარგი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო.

შემდეგ ალექსის სამსახურში გარკვეული სირთულეები შეექმნა და ის მთლიანად ჩაიკეტა საკუთარ თავში. მე პრაქტიკულად არ მელაპარაკებოდა, ოჯახის შექმნაზე არც კი უფიქრია. რა თქმა უნდა, ის მამაკაცია და კარიერაზე უნდა ეფიქრა. ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, მე, როგორც დედა, ვხვდებოდი, რომ მისი ასაკი უკვე უახლოვდებოდა ნიშნულს, როდესაც საჩქაროდ საჭიროა ოჯახის შექმნა. თუმცა, თავს ვიკავებდი და არაფერს ვამბობდი.

და აი, ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი სიახლე! ალექსი, 41 წლის ასაკში ქორწინდება! ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავი. მისი რჩეული, ნათია, პატარა ქალაქიდან არის. ჭკვიანი, ენერგიული, ლამაზი ქალი. მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი. დედამისი გავიცანი და მისგან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე ჩემი რძლის შესახებ. მოკლედ, გული საბოლოოდ დავიმშვიდე.

სამწუხაროდ, დიდი ხნით არა. რა თქმა უნდა, ჩემს შვილს ვესაუბრებოდი ხოლმე და მისი ისტორიები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაშფოთებდა. ხან ნათიას ის შაბათ-კვირას საყიდლებზე მიჰყავდა, ნაცვლად იმისა, რომ სახლში როგორც წესია დაესვენა. ხან რემონტს წამოიწყებდა და ქმარს აიძულებდა რომ შპალიერის, წებოს და ათასი სისულელის საყიდლად გაჰყოლოდა. ნუთუ ამ ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებდა?

უფრო მეტიც. დედამისი ავად გახდა და თვითონ მარტო მასთან ვერ მიდის. მხოლოდ, ალექსისთან ერთად. ამასთან, მოსაკითხსაც ყიდულობს, არც თუ იაფიანს. ალექსის იქ რა უნდა? დედაშენია და შენ უნდა მიხედო! მაგრამ, არა, მხოლოდ ქმართან ერთად. სამსახურის შემდეგ, ალექსი იძულებულია არათუ ძალები აღიდგინოს, როგორც ადრე, არამედ მასთან ერთად წავიდეს პარკში სასეირნოთ ან საყიდლებზე. როგორც ჩანს, თავად სამსახურში არ იღლება და იქ არაფერს აკეთებს.

ვცადე მასთან დალაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ ქმარს ასე არ უნდა მოექცეს. მან მიპასუხა, რომ თავისი საქმის თავად იცის. თანაც, ეს ჯერ კიდევ არაფერია. მალე ოჯახი გვეყოლება, შვილები, ის კი ამისთვის მზად საერთოდ არ არის. ეს რომ მოვისმინე, თვალთ დამიბნელდა.

თავი ვეღარ შევიკავე. ვკითხე, თუ ასეა, ცოლი რისთვის სჭირდება? მამაკაცი ფულს შოულობს, რატომ უნდა გაისარჯოს ის დედამისთან ან მაღაზიებში სიარულით? ეს კაცის საქმე სულაც არ არის! ვინ არის ის, რომ საკუთარ წესებს ადგენს? მოკლედ, ძალიან გავბრაზდი. ვთვლი, რომ ყველაფერი სამართლიანად ვუთხარი. ზოგს სჭირდება, რომ დროდადრო საკუთარი ადგილი მიუჩინო.

ერთი კვირის შემდეგ ალექსიმ დამირეკა და ცხოვრებაში პირველად მიყვირა. “მეორე ნახევარმა” ყველაფერი უამბო. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ მან ცოტა შეალამაზა. ახლა ნათია ამბობს, რომ არ სურს ჩემი ნახვა, ჩემთან საუბარი და ჩემზე რამის მოსმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განქორწინების რეალური საფრთხე ემუქრებათ. ეს კი უკვე სერიოზული განცხადებაა.

ახლა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა მოვიდე და ბოდიში მოვიხადო. გაგებით და პატივისცემით უნდა მოვეპყრო ჩემი ზრდასრული შვილის გადაწყვეტილებებს. ეს მე არ მომიგონებია, ჩემმა შვილმა მითხრა. გასაგებია, ვისი მითითებით. ამიერიდან ჩვეულებრივი დედა უნდა ვიყო, რომელიც მხოლოდ გაიღიმებს და მათ ოჯახურ ცხოვრებაში არ ჩაერევა.

და იცით რა? ასეც მოვიქცევი. ჩემი შვილის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ის იყოს კარგად. რადგან, თუ ჩემს გამო ქალს ისევ გაშორდება, ვშიშობ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. ყოველდღე ვფიქრობ, როგორ არის ჩემი შვილი. დღეში ათჯერ მინდება მასთან დარეკვა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავს ვიკავებ.

მეჩვენება, რომ რაც უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს ჩემი რძალი ალექსიზე, მით უფრო ნაკლები ცხოვრება მრჩება ამქვეყნად. სხვაგვარად როგორ, თუ ახლა არაფერი მახარებს? მაგრამ მე კიდევ მოვითმენ, ოღონდ ის იყოს კარგად. შვილიშვილების ნახვა მინდა. მაშინ კი უკვე ჩავთვლი ჩემს თავს ადამიანად, რომელმაც თავისი ცხოვრება ფუჭად არ გაატარა. ახლა კი ცოტას კიდევ მოვითმენ. რას არ გააკეთებ მომავლის გულისთვის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს