თმისთვის მოცულობისა და მბზინვარების მინიჭება – სპეციალური სალონური პროცედურების გარეშეც შეგიძლიათ, რომლებიც არც თუ ისე იაფი ჯდება. ასეთი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ სამკურნალო ბალახი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ძვირადღირებული მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით, ეს მცენარე საკმაოდ იაფი ღირს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რით არის სასარგებლო მინდვრის შვიტა თმისთვის.
ამ სასწაულებრივი ბალახის საუკეთესო ეფექტის გამოსავლენად, სპეციალური ნახარშის მომზადებაა საჭირო, რომელიც რეგულარულად უნდა გამოიყენოთ. ეს არის ნომერ პირველი საშუალება თმის გასაძლიერებლად და თმის ცვენის წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი ასი პროცენტით ეფექტურია!
მცენარის თვისებები
მინდვრის შვიტა არის ბალახი, რომელიც ძალიან სასარგებლო გავლენას ახდენს თმის მდგომარეობაზე. ის ასტიმულირებს თმის ზრდას, აშორებს ქერტლს, მატებს მბზინვარებას და ასევე ხელს უშლის მის მტვრევადობას. ეს ეფექტები მიიღწევა მკვებავი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც თმის ძირებს და თავის კანს უზრუნველყოფენ ყველაფერით, რაც მათთვის აუცილებელია.
მინდვრის შვიტა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სილიციუმის მჟავა (ამაგრებს თმას);
- ტანინები (თმის ცვენის პრევენცია);
- ოქსილის მჟავა (გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, ხელს უშლის სოკოვანი დაავადებების განვითარებას);
- კაროტინი (ანიჭებს თმას სიგლუვეს);
- ასკორბინის მჟავა (ხელს უწყობს დაზიანებული თმის აღდგენას).
მინდვრის შვიტა იმით არის კარგი, რომ ის უნივერსალურია გამოსაყენებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი თმისთვის. ეს სასწაული ბალახი ერთდროულად ორ პრობლემასთან ბრძოლაში გვეხმარება.
იმისათვის, რომ თმა აბრეშუმისებრი, გლუვი და ჯანსაღი გახდეს, საჭიროა ეფექტური ნახარშის მომზადება. მინდვრის შვიტა აფთიაქში უნდა შევიძინოთ. ავიღოთ 1 ს.კ. ნედლეული და ქვაბში ჩავყაროთ. დავასხათ 1 ლიტრი წყალი. ქვაბს გაზქურაზე ვდგამთ. ადუღების შემდეგ კიდევ 30 წუთის განმავლობაში ვხარშავთ. შემდეგ ნახარშს ვფილტრავთ და ვაჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. მზა პროდუქტს თმის დასაბანად ვიყენებთ. თმას ჩვეულებრივად ვიბანთ შამპუნით. შემდეგ თმაზე ვინაწილებთ ნახარშს და ისევ კარგად ვიბანთ.
მინდვრის შვიტას ნახარში კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი თმა. შედეგი შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იქნება.
მინდვრის შვიტას ნახარშის გამოყენებამდე, გირჩევთ, ჩაიტაროთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე. ჯერ კანის მცირე მონაკვეთზე წაისვით. გამონაყარის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახარში, როგორც სავლები საშუალება. უბრალოდ არ გამოიყენოთ ის ძალიან ხშირად და არ გამოიყენოთ გადაჭარბებული რაოდენობით, რადგან ამ შემთხვევაში მინდვრის შვიტას ნახარშმა შეიძლება საპირისპირო ეფექტი მოახდინოს, რაც გამოიხატება თქვენი თმის გაუხეშებაში.