თალგამურა ცისტიტის, ოსტეოპოროზის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ

342

თალგამურა ღირებული ბოსტნეულია, რომელიც თეთრი კომბოსტოს და ბოლოკის შეჯვარებით მიიღება.

ქიმიური შემადგენლობა და ფიზიოლოგიური ზემოქმედება

თალგამურას შემადგენლობაში შედის შაქარი, სახამებელი, უჯრედისი, პექტინები, ეთერზეთი, კალიუმი, გოგირდი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, ფოსფორი და დიდი რაოდენობით კალციუმი. ბოსტნეული C, B ჯგუფის ვიტამინებით და რუტინით მდიდარია

თალგამურა განავლის შეკავებას ეფექტურად ებრძვის, ორგანიზმიდან ტოქსინები და ჭარბი სითხე გამოაქვს. ამ ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება შეშუპებას აქრობს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მომნელებელ პროცესს აუმჯობესებს. თალგამურას პრეპარატები ლორწოს გამათხელებელ თვისებებს ფლობენ, უჯრედების გასაახალგაზრდავებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად გამოიყენება.

ჩვენება და უკუჩვენება

ჩვენება:

  • ათეროსკლეროზი
  • ჰიპერტონია
  • არითმია
  • სტენოკარდია
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადება
  • ბრონქიტი
  • ფილტვების ანთება
  • გრიპი
  • სურდო
  • სუსტი იმუნიტეტი
  • ოსტეოპოროზი

უკუჩვენება:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამწვავების პერიოდი.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

1. გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებული ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და შეშუპების მკურნალობა

რეცეპტი 1

1 კგ თალგამურა გაწურეთ. 1 ს/კ წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მომატებული არტერიული წნევის დროს მიიღეთ. წნევის დარეგულირების შემდეგ წვენის მიღება 3 დღე არ შეწყვიტოთ. თალგამურას ჩენჩოს ცოტა თაფლი და 2 კბილი ნიორი დაუმატეთ და აურიეთ. 1 ს/კ დღეში 2-ჯერ ათეროსკლეროზის დროს მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 30 დღე

რეცეპტი 2

ღამით 2 ს/კ თალგამურას წვენი დალიეთ. დილით ცივ წყალში გარეული წვენი თვალის ირგვლივ წაისვით. ფეხის შეშუპების დროს ბოსტნეულის ნახარშით (1 კგ თალგამურას 5 ლ წყალზე) აბაზანა გაიკეთეთ.

რეცეპტი 3

თალგამურა მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 1-2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ნარევი შეშუპებულ კანზე დაიდეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ.

2. გასუქების დროს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება

რეცეპტი 1

50 გრ თალგამურას ფოთლებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 200 მლ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დიეტის დროს დალიეთ.

რეცეპტი 2

1 კგ თალგამურა გაწურეთ, 200 მლ ასკილის ნაყენი (30 გრ ასკილის ნაყოფი 250 მლ მდუღარე წყალზე) აურიეთ. 100 მლ დღეში 4-ჯერ დიეტის დროს მიიღეთ. ჩენჩო დიეტური სალათის მოსამზადებლად გამოიყენეთ.

3. ცისტიტის, ნეფრიტის და პიელონეფრიტის მკურნალობა

რეცეპტი 1

ცისტიტის გამწვავების დროს თალგამურას ნახარშით ( 2 კგ 10 ლ წყალზე) მჯდომარე აბაზანა მიიღეთ.

რეცეპტი 2

200 გრ თალგამურა 1,5 ლ წყალში მოხარშეთ, 2 ს/კ ასკილის სიროფი დაუმატეთ. 200 მლ დღეში 2-ჯერ ცისტიტის, ნეფრიტის და პიელონეფრიტის გამწვავების დროს მიიღეთ. კურსი – 7 დღე.

4. რინიტის და ხველის მკურნალობა

რეცეპტი 1

1 კგ თალგამურა გაწურეთ, მცირე რაოდენობით მდუღარე წყალი აურიეთ, 1 ჩ/კ საკვები სოდა და 1 ს/კ ძირტკბილას სიროფი დაუმატეთ. ნარევი ყელში გამოივლეთ და ცხვირი გამოირეცხეთ. ასე დღეში 5-6-ჯერ გააკეთეთ.

რეცეპტი 2

100 მლ თალგამურას წვენი 1 ს/კ ხახვის წვენს და 1 ს/კ ძირტკბილას სიროფს აურიეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ. წინასწარ თბილ, ანადუღარ წყალში გააზავეთ. კურსი – 7 დღე.

5. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

რეცეპტი 1

300 გრ თალგამურა ორთქლზე მოხარშეთ, დაჭერით, 1 ს/კ სტაფილოს წვენი და 1 ჩ/კ ნიორი დაუმატეთ. ერთ მიღებაზე შეჭამეთ. კურსი – 7 დღე. პროფილაქტიკა წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარეთ.

რეცეპტი 2

300 გრ ახალი თალგამურა გახეხეთ და 1 ჩ/კ დაფქული კვერცხის ნაჭუჭი დაუმატეთ. 100 გრ დღეში 3-ჯერ, 14 დღის განმავლობაში მიიღეთ. პროფილაქტიკა წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს