მანჯურიული კაკლის ნაყენი ჯანმრთელობას დაგიბრუნებთ. ნიგვზის „ძმა“ სასარგებლო და ღირებული საშუალებაა

1011

მანჯურიული კაკალი ყინვაგამძლეა. მას მინუს 50 გრადუსის გაძლებაც შეუძლია. ნიგოზს გემოთი და სამკურნალო თვისებებით არ ჩამოუვარდება. კაკალი საკმაოდ სქელია და გემრიელი კაკლის მისაღებად დიდი ძალისხმევის გაწევა დაგჭირდებათ.

სელექციონერები მანჯურიული კაკლის ახალ სახეობებს ქმნიან. ასე იაპონელებმა გამოიყვანეს ჯიში, რომელსაც მსხვილი ბირთვი და თხელი ნაჭუჭი, ამასთან კარგი გემო აქვს. სამკურნალოდ, კერძოდ ორგანიზმის დასუსტების დროს სჯობს არა ჰიბრიდი, არამედ ნამდვილი მანჯურიული კაკალი გამოიყენოთ.

კაკლის ქერქი – 5%-მდე, მწვანე ნაყოფსაფარი – 14%-მდე, ხოლო ნაჭუჭი 30%-მდე ტანინებს შეიცავს. მისი ფოთლები ასკორბინის მჟავის (1700 მგ %) საწყობია. ასევე მდიდარია ეთერზეთებით და ფლავონოიდებით. კაკლის ბირთვი 55%-მდე ცხიმს შეიცავს.

კაკლის ბირთვს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების სამკურნალოდ, ხველების საწინააღმდეგოდ, საფაღარათო და ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. ფოთლების და დაუმწიფებელი ნაყოფის სპირტიანი ნაყენი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს.

  • მანჯურიული კაკლის ნაყენი და ნახარში. ფოთლების, ნაყოფსაფრის და უღლის ნაყენი ჩვეულებრივ ასე მზადდება: 1 ს/კ ნედლ მასალას 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ, გადაწურეთ და გააგრილეთ. უსაფრთხო დოზა – 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, 15 დღის განმავლობაში დალიეთ. შემდეგ 15 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. პირის ღრუს გამოსავლებად, ანთების დროს კომპრესის გასაკეთებლად 1 ს/კ ნაყენი 1 ჭიქა წყალში უნდა გააზავოთ.ნახარში – 5 კაკალი გატეხეთ. ნაჭუჭიანად 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. 1 საათით დააყენეთ. 1 ს/კ ჭამის წინ დალიეთ. კურსი – 20-25 დღე. კურსი 1,5-2 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ნახარში ჰიპერტონიის დროს ეფექტურია, წნევას თანდათანობით ამცირებს.
  • მანჯურიული კაკლის ფოთლების ზეთოვანი ნაყენი. 50 გრ ფოთლებს 300 გრ მცენარეული (მზესუმზირა, ზეითუნი) ზეთი დაასხით. 21 დღე დააყენეთ. დაზიანებულ კანზე წაისვით და კომპრესები მოამზადეთ.ზეთი ღრძილებს გააძლიერებს. ამ მიზნით ზეთოვანი ნაყენი ყელი გამოივლეთ. ცოტა ხნით პირში დაიგუბეთ ან მარლის კომპრესი 10-15 წუთით გაიკეთეთ.
  • მანჯურიული კაკლის ბირთვის ნაყენი. 300 გრ კაკლის ბირთვი, 500 გრ თაფლი და 500 გრ არაყი აურიეთ. 1 თვე ბნელ ადგილას შეინახეთ. გადაწურეთ და 1 დესერტის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. საშუალება უნივერსალურია, რადგან იმუნური სისტემის მუშაობას ზრდის.
  • დაუმწიფებელი კაკლის ბირთვი შაქართან ერთად. 500 გრ კაკალს 1 კგ შაქარი დაასხით. პირველ დღეებში დღეში რამდენჯერმე აურიეთ. 30 დღე დააყენეთ, დრო და დროა ურიეთ. ყავას, ჩაის და წყალს რამდენიმე წვეთი დაუმატეთ.შაქრიანი ნაყენი მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.
  • მანჯურიული კაკლის ნაჭუჭის ნაყენი. 15 კაკლის ნაჭუჭს 500 გრ არაყი დაასხით. 1 თვე დააყენეთ. 1 დესერტის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. კურსი – 1 თვე. ნაყენი სისხლძარღვებს წმენდს, ასევე ბრონქებში პრობლემებს აღმოფხვრის.

მანჯურიული კაკლის გამოყენებით სახეზე კოსმეტიკური დეფექტის მოშორებაც შეიძლება. სახეზე თმის მოსაშორებლად მწვანე კაკალი გაჭერით და ზედა ტუჩის ზემოთ წაისვით. შემდეგ ჩამოიბანეთ. არ გადააჭარბოთ. ამ მიზნით მწვანე ნიგოზიც გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს