კიბოთი დაავადებულმა ქალმა ექიმების რჩევას არ მოუსმინა და ბავშვი გააჩინა.

7201

მელისა გორმლისა და დეივ გუდსის ისტორია, რომელსაც დღეს paparazzi-ს რედაქცია გტავაზობთ, რესტორანში დაიწყო, სადაც 31 წლის გოგონა მუშაობდა მიმტანად. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და უკვე რამდენიმე თვეში 2 ახალი ამბავი ელოდათ: კარგი და ცუდი.

თავიდან აღმოჩნდა, რომ გოგონა ორსულადაა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არ ელოდნენ მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას, მაგრამ ეს ამბავი მიიღეს, როგორც ნიშანი, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ. მე-14 კვირაზე დადგინდა, რომ მელისა გოგონას ელოდება.

ცოტა ხნით ადქალს სისხლდენა დაეწყო, ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა ბიოფსია დაუნიშნეს და საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – საშვილოსნოს ყელის კიბო. გრდა ამისა, მედიკოსებმა ურჩიეს მელისას, შეეწყვიტა ორსულობა.

გოგონამ ეს ვარიანიავიდანვე გამორიცხა. „თუნდაც ეთქვათ, რომ ერ გადავრჩები, მაინც არ მივაყენებდი ზიანს ჩემს პატარას“- ამბობს მელისა. მაშინ ექიმებმა ორივეს სიცოცხლისთვის დაიწყეს ბრძოლა.

მელისასა და ოლივიას გადასარჩენად, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი იყო საჭირო, შემდეგ კი ბავშვის დავადების შემდეგ სიმსივნე უნდა მოეშორებინათ.
საბედნიეროდ, ოლივია სრულიად ჯანმრთელი მოევლინა სამყაროს. როგორც მოგვიანებით ბედნიერმა მამამ ფეისბუქზე დაწერა: „ის დაიბადა, რათა მამას შეხვედროდა. მელისას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მოგვიანებით დედა შვილს შეხვდება…“

დეივი აღფრთოვანებულია მეუღლის სიმამაცით და მადლიერია ბედისწერის, რომ ისინი შეახვედრა. მელისას მოუწევს საბოლოოდ დაამარცხოს დაავადება, მაგრამ ექიმების პროგნოზი ამის თაობაზე დადებითია. გარდა ამისა, მას უკვე კიდევ ერთი მიზეზი აქვს, რათა იბრძოლოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს