რეიმ, მორიგი ალკოჰოლური თვრობის შემდეგ, საავადმყოფოში გაიღვიძა. მას უთხრეს, რომ კომაში 10 წელი გაატარა…

236

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ხუმრობა საშუალება, რომლითაც ადამიანს, რომელიც ცუდ გზას მისდევს, ჭკუას ასწავლით?

ჩემი აზრით, ასეთი გაკვეთილები ძალიან კარგია, მიუხედავად სიმკაცრისა. თუმცა, უმჯობესია, ადამიანმა თავიდანვე ისწავლოს ადამიანურად ცხოვრება, ვიდრე შუა ხნის ასაკამდე ვერ მიხვდეს იმას, თუ რატომ არ სურთ გარშემომყოფებს მასთან ურთიერთობა.

დართული ვიდეოს გმირი საკმაოდ ასაკოვანი ადამიანია, ამიტომ მის მიმართ მიდგომაც გაცილებით სერიოზულია. რეიმ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40 წელიწადს გადააბიჯა, დღემდე ვერ ისწავლა ქცევის წესები.

რეის მეგობარმა, ტომ მაბემ გადაწყვიტა, მისი საშინელი ქცევებისთვის მკაცრად ესწავლებინა ჭკუა. მისი დანაშაული კი ის იყო, რომ უყვარდა საჭესთან ჯდომა არაფხიზელ მდგომარეობაში. თანაც, კი არ სვამდა, ილეშებოდა!

ასეთი უპასუხისმგებლობა ტომს ზარავდა, თუმცა რეის მისი თხოვნის მოსმენაც არ სურდა და არ წყვეტდა მანქანის ტარებას არაფხიზელ მდგომარეობაში. გასაკვირია, თუმცა, საჭესთან გალეშილი მთვრალი ხუთჯერ დამჯდარა, თუმცა ავარია არასდროს შემთხვევია. თუმცა, რა იქნებოდა მეექვსე ჯერზე?

2013 წელს მაბემ გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად რეისთვის ჭკუა ესწავლებინა.

როცა ალკოჰოლიკმა კიდევ ერთხელ დალია გონების დაკარგვამდე, იგი ხუმრობისთვის სპეციალურად მომზადებულ პალატაში მიიყვანეს. რეის დაუყენეს წვეთოვანი და, როცა გონს მოვიდა, მას მიესალმა მსახიობი, რომელიც მედდის როლს ასრულებდა, და უთხრა, რომ ექიმს დაუძახებდა.

რეის საწოლთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც მას სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა. თუმცა, როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა გატყობინებენ, რომ ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდი და 10 წელი კომაში გაატარე. უნდა ითქვას, რომ ლოთმა, 1 ბოთლი ვისკის ნაცვლად, თავისი ქალიშვილის შემოყვანა ითხოვა.

შემდეგ ექიმმა ჩართო ტელევიზორი, რომელშიც წინასწარ მომზადებული ვიდეო გადიოდა – მასში 2023 წლის სიახლეებს აჩვენებდნენ, რამაც რეი სრულად დაარწმუნა. პირველი ექიმის გასვლის შემდეგ, ოთახში ექიმად გადაცმული ტომი შემოვიდა. მან “პაციენტის” კიდურების მგრძნობელობა შეამოწმა და შემდეგ სილაც გააწნა.

მაშინ რეი მიხვდა, რომ ეხუმრებოდნენ. ტომმა პირბადე მოიხსნა და ძალიან მკაცრი ფორმით აუხსნა მეგობარს, რომ მსგავს საქციელს აღარ მოითმენს: “იფიქრე შენზე, იფიქრე სხვა ადამიანებზე. ადრე თუ გვიან, ვიღაცას დაარტყამ. სიცოცხლესთან ხუმრობა არ შეიძლება. მე გიკრძალავ საჭესთან ჯდომას არაფხიზელ მდგომარეობაში.”

ვფიქრობ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ყოველწლიურად, ავტოკატასტოფებში ათასობით ადამიანი იღუპება, ამის მიზეზი კი მთვრალი მძღოლები არიან. ყველა ფიქრობს, რომ იგი სუპერმენია სწრაფი რეაქციით და დროულად შეძლებს რეაგირებას, დაამუხრუჭებს მაშინაც კი, თუ ზომიერად დალევს.

ნუ გარისკავთ ადამიანების სიცოცხლეს! თუ საჭესთან მთვრალი ჯდებით, პირველ რიგში, საფრთხეს სხვებს უქმნით. გამოიძახეთ ტაქსი ან იმგზავრეთ სამარშუტო ტაქსით, თუ გინდათ რომ სახლამდე ცოცხალი მიხვიდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს