ბრძენი დიასახლისები გამაგრილებელ საზაფხულო აკროშკას ცოტა ძმარს უმატებენ. რატომ აკეთებენ ამას?

0
166

ცივი სუპების მრავალი რეცეპტი არსებობს, რომელიც ზაფხულის სიცხეში გაგრილებაში დაგეხმარებათ. და მათ შორის სამეფო ადგილი აკროშკას ეკუთვნის. მისი სახესხვაობები შთამბეჭდავია: აკროშკა ძმრით ან ბურახით, შრატით, კეფირით, აირანით ან სახლის იოგურტით, არყის ან პომიდვრის წვენით, მინერალური წყლით ან მაიონეზით.

გულწრფელად გეტყვით, შინაურული ბურახით მომზადებული აკროშკის პირველად გასინჯვისას, მისი სათანადოდ დაფასება ვერ მოვახერხე. მაშინ ჩემს დედამთილთან ვიყავით სტუმრად, მან ეზოში გაშალა სუფრა და იმ ყველაფრით გაგვიმასპინძლდა, რასაც ზაფხულობით აგარაკზე ამზადებენ ხოლმე. მან მოგვართვა აკროშკაც, რომელიც ჩემმა ქმარმა საკმაოდ ბევრი მიირთვა და თან აქებდა. მე, პირველი კოვზი ძლივს გადავყლაპე, თეფშის შიგთავსი კი – იასამნის ბუჩქის ქვეშ გადავასხი, როგორც კი დიასახლისი სახლში შევიდა სენდვიჩების გამოსატანად. – დამჟავებულია! – შევაჯამე ჩურჩულით. ახლა კი – აკროშკის ფიალას ვერ მომაშორებთ!

აკროშკა ძმრით

აკროშკის რეცეპტები ძირითადად საკმაზით განსხვავდება, რადგან ძირითადი პროდუქტები, რომლებიც კერძის შემადგენლობაში შედის, მეორდება ან მსგავსია. აკროშკა ძმრით – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივი მოსამზადებელია. გთავაზობთ რეცეპტს!

  • 0,5 კგ კარტოფილი;
  • 5 ცალი კვერცხი;
  • 3 ცალი საშუალო ზომის ახალი კიტრი;
  • 250 გ ბოლოკი;
  • 200 გ ლორი;
  • 1 კონა კამა;
  • 1 კონა მწვანე ხახვი;
  • 1500 მლ წყაროს წყალი (გაფილტრული);
  • 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 ჩ.კ შაქარი;
  • მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით.

მომზადების წესი

1. გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ. შემდეგ გააცივეთ და კანი მოაშორეთ. კარტოფილი დაჭერით პატარა კუბებად ან სხვა მოსახერხებელი გზით. კვერცხები მაგრად მოხარშეთ, გააგრილეთ და გაფცქვენით. გულები მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ცილა კი დანით დაჭერით.

2. ბოლოკი გარეცხეთ და ლამაზ ზოლებად დაჭერით. კიტრი გარეცხეთ და დაჭერით როგორც მოგწონთ. უხეში კანის მქონე ბოსტნეული სასურველია გაფცქვნათ. ძეხვი დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად.

3. კამა და მწვანე ხახვი გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ, შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი წყალი და დაჭერით. მომზადებული პროდუქტები შუშის ან ემალირებულ ჭურჭელში გადაიტანეთ, დაუმატეთ მარილი, შაქარი, პილპილი და ნაზად აურიეთ.

4. გაცივებულ წყალში ჩაასხით ძმარი და აკროშკის დანარჩენ ინგრედიენტებს დაამატეთ. ნაზად აურიეთ და დააგემოვნეთ. სურვილისამებრ დაამატეთ სანელებლები ან ძმარი.

5. ჭურჭელს დააფარეთ თავსახურით (ფოლგა ან ფილა) და მოათავსეთ მაცივარში და რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი ღამით გააჩერეთ. ოქროშკას მიირთმევენ ცივად, ასხამენ ღრმა თეფშებში ან ფიალებში, რთავენ კვერცხითა და კამით.

აკროშკა ძმრით: რჩევა

ლორის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული ან შებოლილი ძეხვი, სოსისი ან სარდელი, ღუმელში მომზადებული ან მოხარშული ქათმის მკერდი. ხორცპროდუქტების მომზადება რეკომენდებულია დამოუკიდებლად. კარტოფილი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ ღუმელში.

პიკანტურობისთვის რეკომენდებულია ცოტაოდენი მდოგვის ან ნიახურის დამატება. სურვილისამებრ, ცივ წვნიანში შეგიძლიათ 1-2 კბილი სანაყში გატარებული ნიორი დაამატოთ. სუფრასთან მიტანამდე, აკროშკის თასში ან თითოეულ თეფში არაჟანს ან სახლში მომზადებულ მაიონეზს ამატებენ.

ჩვენ არ გირჩევთ ვაშლის ძმრის ნაცვლად ჩვეულებრივი ცხრაპროცენტიანი ძმრის დამატებას. უმჯობესია, ის ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ. მიეცით კერძს ორიგინალურობა, მასში ერთი მუჭა ზეთისხილის ჩააჭრით.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები აკროშკის მომზადებისას და აუცილებლად მიაგნებთ კერძის საკუთარ ორიგინალურ და უნიკალურ რეცეპტს. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ მისი სხვებისთვის გაზიარება!