არსებობს უამრავი სხვადასხვა ხრიკი, რომელიც დიასახლისებს საყოფაცხოვრებო საკითხებში ეხმარება და ასევე აძლევს თანხის დაზოგვის საშუალებას, ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების შეძენაზე. თუმცა ზოგჯერ ინტერნეტში საკმაოდ საკამათო ხრიკები გვხვდება, რომელთა ეფექტურობა ძალიან საეჭვოა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ხრიკზე, როდესაც არაყს იყენებენ სარეცხიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.
მართლაც ეფექტურია თუ არა ეს უჩვეულო მეთოდი, ამის შესახებ ჩვენს დღევანდელ სტატიაში გიამბობთ. ასევე წაიკითხეთ, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნი გარეცხვის შემდეგ და როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ნივთები. გიზიარებთ თითოეულ დეტალს.
სარეცხს უსიამოვნო სუნი აქვს გარეცხვის შემდეგ: ხრიკი არყით
საინტერესო მეთოდი
ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ხრიკი, რომლის წყალობითაც გარეცხილი ნივთებიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაა შესაძლებელი. მის გამოყენებაში რთული არაფერია. ხრიკის ავტორები გვთავაზობენ, რომ ტანსაცმლის გავლებისას 80 მლ არაყი ჩავასხათ, ციკლი გავუშვათ და დაველოდოთ სანამ წყალი სარეცხის მანქანას არ შეავსებს. შემდეგ რეჟიმი უნდა დაპაუზდეს და ერთი საათის შემდეგ ამოქმედდეს.
ამ ხრიკის ავტორების თქმით, არაყი ხელს შეუწყობს ბაქტერიების მოშორებას, რომლებიც მანქანის ბარაბანში სახლობენ და უსიამოვნო სუნის გაჩენას იწვევენ. მაგრამ, მართლა ასეა?
ეფექტურია თუ არა ეს ხრიკი?
ექსპერტებთან საუბრის შემდეგ გავარკვიეთ, რომ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ეფექტური არ არის. არაყს ნამდვილად აქვს ამისთვის საჭირო ყველა თვისება, მაგრამ მისი ის რაოდენობა, რომელსაც მანქანაში ვასხამთ, საკმარისი არ არის. სუნისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად, ბევრად უფრო მეტი სპირტის ჩასხმაა საჭირო.
სასურველი შედეგის მისაღწევად, გამოყენებული სითხის კონცენტრაცია რამდენჯერმე მაღალი უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სპირტი სადეზინფექციო ეფექტის მოხდენას. 5 ლიტრ წყალში დამატებული ჭიქის მესამედი – საკმარისი რაოდენობა არ არის.
როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნის გაჩენა
- რეგულარულად უნდა გარეცხოთ სარეცხი მანქანის უჯრა და ასევე ამოიღოთ იგი ციკლის დასრულების შემდეგ. ეს საშუალებას მისცემს მთელ წყალს, რომ გამოვიდეს.
- იმისათვის, რომ ნივთებს გარეცხვის შემდეგ უსიამოვნო სუნი არ ჰქონდეს, უჯრის პირველ განყოფილებაში ჩაყარეთ ფხვნილი, მეორეში კი საცხობი სოდა. 3-4 ს.კ. საკმარისი იქნება. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ამ შემთხვევაში სარეცხი ორჯერ უნდა გაივლოს, რათა სოდის ნარჩენები მოსცილდეს.
გირჩევთ მოუსმინოთ ექსპერტების აზრს და არ მიმართოთ სარისკო ხრიკს, არყით. უმჯობესია სარეცხი მანქანის უჯრა რეგულარულად გარეცხოთ და ასევე პერიოდულად გამოიყენოთ საცხობი სოდა. ამ შემთხვევაში შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.