გამოცდილმა მებოსტნემ გვიამბო, როგორ მივაღწიოთ შესაშურ ჭარხლის მოსავალს მარილის მეშვეობით

359

სასუქი გადამწყვეტ გავლენას ახდენს ჭარხლის ზომაზე, ხარისხისა და გემოზე. იმისთვის, რომ ჭარხალი დიდი ზომის გაიზარდოს და წვნიანი და ტკბილი იყოს, საჭიროა ნაკვეთის სათანადოდ დამუშავება და გამოკვება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად.

სასუქი ჭარხლისთვის

უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარხალს ნეიტრალური ნიადაგი უყვარს, ამ შემთხვევაში ის უფრო ტკბილია. ნიადაგის მჟავიანობის შემცირება საჭიროა შემოდგომაზე, მიწაში კირის შეყვანით. მის ფხვნილის ნიადაგზე აფრქვევენ კვადრატულ მეტრზე 300–500 გრამის გათვლით. შემდეგ ნაკვეთს აფხვიერებენ ზამთრისთვის. კირის ზემოქმედება ნარჩუნდება 6-8 წლის განმავლობაში.

შემოდგომაზე, ნიადაგის გაფხვიერებამდე რეკომენდებულია ნაკვეთის დამპალი სასუქით ან კომპოსტით განაყოფიერება. სასუქად ახალი ნაკელის შეტანა უკუნაჩვენებია, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს მოსავალზე.

სასუქის სახეობები ჭარხლისთვის

რომელი სასუქი გამოიყენება ჭარხლისთვის მდიდარი მოსავლის მისაღებად?

1. დარგვიდან 15 დღის შემდეგ ჭარხლისთვის პირველ სასუქს ამზადებენ: 2 ჭიქა ხის ნაცარს აზავებენ 10 ლიტრ ცხელ წყალში. ამ ხსნარით ნაკვეთს ატენიანებენ. ნიადაგის ნატრიუმით გასაჯერებლად წყალს 1 ჩ.კ. ჩვეულებრივ ან ზღვის მარილს უმატებენ.

2. ნაკვეთი შეგიძლიათ ორგანული ფერფლით გაანოყიეროთ – კვადრატულ მეტრზე 0,5 ჭიქა ფერფლის გაფრქვევით. ამის შემდეგ ნიადაგს აფხვიერებენ და უხვად რწყავენ.

3. პირველი ამოთხელების შემდეგ ნერგებს რწყავენ თბილი წყლით, რომელშიც ხსნიან 10 გრამ კალიუმის მარილს და 5 გრამ სუპერფოსფატს. მიღებული ხსნარით მწკრივებს შორის ნიადაგს რწყავენ.

4. როდესაც მცენარე 4-5 ფოთოლს გამოიღებს, ნაკვეთს ბორის მჟავას და კალიუმის პერმანგანატის ნარევით რწყავენ. თითო ჩაის კოვზი თითოეული პრეპარატი იხსნება 10 ლიტრ ნადგომ წყალში და შემდეგ ამ სითხით რწყავენ მწკრივებს შორის – ორ ლიტრამდე სითხის გამოყენებით ხაზოვან მეტრზე. აგვისტოში ბორის მჟავით და კალიუმის პერმანგანატით მორწყვა უნდა განმეორდეს.

5. ივლისში ჭარხალი რეკომენდებულია ნიტროამოფოსით გამოკვებოთ. ამ მიზნით, 50 გრამ სასუქს ხსნიან – 10 ლიტრ თბილ წყალში და მწკრივებს შორის ასხამენ. შემდეგ ნაკვეთს უხვად რწყავენ ნადგომი წყლით.

6. ბუნებრივი სასუქის სახით ფრინველის ნაკელს გამოიყენებენ. ჯერ მას წყალში აჩერებენ თანაფარდობით 1:2, შემდეგ კი 100 მლ მასას 10 ლიტრ წყალში აზავებენ და მწკრივებს შორის ნიადაგს ატენიანებენ.

7. ჭარხლისთვის ორგანულ სასუქს კულტურული მცენარეებისა და სარეველების დაქუცმაცებული ნარჩენებისგან ამზადებენ. მათ კასრში ყრიან და 2 წილ ნარჩენს ერთ წილს წყალს უმატებენ. შემდეგ კონტეინერს თავსახურს აფარებენ და აჩერებენ ორი კვირის განმავლობაში, რათა ნარჩენები გაიხრწნას. 1 ლიტრ მიღებულ ნაყენს 1 სათლ წყალში ხსნიან და მიღებული სითხით რწყავენ ნიადაგს.

8. ბოსტანს ძროხის ნაკელის ხსნარით ანაყოფიერებენ. ნაკელს წყალს ასხამენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებენ. 1 ჭიქა მიღებულ სითხეს – 1 სათლს წყალში ხსნიან და მწკრივებს შორის ნიადაგს რწყავენ.

სასუქის ნებისმიერი ფორმით მიცემისას, უნდა იცოდეთ ზომა და დაიცვათ პროპორციები. სასუქის ჭარბი რაოდენობის გამო მცენარეები შეიძლება დაზარალდნენ და განადგურდნენ კიდეც. კარგი მოსავლის მისაღებად, მოსავლის როტაციის პრინციპი უნდა დაიცვათ. ერთი და იმავე ადგილას ჭარხალი 3-4 წლის შემდეგ ითესება.

ჭარხლისთვის შესაფერისი წინამორბედებია: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთოლი, ხახვი, პარკოსნები და მარცვლეული. არ არის რეკომენდებული მისი დარგვა რაფსის, მზესუმზირის, შაქრის ჭარხლის შემდეგ.

ჭარხლის (და სხვა ბოსტნეულის) მოყვანისას, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ორგანული სასუქები, რათა მიიღოთ უხვი მოსავალი და ასევე ეჭვი არ შეგეპაროთ მის ხარისხსა და სარგებლიანობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს