იტალიელმა სინიორამ გვაჩვენა, როგორ უნდა გავწმინდოთ, ყველაზე დაბინძურებული ღუმელიც კი, ორთქლის მეშვეობით

1020

ყველა გამოცდილმა დიასახლისმა არ იცის, თუ როგორ უნდა გაწმინდოს ღუმელი, განსაკუთრებული შრომის გარეშე. ზოგჯერ ღუმელში დაძველებული ცხიმისა და ჭვარტლის ის რაოდენობა გროვდება, რომ უბრალოდ არ იცი, როგორ გაუმკლავდე. გეჩვენება, რომ ღუმლის ისე გაწმენდა არასოდეს მოხერხდება, რომ ის ახალს დაემსგავსოს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – იტალიელი სინიორას ერთ საინტერესო ხრიკს გაგიზიარებთ. ამ ქალბატონს განწყობა არ უფუჭდება, როდესაც ღუმლის გაწმენდის დრო მოდის. რადგან მან იცის ხრიკი, თუ როგორ უნდა მოაშოროს ღუმელს ჭუჭყი, ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი.

როგორ გავწმინდოთ გაზქურის ღუმელი

სახლის დალაგება ან ჭურჭლის რეცხვა ნებისმიერ თანამედროვე ადამიანში უარყოფას იწვევს. მაშინ, როდესაც თეფშებისა და ქვაბებისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არსებობს, ღუმლის გაწმენდა თავად გვიწევს. გამოუცდელი ადამიანისთვის ეს ნამდვილად რთულ ამოცანად იქცევა ხოლმე. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი თვითგამწმენდ ღუმელს ყიდულობს (დიახ, ასეთებიც არის გაყიდვაში).

საინტერესოა, რომ ასეთ თვითგამწმენდ ღუმლებში ჩვენი დღევანდელი მეთოდი გამოიყენება. საუბარია ორთქლის აქტიურ მუშაობაზე, რომელსაც შეუძლია შეარბილოს და დაშალოს ნებისმიერი დაბინძურება. ეს უფრო მარტივია, ვიდრე საეჭვო საწმენდი საშუალებების გამოყენება, რომელებიც ძვირიც ღირს და არც ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო.

დაგვჭირდება ქვაბი ან საცხობი ტაფა, ცოტაოდენი ცხელი წყალი და ძმარი. ძმარი შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი სითხით ჩაანაცვლოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ძმარი უფრო ეფექტურია.

შესასრულებელი სამუშაოს თანამიმდევრობა

1. აადუღეთ წყალი და ქვაბში ან საცხობ ტაფაში ჩაასხით. ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი, რომელიც ორთქლის გამწმენდ მოქმედებას გააძლიერებს. გარდა ამისა, ძმარი ნადების წარმოქმნას შეუშლის ხელს. თუ ღუმელში დაძველებული ცხიმის ლაქებიც არის, მაშინ ძმრიან წყალს ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც დაამატეთ.

ღუმელი 230 გრადუსამდე გაახურეთ და ქვაბი ღუმლის ძირზე დადგით. აცადეთ ორთქლს, რომ მან 30 – 60 წუთის განმავლობაში მთელი დაბინძურება მოაშოროს.

3. ამის შემდეგ ღუმელი შიგნიდან ღრუბლის მეშვეობით უნდა გაწმინდოთ, რათა დანარჩენი ჭუჭყი მოაშოროთ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დაბინძურებული იქნება ღუმელი, მით უფრო რთული იქნება მისი გაწმენდა. ამ შემთხვევაში, შეიძლება ნებისმიერმა მეთოდმა არ გაამართლოს. ამიტომ, უმჯობესია ის იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ, რომ მისი გასუფთავება შეუძლებელი გახდეს.

უმჯობესია, ორთქლით დასუფთავება დროდადრო ჩატარდეს, ღუმლის მორიგი გამოყენების შემდეგ. ღუმელი ამ დროს ჯერ კიდევ ცხელი იქნება და მისი ხელახლა გაცხელება აღარ დაგჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს