არც ისე დიდი ხნის წინ, ევა ჰოლანდმა, ქალაქ ცინცინათიდან(შტატი ოჰაიო, აშშ), ინტერნეტში თავისი ქმრის დაკრძალვაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე თავად ევა და მისი ორი შვილი პირდაპირ ღია კუბოს გვერდით დგანან, თანაც იღიმიან. უცნაური კადრი მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში, შეძრწუნებული ადამიანები კი ქვრივის ლანძღვით დაკავდა.
უმეტესობის აზრით, ასეთი ფოტოს გადაღება უგულო საქციელი იყო. ვიღაცამ ისიც კი იეჭვა, რომ ახალგაზრდა დედამ თავად მიიყვანა ქმარი ამ მდგომარეობამდე და ახლა საკუთარი შვილების გარდაცვალებას ზეიმობს. თუმცა, ფოტოს დადებიდან მალევე, ევამ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც თავისი საქციელის მიზეზს დაწვრილებით ხსნიდა.
ჰოლანდმა მაიკ სეტლზი, თავისი მეუღლე, 11 წლის წინ გაიცნო, როცა ორივე 15 წლის იყო. მოზარდებს ერთმანეთი პირველივე შეხვედრისას შეუყვარდათ.
გაცნობიდან ნოლო დღემდე, ევამ და მაიკმა მოასწრეს სკოლის დამთავრება და ოჯახის შექმნა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორ შვილს ზრდიდა და ბედნიერად ცხოვრობდა.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ, წყვილის ცხოვრებაში ნარკოტიკები შემოვიდა. მაიკი “ნემსებზე” დამოკიდებული გახდა, რამდენიმე თვეში კი იდეალური ქმარი და მამა იქცა ადამიანად, რომელსაც მხოლოდ შემდეგი დოზა აინტერესებდა.
ევას თქით, ყველაფერი ტკივილგამაყუჩებლებით დაიწყო. შემდეგ კი სეტლზმა ჰეროინი აღმოაჩინა.
წყვილის კავშირი სულ უფრო სუსტდებოდა, როცა მაიკი, თითქოს-და, გონს მოეგო, და თავი სპეციალისტებს მიანდო. სეტლზმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა.
ერთი შეხედვით, დამღუპველი მანია სამუდამოდ გაქრა. ნახევარი წლის განმავლობაში, ცოლ-ქმარი მშვიდად, ყოველგვარი ნარკოტიკის გარეშე ცხოვრობდა.
დამოკიდებულება უკან მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მაიკმა ერთადერთი აბი ტკივილგამაყუჩებელი მიიღო სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ. მალე სეტლზი ისევ მიეჯაჭვა ჰეროინს. თუმცა, ამჯერად, მამაკაცი გულწრფელად თვლიდა, რომ ცუდს არაფერს აკეთებდა და ნებისმიერ მომენტში შეეძლო ამ საშინელ ჩვევაზე უარის თქმა.
მივიწყებული ჩვევის დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, ორი შვილის მამა გარდაიცვალა. ექიმების ვერდიქტის თანახმად, სეტლზი ჰეროინის დოზის გადაჭარბებით დაიღუპა.
-“ჰეროინი კლავს! ფოტოზე ისე გამოვიყურები, რომ ყველას გავაგებინო: თუ ნარკოტიკზე უარს არ იტყვით, სიცოცხლეს სწორედ ასე დაასრულებთ. ჩემი შვილების მამა; მამაკაცი, რომელიც 11 წლის განმავლობაში მიყვარდა, ფიქრობდა, რომ სხვისი დახმარება არ სჭირდებოდა.
იგი ცდებოდა და თავისი ომი წააგო. ამ ფოტოებსა და მაიკის ისტორიას იმ იმედით გიზიარებთ, რომ ესენი სხვებს დაეხმარება.” – დაწერა ევამ. თუმცა, ბევრი დღემდე თვლის, რომ კუბოსთან გადაღებული პროვოკაციული ფოტოს გარეშეც შეიძლებოდა ამ შეტყობინების ხალხამდე მიტანა…