პროფესიონალმა სტილისტმა დაასახელა სამი საუკეთესო ვარცხნილობა 45 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის, რომლებიც აახალგაზრდავებს

0
701

45 წელს გადაცილებული ქალებისთვის თმის ვარცხნილობა არა მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალებაა, არამედ გაახალგაზრდავების შესანიშნავი მეთოდიც. მთავარია, სწორი ვარცხნილობის შერჩევა და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან მოხვედრა. პირველ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ, როგორი ვარცხნილობებია აქტუალური 45 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. მიიღეთ შთაგონება!

თმის ვარცხნილობები 45 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

სული ცვლილებებისკენ ისწრაფვის! საიდან უნდა დაიწყოთ? ძალიან ხშირად, ქალები გეგმავენ გარეგნობის შეცვლას, რათა ის მათ შინაგან მდგომარეობას შეესაბამებოდეს. ვიღაც გარდერობს აახლებს, ვიღაც კი სილამაზის სალონში მიდის.

ახალი ვარცხნილობა გვჩუქნის არა მხოლოდ კარგ განწყობას, არამედ შთაგონებას ახალი მიღწევებისთვის. გარდა ამისა, ვარცხნილობის სწორად შერჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვიზუალურად თქვენს ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.

მუდმივი კლასიკა – ვარცხნილობა ბობი. ამ ვარცხნილობის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის თითქმის ყველა ქალს უხდება. ბობ-კარე არის სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სახის ფორმა, კარგ სტილისტი შეძლებს, რომ თქვენი თმით ნამდვილი სასწაული მოახდინოს და ბობი უბრალოდ საოცარი გამოვა.

ამ ვარცხნილობას შეიძლება დაემატოს წინამო. ეს იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული შუბლის გახსნას. თუ თმისთვის მოცულობის დამატება გსურთ, შეგიძლიათ მრავალფენიანი ბობი შეიჭრათ.

როგორც წესი, ასეთ ბობს განსაკუთრებული დავარცხნა, ფორმის მიცემა არ სჭირდება. მაგრამ თუ ძალიან მოკლედ შეიჭრით, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ სტილისტთან მისვლამდე აუცილებლად მოამზადეთ ცნობები. თუ მრავალი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ოსტატთან იჭრით თმას, მაშინ ის ადვილად მიაგნებს ამ ვარცხნილობის თქვენთვის იდეალურ ვარიანტს.

ბობის შეჭრა და მისთვის ფორმის მისაცემად ყოველდღიურად თმის ლაქის გამოყენება – ცუდი იდეაა. ეს ტექნიკა არა მხოლოდ გააფუჭებს თმის სტრუქტურას, არამედ რამდენიმე წელს შემატებს თქვენს სახეს. გარდა ამისა, ეს უბრალოდ ძველმოდურია. ახლა მოდაშია მსუბუქი ქაოსი და ბუნებრიობა.

ვარცხნილობა – შეგი

ვარცხნილობა შეგი – საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავია 40 ან 45 წელზე უფროსი ასაკის ქალბატონებისთვის. მისი წყალობით, თავზე მცირე ქაოსი ჩნდება, მაგრამ ეს ამ ვარცხნილობის მთავარი მომენტია.

სტილისტი თმას გარკვეული კუთხით იჭერს და შერჩევით ჭრის. ყველაზე ხშირად, ეს ვარცხნილობა წინამოს შეჭრით სრულდება. ზოგჯერ, შეგის შეჭრისას თანმიმდევრულ მეთოდს გამოიყენებენ. ამ შემთხვევაში, თმა გარკვეული თანმიმდევრობით იჭრება და მკაცრად ერთი კუთხით.

შეგი მშვენივრად გამოიყურება ხვეულ თმაზე. თმის სხვადასხვა სიგრძის გამო, ვარცხნილობა ლამაზად და არაორდინალურად გამოიყურება.

ამ ვარცხნილობის წყალობით, შეგიძლიათ გაზარდოთ თმის მოცულობა, ხოლო თავად იმიჯი უფრო ჰაეროვანი და მხიარული გახადოთ. და რა ლამაზად თამაშობს ასეთი თმა ქარში – სასიამოვნო სანახავია!

კასკადი წინამო-ფარდით

წინამო-ფარდა მზერას არბილებს და აახალგაზრდავებს, სულ მცირე, რამდენიმე წლით. ვარცხნილობა კასკადთან ერთად, თქვენი სახე შეიძლება ისე გარდაიქმნას, რომ არ დაიჯეროთ საკუთარი ანარეკლი, როდესაც საკუთარ თავს სარკეში დაინახავთ.

ასეთი წინამოს წყალობით, თმის ვარცხნილობა ვიზუალურად უფრო მოცულობითი გახდება. ეს შესანიშნავი მეთოდია სახის პროპორციების დასაკორექტირებლად. ამ ვარცხნილობის მეშვეობით, შეგიძლიათ მარტივად დამალოთ თქვენი გარეგნობის ნაკლოვანებები.

ასევე, კასკადი მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერი თმის ფერით. თუმცა, სტილისტები გვირჩევენ ბალაიაჟის გაკეთებას, თუ გვსურს, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ. ეს არის თმის შეღებვის სპეციალური ტექნიკა, რომლის დროსაც თმას თანაბრად აღიავებენ მთელ სიგრძეზე. ეს ვარცხნილობა მართლაც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.