პლანეტის 8 გასაოცარი დასახლება, რომელთა მოსახლეობა საერთო საიდუმლოს ინახავს

924

სამყაროში დაუჯერებლად ბევრი ადგილია, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ. სწორედ ასეთ ადგილებშია ყველაფერი ამოუცნობი და გასაოცარი, რაც ადამიანს უბრალოდ თავისი არსებობითაც გააკვირვებს. ხოლო თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით, შეიძლება თავბრუც დაგეხვეთ შთაბეჭდილებათა სიჭარბისგან.

დღეს ჩვენ მოგიწყობთ დაუვიწყარ მოგზაურობას მსოფლიოს ყველაზე მკვეთრ კუთხეებში. ეს სულაც არაა მეგაპოპულარული ქალაქები, რომლებშიც ტურისტების ტალღაში დაიკარგებით – ესაა უბრალოდ დაუჯერებელი, უნიკალური ადგილები, რომლებსაც თამამად შეგვიძლია სამოთხის მიწები ვუწოდოთ.

იკარია – დღეგრძელების კუნძული

აქ ყოველი მესამე ადამიანი აღწევს 90 წელს, ხოლო მოსახლეობის ნახევარზე მეტი 100 წელზე მეტხანს ცოცხლობს. ამ პატარა კუნძულის მოსახლეობის დღეგრძელობის საიდუმლო ეგეოსის ზღვაშია – სუფთა ჰაერი, სამკურნალო წყაროები და ნატურალური პროდუქტი.

აქ პრაქტიკულად არავის აწუხებს ალცჰაიმერის დაავადება და არც სიბერის თანმდევ სისუსტეს გრძნობს. ამერიკელი სტამატის მორატისი, წარმოშობით ბერძენი მამაკაცი, აქ 1976 წელს ჩამოვიდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ სიცოცხლის 9 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. იკარიაში მან უკვე 40 წელზე მეტი გაატარა.

კუნძულზე არავის არსად ეჩქარება. ადამიანები თავიანთი სიამოვნებისთვის მუშაობენ, სეირნობენ მთიან ბილიკებზე, მიირთმევენ ხილს საკუთარი ბაღებიდან, აზავებენ სალათებს ზეითუნის ზეთით, მოიხმარენ დადუღებულ, ფერმენტირებულ პურს, სვამენ თხის რძესა და ღვინოს საღამოობით, მეზობლებთან ერთად.

როცა 101 წლის ქალს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი დღეგრძელობის საიდუმლო, მან უპასუხა: “აქ უბრალოდ გვავიწყდება, როგორ უნდა მოვკვდეთ.”

კანდიდუ-გოდოი – ტყუპების მიწა

ბრაზილიის ეს ქალაქი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მასში დაბადებული ტყუპების დაუჯერებელი რაოდენობის წყალობით. აქ მცხოვრები 80 ოჯახი 44 წყვილ ტყუპებს ზრდის. ადგილობრივთა უმეტესობა გერმანელია, რომლებიც გერმანიიდან პირველი მსოფლიო ომის დროს გაიქცნენ.

მეცნიერები მრავალ თეორიას გვთავაზობენ, ცდილობენ ამდენი ტყუპის გაჩენის ახსნას. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ადგილობრივი ბუნებისა და დასახლების იზოლაციის დამსახურებაა.

ასევე, არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს ნაცისტი ექიმი მენგელე ატარებდა. სწორედ სამხრეთ ამერიკაში მისი გაქცევის შემდეგ დაფიქსირდა ტყუპების გაჩენის დიდი მაჩვენებელი.

პირახა – მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ტომი

ტომი, რომელიც ბრაზილიის ტროპიკული ჯუნგლების სიღრმეში ცხოვრობს, ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა. ამ ადამიანებმა არ იციან დათვლა – იციან მხოლოდ ცოტა და ბევრი. მათთვის მხოლოდ ორი ფერი – ღია და მუქი არსებობს. მათ არ აქვთ კალენდარი. სძინავთ მხოლოდ 20-20 წუთი დღეში რამდენჯერმე და თვლიან, რომ ძილი მათ ძალებს ართმევს.

ამ ტომის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ პიროვნება. მათ ენაში მხოლოდ 3 ხმოვანი და 7 თანხმოვანია. ისინი ბედნიერები არიან, მუდმივად ოცნებობენ და მღერიან, ირწმუნებიან, რომ ოცნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რეალობა. აქ ადამიანები სახელებს ყოველ 7 წელიწადში იცვლიან. ადგილობრივი ბავშვები ეთამაშებიან მცენარეებს, ცხოველებსა და ტყის სულებს.

ვადომის ტომი – ადამიანი-სირაქლემები

ამ ზიმბაბვეური ტომის წარმომადგენლებს გენეტიკური გადახრა, სახელად ეკტროდაქტილია აქვთ. ამ დარღვევის შედეგად, მათ ფეხებზე მხოლოდ ორ-ორი თითი აქვთ, რის გამოც ამ ტომს “სირაქლემების ტომს” უწოდებენ. მეცნიერები თვლიან, რომ მსგავსი გადახრა სისხლთა შერევის შედეგია.

ვადომის ტომის უხუცესი მამაკაცი ყვება, რომ მისი ოჯახის ყველა წევრს ფეხებზე 3-3 თითი აქვს. მან მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ ამას ნორმალურად თვლიდა.

ამიშები

პროტესტანტული პაციფისტები, რომელთა მოძრაობაც იაკობ ამანმა დააარსა, ევროპაში XVII საუკუნის ბოლოს იდევნებოდნენ, რამაც ისინი იძულებული გახადა, თავშესაფრისთვის ახალი ადგილები ეპოვნათ.

დღეს ამიშთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთი ამერიკის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ რელიგიის ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი პენსილვანიაში, ოჰაიოსა და ონტარიოში ცხოვრობს. იქ ისინი არ იხდიან სახელმწიფო გადასახადებს, თუმცა, სახელმწიფოსგან არც დახმარებას იღებენ. ისინი ხელსაქმითა და სასოფლო საქმიანობით არიან დაკავებული.

მორწმუნე ამიშები არ იყენებენ ტექნიკას, მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, გუთანსაც კი. ქალებს ეკრძალებათ თმის შეღებვა, ევალებათ ქუდების ტარება დაქორწინების შემდეგ. მამაკაცებს კი, თავის მხრივ, ეკრძალებათ წვერის გაპარსვა დაქორწინების შემდეგ. ამიშების ბავშვები სრულწლოვნების ასაკს 15 წლისას აღწევენ. მაშინ ისინი, ჩვეულებრივ, გარბიან დასახლებებიდან და მეგაპოლისებში იმკვიდრებენ ადგილს.

ჰოგვეი – “ტრუმენის შოუ” მოხუცებისთვის

ნიდერლანდების ამ საყვარელ სოფელში აკურატული სახლები, კაფე, შადრევნები და დასასვენებელი პარკია. ჩვეულებრივი ადგილებისგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ სოფელში მხოლოდ დემენციით დაავადებული მოხუცები ცხოვრობენ.

გასაკვირია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა თავს შესანიშნავად გრძნობს. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველაფრით, რაც სჭირდებათ. მათ ემსახურებიან მედდები და სანიტრები, მოხუცები 5-6-კაციან სახლებში ცხოვრობენ, მარტო რომ არ მოეწყინოთ.

აქ ისინი დადიან ველოსიპედებით, უსმენენ მუსიკას, უყურებენ ფილმებს, თამაშობენ მაგიდის თამაშებს და ხატავენ. 70-90 წლის პაციენტები პატარა სამოთხეში ცხოვრობენ. ერთადერთი შეზღუდვა აქ ისაა, რომ სოფლის დატოვება ეკრძალებათ, თუმცა უნდათ კი?

ფინკა ბელავისტა – სამოთხე ხეებზე

ამ უჩვეულო დასახლების ისტორია დაიწყო მაშინ როცა ახალდაქორწინებულმა მეთიუ და ერიკა ჰოგანებმა 600 ჰექტარი მიწა შეიძინეს კოსტა-რიკის ჯუნგლებში და იქ ხეებზე სახლების აშენება დაიწყეს. მათ მალევე შეუერთდნენ თანამოაზრეები.

10 წლის შემდეგ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მთელი ეკოსოფელი გაჩნდა. ფინკა ბელავისტაში მზის ენერგიას იყენებენ, აგროვებენ წვიმის წყალს, მოჰყავთ ხილ-ბოსტნეული.

აქ თითოეულ სახლს უნიკალური ფასადი აქვს. გადაადგილებისთვის, მოსახლეობა ტროსებს იყენებს. ადგილი საკმაოდ პოპულარული გახდა ტურისტებისთვისაც. გარკვეული გადასახადის ფასად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახლის დაქირავება და ადგილობრივ სასადილოში მირთმევა.

მეთიუ და ერიკა იმის შესახებ ყვებიან, თუ როგორ გაუჩნდათ ამ სოფლის გაშენების იდეა: “ჩვენ ჩვენი გულების ხმით ვიხელმძღვანელეთ, და არა ინვესტორების შემოთავაზებებით. ამგვარად, შევკრიბეთ თანამოაზრეები და ავაშენეთ ფინკა ბელავისტა.”

ლილიპუტების სამეფო, ჩინეთი

საზოგადოებაში ცხოვრება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ხშირად, ნამდვილ ტანჯვად იქცევა ხოლმე. ყველა უსიამოვნება გაქრება, როგორც კი ჯადოსნურ სამეფოს მიუახლოვდებით, კუნმინიდან მოშორებით.

ეს უნიკალური დასახლება დააარსა ჩენ მინცინმა, რომელმაც მთელი ქვეყნის ჯუჯები აქ საცხოვრებლად მიიწვია. ახლა ქალაქში 19-45 წლის 125 ადამიანი ცხოვრობს.

აქაურები ელფების, გნომების, ანგელოზებისა და პრინცესების სამოსს ატარებენ. მათი შენობები სოკოს ფორმებისაა. ისინი სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც დაბალი ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. აქ ლილიპუტები თავიანთი საყვარელი საქმეებით არიან დაკავებული, ისვენებენ და ერთობიან. მათთვის მოქმედებს სკოლა, საავადმყოფო და სუპერმარკეტები.

ვის უნდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა? მე უკვე ვალაგებ სამგზავრო ჩანთას და დაახლოებით მარშრუტს ვადგენ. ძალიან მინდა, ამ უნიკალური ადგილებიდან თითოეული მოვინახულო. მსოფლიოში რამდენი საინტერესო რამ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს და არ გამოგვიცდია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს