საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის, თუ როგორ ხატავს ნეიროქსელი ადამიანებს. ხელოვნური ინტელექტი იმდენად არის განვითარებული, რომ მას შეუძლია ხელახლა შექმნას ფოტოს დაკარგული ფრაგმენტები ისე დამაჯერებლად, რომ ვერასოდეს გამოიცნობთ ვისი ნამოქმედარია. დახატული პორტრეტები ისე გამოიყურება, თითქოს ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფმა გადაიღო.
დღეს პაპარაცის რედაქცია საინტერესო ტესტს გთავაზობთ. გულდასმით შეისწავლეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ზემოთ მოცემული თითოეული პორტრეტი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. ნეროქსელი თქვენი ხასიათის შესახებ მოგიყვებათ!
ნეიროქსელი ხატავს ადამიანებს
თუ პირველი პორტრეტი მოგეწონათ, თქვენ მიჩვეული ხართ საკუთარი მიზნების მიღწევას. თქვენი ამბიციები შესაშურია. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანებისთვის მოტივაციის ამაღლება – და ეს შესანიშნავია!
ნებისმიერ უცნობ კომპანიაში თქვენ თითქმის მაშინვე ახერხებთ საერთო ენის პოვნას თქვენთვის ახალ ადამიანებთან. ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყოველთვის კარგ განწყობაზე ხართ, თუმცა ზოგჯერ თქვენც გჭირდებათ განმარტოვება. უფრო მეტიც, თქვენ ამით სიამოვნებას ღებულობთ.
მეორე პორტრეტს ის ადამიანები ირჩევენ, რომლებზეც შეიძლება ითქვას: ჩუმ მორევში ეშმაკები დაიარებიან. თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში იცით, რასაც აკეთებთ. იცით, როგორ აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, გადაწყვეტილების მიღებამდე.
და კიდევ, ყოველთვის შეიძლება თქვენზე დაყრდნობა, რისი გამოყენებაც ზოგჯერ სხვებს ძალიან უყვართ. მაგრამ თქვენ არ ხართ იმათგანი, ვინც საკუთარ თავს დააჩაგვრინებს. თქვენ მაშინაც კი შეგიძლიათ საკუთარი თავის დაცვა, როცა გეჩვენებათ, რომ თითქოს მთელმა სამყარომ ზურგი შეგაქციათ. ეს პატივისცემას იმსახურებს!
მესამე პორტრეტს, როგორც წესი, ირჩევენ ადამიანები, ვისთვისაც ყველაფერი სულ ერთია. ისინი არ ცნობენ აკრძალვებს და წესებს და ყოველთვის ისე მოქმედებენ, როგორც გული უკარნახებთ. თქვენს გვერდით მყოფმა ადამიანებმა არასოდეს იციან რა მოხდება ერთ საათში. თავგადასავლების მოყვარული სული მუდმივად ცდილობს რაიმეს გაკეთებას!
თქვენი ექსცენტრიული ხასიათის გამო, ხშირად გაქვთ კამათი ოჯახთან და მეგობრებთან. მაგრამ, ეს ვის არ ემართება? მთავარია, რომ იცით, როგორ იპოვოთ ნებისმიერი ადამიანის გულის გასაღები. მარტო ერთი თქვენი მომხიბვლელი მზერა რად ღირს!
თუ მეოთხე პორტრეტი აირჩიეთ, მაშინ ალბათ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ესთეტიკა, მაშინაც კი, როცა საქმე მინიმალიზმს ეხება. გიყვართ, რომ გარშემორტყმული იყოთ სილამაზით, რომელიც დეტალებში ჩანს, იქნება ეს ჩვეულებრივი დღე თუ დღესასწაული.
თქვენს გარემოცვაშიც ასეთივე ადამიანები არიან! თქვენს გვერდით ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეა. თქვენ აფასებთ უბრალო ადამიანურ ურთიერთობას ზედმეტი გალამაზებისა და პათოსის გარეშე. ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც დიდხანს არ ინახავს წყენას. მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი პიროვნება ხართ, საკმარისად სწრაფად ივიწყებთ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებით.
მეხუთე პორტრეტს ირჩევენ ადამიანები, რომლებზეც შეიძლება ითქვას: ის კომპანიის სულია. ახლობლებს და მეგობრებს ცუდ განწყობაზე ვერ წარმოუდგენიხართ. თქვენთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. რა მწუხარებაც არ უნდა მოხდეს, შეგიძლიათ საკუთარ თავში ძალების გამონახვა, რათა ცხოვრება გააგრძელოთ.
თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი მეგობარი ხართ და ყოველთვის იპოვით სიტყვებს, რომლითაც მხარს დაუჭერთ მათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს. და არ არის აუცილებელი, რომ ის თქვენი ახლობელი ადამიანი იყოს. თქვენ ყოველთვის ეხმარებით გაჭირვებულებს: ადამიანებსაც და ცხოველებსაც. ნამდვილი მისაბაძი მაგალითი!
მეექვსე პორტრეტს ირჩევენ მებრძოლი და ამავდროულად მგრძნობიარე პიროვნებები. რამეს თუ დაგიშავებენ პასუხს მაშინვე გასცემთ. თუმცა თქვენი ხასიათის მთავარი თვისება სამართლიანობაა. თქვენ მოქმედებთ საკუთარი სინდისის მიხედვით და დათმობაც შეგიძლიათ, თუ ეს საჭიროა.
თქვენს გვერდით ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ. თქვენ თავდაჯერებულობას ასხივებთ. ეს გამოიხატება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. იქ, სხვათა შორის, თავს ლიდერად ავლენთ, ხელმძღვანელობა შეგიძლიათ. ბრავო!