თუ შენიშნეთ, რომ ასეთი რამეები ხდება, იცოდეთ, რომ თქვენი სახლი ჯადოს შესახებ “ყვირის”

0
2564

ჩვენი სახლი – ჩვენს შინაგან მდგომარეობას ასხივებს. ჩვენი ენერგეტიკა გადაჯაჭვულია ჩვენი სახლის ენერგეტიკასთან და გაჯერებულია მისით. დროთა განმავლობაში ჩვენ იმ ადგილის ნაწილი ვხდებით, სადაც ვცხოვრობთ. ყველა ის პროგრამა, ენერგია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარედან, ასე თუ ისე, ერევა ჩვენი სახლის ენერგიას. ამიტომ, თუ ჯადო და ბოროტი თვალი მოგვხვდა, სახლში დავიწყებთ სხვადასხვა მინიშნებებისა და გაფრთხილებების მიღებას. რომლებს და როგორ? ამის შესახებ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

ჯადო და ბოროტი თვალი სახლზე

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის დანების გატეხვა. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, დანა ძველია თუ ახლახან ნაყიდი. თუმცა ეს განსაკუთებით კარგად ახალ დანებზე შეინიშნება. დანა ახლახან შეიძინეთ და სახელური უკვე გატყდა. არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიანია და რამდენად ხარისხიანია ეს დანა. ეს შეიძლება მოხდეს საუკეთესო ხარისხის დანის შემთხვევაშიც კი.

ასევე, დანა შეიძლება იყოს ძალიან ძლიერად მოხრილი, თუმცა მექანიკური დაზიანება არ მომხდარა. ან დანა ძალიან სწრაფად ბლაგვდება, თუმცა ის იმ დილით იყო გალესილი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სახლის პატრონზე სამუდამო მარტოობის ჯადო არის გაკეთებული. თუ ჩვენს მკითხველებს შორის არიან გაუთხოვარი გოგონები, პირველ რიგში სამზარეულოში დანების მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.

ცალკე, გვინდა აღვნიშნოთ დანის ისეთი პრობლემა, როგორიცაა გატეხილი წვერი. ზოგადად, დანა შეიძლება იყოს აბსოლუტურად კარგი და მთლიანი, მაგრამ წვერი გქონდეს მოტეხილი. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მექანიკური დაზიანება იყოს, მაგრამ ეს ასევე ჰგავს მამაკაცზე ჩატარებულ მაგიურ რიტუალს. კერძოდ, მისი მამაკაცური სიძლიერის დაკარგვაზე.

ამიტომ, თუ სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობს და გარკვეული პრობლემებია, ყურადღება უნდა მიაქციოთ დანების მდგომარეობას. თუ მარტოხელა გოგონას სახლში მოტეხილ წვერიანი დანა აქვს, მაშინ ეს შეიძლება ნიშნავდეს ჯადოს იმაზე, რომ მამაკაცები მის სახლში დიდხანს არ გაჩერდნენ.

მინიშნებები სახლში

შემდეგი მინიშნება სახლში, რომ სახლის პატრონებს პრობლემები აქვთ, არის ფეხსაცმელი. თუ კარგად გახსოვთ, რომ ჩუსტები სწორად იდო, როცა წახვედით და სახლში დაბრუნებული ხედავთ, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით დევს ან სულ სხვა ადგილას, ეს საგანგაშო ნიშანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმემ წამოჰკრა ფეხი ან ცხოველები ეთამაშებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის პატრონს ჯადო აქვს გაკეთებული. ყველაზე ცუდია, როცა ჩუსტები სხვადასხვა ოთახებში “იფანტება“.

სახლში ცუდი ენერგეტიკის არსებობის კიდევ ერთი მაჩვენებელია – საკვების სწრაფი გაფუჭება. ახალი მაცივარი, ახალი საკვების შეძენა, სიახლის მუდმივი მონიტორინგი – ეს ყველაფერი არ გამოგადგებათ, თუ თქვენი ჯანმრთელობა გათვალეს.

თუ შეამჩნევთ ახლად შეძენილ პროდუქტებზე ობის წარმოქმნას ან რძის პროდუქტების დამჟავებას, უნდა დაფიქრდეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა ღირდეს გამოკვლევის ჩატარება ან თქვენი ქრონიკული დაავადებების შემოწმება.

ხალხში გავრცელებულია “ობობის ჯადოს“ ცნება. ეს არის კოლექტიური სახელი, რომელიც ყველაზე ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ სახლში, ყველაზე ხშირად კი ერთ-ერთ ოთახში ჩნდება დიდი რაოდენობით ობობის ქსელი და ობობა.

ამ ოთახის მუდმივი დასუფთავებაც კი არ შველის. ასევე, ობობების გარდა, შეიძლება გაჩნდეს ბუზებიც, განსაკუთრებით ზამთარში. ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ სახლის მეპატრონეებზე ჯადოა გაკეთებული, ერთ-ერთი მოსახლის გარდაცვალებაზე. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება.

სხვა ნიშნები

და ბოლო, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არის ე.წ. ჯადო დანაკარგზე. ეს არის ქურდობა ან ხანძარი. როგორ მოვძებნოთ ის სახლში? ყურადღებით უნდა შეამოწმოთ თქვენი ნივთები და ტანსაცმელი პატარა მრგვალი ნახვრეტების არსებობაზე. გარეგნულად ისინი ჩრჩილის მიერ დატოვებულ ნახვრეტებს ჰგავს. ასეთი ჯადოსაგან თავის დასაღწევად აუცილებელია ამ ნახვრეტიანი ნივთის დაწვა. ამის შემდეგ ადვილად გაარკვევთ, ვისგან იყო – დანაშაულის ჩამდენთან ხანძრი გაჩნდება.

რა უნდა გააკეთდეს, თუ ყველა მაჩვენებელი ჯადოზე მიუთითებს და სიტუაციები კვლავ მეორდება? არ არის აუცილებელი სასწრაფოდ ჯადოქრებთან და ოსტატებთან გაქცევა – ზოგჯერ მათგან ბევრად მეტი უბედურების მოტანა შეგიძლიათ. ეცადეთ, პირველ რიგში, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაანალიზოთ, რამდენად ხშირად გრძელდება უცნაური რამეები და რა მომენტიდან დაიწყო. ვისთან გქონდათ იმ პერიოდში მჭიდრო კომუნიკაცია და რაზე საუბრობდით. მეორეც, აუცილებელია გატეხილი და ჯადო გაკეთებული ნივთის მოშორება. ყველაზე კარგია მისი დაწვა.

მესამე, შეეცადეთ მომავალში თვალყური ადევნოთ ასეთ სიტუაციებს და მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს მეორე ნახევარს, შვილებს და ოჯახს. ძლიერი ოჯახი ხომ – დაუნგრეველი ციხეა.