ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი, იღლიები მშრალი გექნებათ, თუ ერთ მარტივ ხრიკს გამოიყენებთ

4042

ზაფხული მხოლოდ მზე, ზღვა და ქვიშა არ არის. ეს არის ასევე მუდმივი სიცხე და ძლიერი ოფლიანობაა. დიახ, ამაზე საუბარი არავის არ სურს, მაგრამ ყველა ადამიანი ოფლიანობს. განსაკუთრებით ცხელ სეზონზე ან სტრესულ სიტუაციებში. ოფიანობას ასე თუ ისე ვეგუებით, მაგრამ ტანსაცმელზე მის შედეგებთან გამკლავება ბევრად უფრო რთულია. ზაფხულში ყოველთვის გვაქვს ღია ფერის სამოსის ჩაცმის სურვილი, იღლიების ქვეშ ყვითელ ლაქებს კი – ნებისმიერი იმიჯის გაფუჭება შეუძლია. ამიტომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მეთოდებს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ტანსაცმლიდან იღლების ქვეშ გაჩენილი ლაქები.

როგორ მოვიშოროთ ლაქები იღლიების ქვეშ

თუ შეამჩნევთ, რომ უფრო მეტად ოფლიანობთ ვიდრე ადრე, ეს ექიმთან მისვლის მიზეზია. რადგან ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს რიგ რთულ დაავადებებზე. მაგალითად, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, სიმსუქნე ან ჰიპერთირეოზი. ეს ასევე შეიძლება იყოს ორგანიზმის ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები და ტრავმები. ზოგჯერ ჭარბი ოფლიანობა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ბანალურმა დეფიციტმაც კი.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ და უბრალოდ ოფლი გაწუხებთ, გთავაზობთ ამ პრობლემის გადაწყვეტის მეთოდებს. ჩვენ მიერ მოძიებული საშუალებები საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება ამ ამოცანას. ასევე გიამბობთ, თუ როგორ უნდა შეამციროთ ოფლიანობა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.

ყვითელ ლაქებთან გამკლავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა საკვები სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი. ჭიქაში შეურიეთ 20 გრამი სოდა და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი. საფუძვლიანად აურიეთ, დაასხით ნარევი ლაქებზე და რბილად გახეხეთ ძველი კბილის ჯაგრისით. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, რათა საშუალებამ ქსოვილში ღრმად შეაღწიოს. ამის შემდეგ, უბრალოდ გარეცხეთ ნივთი სასურველ რეჟიმში.

არსებობს ლაქების მოცილების კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ ბიუჯეტურიც არის. ეს არის ჩვეულებრივი ძმარი, რომელიც ყველას აქვს სამზარეულოში. დაასხით ლაქას დაახლოებით 100 მლ ძმარი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ნივთი თქვენთვის ჩვეული წესით გარეცხეთ. თუ ნივთი თეთრია, მაშინ მიზანშეწონილია, რომ გასაშრობად მზეზე ჩამოკიდოთ.

სხვა რჩევები

ოფლის ყვითელ ლაქებთან გამკლავების კიდევ ერთი უნიკალური მეთოდია – ასპირინის ტაბლეტები. ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ღრმად აღწევს ქსოვილში და უსიამოვნო ყვითელ ლაქებს შლის. გახსენით ასპირინის ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალში. პროდუქტი კბილის ჯაგრისით წაუსვით ლაქას და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, რის შემდეგაც ტანსაცმელი ჩვეული წესით გარეცხეთ.

ახლა კი – დაპირებული ბონუსი. ეფექტური ოფლის ბლოკატორის რეცეპტი ნატურალური პროდუქტებისგან. თქვენ დაგჭირდებათ საკვები სოდა და ლიმონის წვენი. ამ ნარევის გამოყენება მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ.

არაღრმა ჭურჭელში ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი სოდა და მასში ერთი ლიმონის წვენი ჩაწურეთ. კარგად აურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი პასტა. შემდეგ აიღეთ ბამბის დისკო, ჩააწეთ მიღებულ ნარევში და ნაზად წაისვით იღლიების ქვეშ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ადგილებშიც, სადაც უხვი ოფლიანობა შეინიშნება. აცადეთ გაშრობა 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ, ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტი წაისვით.

და ბოლოს, ოფლის ყვითელი ლაქების მოსაშორებელი უნივერსალური საშუალება არ არსებობს, თითოეული დიასახლისი თავად ირჩევს მისთვის შესაფერის საშუალებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს