არასოდეს არაფერი ითხოვოთ თქვენთვის და მაშინ სასურველი ხელში თავად ჩაგივარდებათ

0
102

წარმატების მისაღწევად ან რაიმე საკითხის გადასაჭრელად, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ამ საკითხის გადაჭრის ძალა ან შესაძლებლობა. ამ დროს მან მცოდნე ადამიანებს ან ძლიერ ენერგეტიკებს უნდა მიმართოს. საჭიროა თუ არა რაიმეს თხოვნა? დახვეწილი მატერიების სპეციალისტების აზრი ამ საკითხში ძალიან განსხვავებულია. რატომ აღიქმება თხოვნა სამყაროს მიერ ჩივილად, თუ ის, რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო დონის არ არის? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ჩვენს მკითხველს ამის შესახებ მოვუყვებით.

საჭიროა თუ არა თხოვნა

ერთი მხრივ, თხოვნა ეს არის რაიმე საკითხის ან პრობლემის უფრო სწრაფი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა. როდესაც ყველაფერი თავად კი არ უნდა გაარკვიო, არამედ უნდა სთხოვო დახმარება მცოდნე ადამიანებს. ზოგიერთი მოვლენისა და სიტუაციის დელეგირება.

მაგრამ როგორ ხდება ყველაფერი უფრო სხვა დონეზე? სამყარომ შენი თხოვნა შეიძლება შეაფასოს, როგორც სისუსტე, თქვენ კი შეგაფასოთ, როგორც ადამიანი, რომელსაც არ ძალუძს დასახულ ამოცანასთან გამკლავება. თხოვნით, თქვენ თავად ზღუდავთ საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს და სათანადოდ არ აფასებთ საკუთარ თავს და საკუთარ პოტენციალს. ამ შემთხვევაში სამყარო აღარ გაძლევთ ენერგიას ამ საკითხის გადასაჭრელად.

ამ გზით თქვენ აპროგრამებთ საკუთარ თავს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვაზე. და რაც უფრო მეტი გაქვთ ასეთი დამოკიდებულებები, მით უფრო მეტად ვლინდება ისინი თქვენს ცხოვრებაში და თქვენი რეალობა ხდება.

მაშინ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რჩევა აუცილებლად გვჭირდება, მაგრამ ენერგიის დაკარგვა არ გვინდა? საკუთარ თავში უნდა ჩამოაყალიბოთ სხვა დამოკიდებულებები, შექმნათ სხვა დადასტურებები საკუთარი ცხოვრებისთვის.

მაგალითად, თქვენ გსურთ მიაღწიოთ რაიმე სურვილის ასრულებას, მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში ან ბიზნესში. პირველ რიგში, ეს სურვილები უნდა გადააქციოთ განზრახვად. რა არის განზრახვა? ეს არის სურვილი, რომელსაც თან ახლავს მოქმედებისთვის მზადყოფნა და თავად მოქმედება. ამ შემთხვევაში თქვენი ენერგეტიკა თქვენში კონცენტრირდება. ის ხდება გამჭოლი და მაშინ უმაღლესი ძალების გარე წყაროებიც ღებულობენ მონაწილეობას, რათა დაგეხმარონ თქვენი პრობლემის გადაჭრაში.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივი არ იქნება, როგორც ჩვენ გვსურს. თქვენი საკითხის გადაჭრის გზაზე წინააღმდეგობებიც შეგხვდებათ, თუმცა ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივია. წინაღობები – ეს თქვენი დაჟინებულობის გამოცდაა. რამდენად ღირსი ხართ, რომ ეს საკითხი თქვენს ცხოვრებაში მოგვარდეს.

და თუ თქვენს განზრახვას არ შეასუსტებთ და თქვენი პრობლემის გადაჭრას კბილებით ჩაეჭიდებით, მაშინ ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს მარტივად გადალახავთ. მეორეც, თქვენ მიაღწევთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ და კიდევ უფრო მეტსაც. რადგან სამყარომ უკვე იცის, რომ თქვენი საკითხების გადაჭრა პრიორიტეტულია.

ამ შემთხვევაში ადამიანები თავად შემოგთავაზებენ დახმარებას. თქვენ წინ ახალი შესაძლებლობები და პერპსექტივები გაიხსნება. ხელსაყრელი პირობები თავისთავად შეიქმნება. და ასე, არავისგან არაფრის თხოვნით, მიიღებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ. ყველაფერს, რასაც კი ცხოვრებაში დაგეგმავთ.

ამიტომ, ნუ დაკარგავთ დროს და ახლავე დაიწყეთ მოქმედება. დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა და საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლა თხოვნების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართ.