სუსტი მხედველობა ხშირად შორსმხედველობას, ან ახლომხედველობას უკავშირდება. რა ახდენს მასზე გავლენას? ჯანმრთელობის ექსპერტები მხედველობის გაუარესების ძირითად მიზეზებად კვებას, გენეტიკას, თვალის ჭარბ დატვირთვას და დაბერებას ასახელებენ.
აი, 5 შინაურული საშუალება თქვენი მხედველობის გასაუმჯობესებლად. დიდ დროს არ წაგართმევთ.
1. აკუპუნქტურა
თვალის ირგვლივ მდებარე აკუპრესურის თითოეული წერტილი დაიმასაჟეთ. ასე დღეში რამდენჯერმე 5-10 წამის განმავლობაში გააკეთეთ.
დილით დაცვარულ ბალახზე ფეხშიშველა გაიარეთ. ასე 30 წუთით გააკეთეთ. ესეც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, რადგან ფეხებთან დაკავშირებულ ნერვებს ააქტიურებს.
2. ნუში
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის, ანტიოქსიდანტების და E ვიტამინის შემცველობის წყალობით ნუში მხედველობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, კონცენტრაციას და მეხსიერებას ზრდის.
აი, რეცეპტი:
- საღამოს 5-10 ნუში წყალში დაასველეთ.
- მეორე დილით ნუში კანისგან გაასუფთავეთ და სახეხზე გახეხეთ.
- მიღებული პასტა 1 ჭიქა თბილ რძესთან ერთად დალიეთ.
- ასე, ყოველდღე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოიქეცით.
3. თვალის ხშირი დახამხამება
ერთ-ერთი შინაურული საშუალება, რომლის დახმარებით მხედველობის გაუმჯობესებას მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ. დახამხამება თვალის ტენიანობას ბუნებრივი გზით აღადგენს. აუცილებლად ყოველ 5-6 წამში შეასრულეთ. ხშირად დახამხამებას უნდა მიეჩვიოთ, თუ ამას ჯერ კიდევ არ აკეთებთ. ასევე შეგიძლიათ თვალები 5-10 წამით დახუჭოთ. კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის დროს ასე ხშირად მოიქეცით. ასე თვალის დასვენებას შეძლებთ.
5. თვალის ვარჯიში
ეს ვარჯიში თქვენგან გარკვეულ პოზას და ბევრ დროს არ მოითხოვს.
- თვალები საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ ნელ-ნელა ისრის საწინააღმდეგოდ ატრიალეთ.
- დარწმუნდით, რომ ერთი წრის დასრულების შემდეგ თვალები რამდენჯერმე დაახამხამეთ.
- ასე დღეში 4-5-ჯერ მაინც გააკეთეთ.
5. სითბოს ზემოქმედება
ასე წამწამების კუნთების და თვალის ბროლის გააქტიურებას შეძლებთ. ჩინური კულტურის თანახმად მზე სასიცოცხლო ენერგიებს შეიცავს, რომლებიც თვალის და მთელი სხეულის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ფლობს.
- გაირუჯეთ. დაე, მზის სხივები პირდაპირ დახუჭულ ქუთუთოებზე გხვდებოდეთ. ამასთან, ღრმად ისუნთქეთ. ასე დღეში რამდენჯერმე რამდენიმე წუთის განმავლობაში გააკეთეთ. შემდეგ ასე მოიქეცით:
- ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნეთ და გაახურეთ. შემდეგ დახუჭულ თვალებზე ფრთხილად დაიდეთ. მათზე ზეწოლა არ მოახდინოთ.
თვალები სრულად დახუჭეთ, რომ არანაირი სინათლე არ დაინახოთ. ასე დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ. ამასთან რაღაც სასიამოვნო წარმოიდგინეთ.