ვარკვევთ, ღირს თუ არა სიცხეში ფანჯრების გაღება, პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ

0
14381

რა სასიამოვნოა ზაფხულში ქვიშიან სანაპიროზე გამგზავრება და ამ ქვეყნად ყველაფრის დავიწყება. თუცა ადამიანების უმეტესობა, ზაფხულის პერიოდში ისევ დახუთულ ქალაქში რჩება. ისინი, დღის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი მუშაობენ. როდესაც გარეთ მცხუნვარე მზეა, თითქოს საკმარისი ჰაერი არ არის. უპირველესი სურვილია – ყველა ფანჯრის გამოღება და დიდი ხნის ნანატრი სიგრილე შემოშვება. თუმცა, ამ შემთხვევაში მოსაზრებები განსხვავებულია. ზოგი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ღია უნდა იყოს, ზოგი კი პირიქით, ყველაფერს კეტავს. შეიძლება თუ არა ფანჯრების გამოღება? ამის გარკვევას, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით.

შეიძლება თუ არა სიცხეში ფანჯრეს გაღება

ოთახის განიავება ყოველთვის აუცილებელია. ეს უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად, ნებისმიერ ამინდში. ოთახში ჟანგბადის ნაკლებობა ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებებს – ვირუსულიდან დაწყებული ანემიამდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანია და ჟანგბადის მოხმარება გაზრდილია.

ოთახის გასანიავებლად ფანჯრების გაღება უმჯობესია დილით ადრე, სანამ მზე ჰაერს გაათბობს. ან საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ, როცა სიცხე უკვე კლებას იწყებს. თუ ფანჯრებს დღისით გააღებთ, სიგრილის ნაცვლად ოთახში ცხელ ჰაერს შეუშვებთ. ეს ცხელი ჰაერი სიგრილის სიამოვნებას კი არ მოგანიჭებთ, არამედ სიტუაციას გააუარესებს. ოთახი ცხელი ჰაერით შეივსება და მისი სწრაფად დატოვების სურვილი გაგიჩნდებათ.

იმისათვის, რომ ცხელ დღეებში ოთახში ან ოფისში სიგრილე შენარჩუნდეს, დღის 11 საათის შემდეგ საჭიროა ყველა ფანჯრის დახურვა. ამ დროს ჰაერი საკმარისად თბილია და ოთახში მხოლოდ სიცხე შემოვა. კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ ფანჯრებს სქელი ჟალუზებით ან ფარდებით დაფარავთ. ამ რიგად ოთახში ჩრდილი იქმნება და საღამომდე სიგრილე იქნება. ასეთი მარტივი ქმედებები ოთახში სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

ფანჯრების გაღება შესაძლებელი იქნება მზის ჩასვლის შემდეგ. დღეს მზისგან დაცვის მრავალი საშუალება არსებობს. ეს შეიძლება იყოს ალუმინის კილიტა, მკვრივი ქსოვილისგან დამზადებული რომაული ფარდები და ჟალუზები. მზისგან დამცავი საშუალება შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით აირჩიოთ. ასეთი დამცავი მოწყობილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფანჯრებისთვის, რომლებიც მზიან მხარესაა.

როგორ დავიცვათ თავი მზის დარტყმისგან

მზის დარტყმისგან ან გადახურებისგან თავის დასაცავად, დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ დაცვის მარტივი წესები.

  • შეეცადეთ შეზღუდოთ მზეზე ყოფნის დრო.
  • დალიეთ ბევრი წყალი. ჩვეულებრივი სუფთა წყალი, არა ჩაი ან წვენები. მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.
  • არ გახვიდეთ გარეთ ქუდის გარეშე. ეს დაგიცავთ გადახურებისგან და დამწვრობისგან.
  • ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური მსუბუქი ქსოვილების ტანსაცმელს. საუკეთესოა სელი. კარგად ვენტილირებადია და არ დაგცხებათ.
  • არასოდეს დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები დახურულ მანქანაში, თუნდაც ხუთი წუთით.
  • სახლიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება კანის ღია უბნებზე. ასევე შეიძინეთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება თქვენი თმისთვის.
  • ცხელ პერიოდში უმჯობესია უარი თქვათ ალკოჰოლზე. ალკოჰოლი ორგანიზმის დეჰიდრატაციას ახდენს.
  • შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა თქვენს სხეულზე. სიცხე და ფიზიკური აქტივობა ძალიან საზიანო გავლენას ახდენს სისხლძარღვებსა და გულზე.
  • დაიცავით დიეტა. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი. მოერიდეთ ტკბილ და ცხარე საკვებს. ამასთან, საკვები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არა ცივი.

აუცილებლად დაიცავით ყველა ეს რეკომენდაცია და თქვენი შვილებიც მიაჩვიეთ. ამ შემთხვევაში ცხელი ზაფხულის გადატანა არც ისე რთული იქნება. ზღვაზე დასვენება კი ნამდვილ სიამოვნებად გადაიქცევა.