ერთ დღეს ფეისბუქს ვათვალიერებდი და ძალიან საინტერესო მაგალითებს წავაწყდი. თითქოს რთული არაფერი იყო, მაგრამ გონების დაძაბვა მაინც მომიწია. პაპარაცის რედაქცია დღეს მსგავს მაგალითებს გთავაზობთ. გვაინტერესებს, თქვენ როგორ გაუმკლავდებით.
საინტერესო მაგალითები
მაშ ასე, ამოცანა ძალიან მარტივია. მოცემულია რამდენიმე მაგალითი მათივე პასუხებით. თქვენ უნდა მიხვდეთ მათი ამოხსნის პრინციპს და შემდეგ ასეთივე გზით ამოხსნათ ბოლო მაგალითი. ეცდებით?
ახლა მოდით გავერკვიოთ ამ მაგალითებში. ყურადღებით თუ დააკვირდებით საბოლოოდ მიღებულ პასუხებს, გარკვეულ კანონზომიერებას გამოავლენთ. 2 და 7-ის ჯამი უდრიs 9-ს. 9-ს თუ გაამრავლებთ 7-ზე, მიიღებთ 63-ს.
3 + 6 = 9. გაამრავლეთ ცხრა ექვსზე და მიიღეთ 54. შემდეგ 5 + 2. მიღებული შვიდი გაამრავლეთ 2-ზე – გამოდის 14. 8 + 1 = 9. და 9 *1 = 9. იგივე ლოგიკით, ვამატებთ 9-ს და 5-ს. გამოდის 14. და თუ 14 გაამრავლებთ 5-ზე მიიღებთ 70-ს. თქვენც იგივე პასუხი მიიღეთ?
ამ მაგალითების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მათი შედგენა უსასრულო რაოდენობით შეიძლება. ეს არის შესანიშნავი თავსატეხი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი გონების ტონუსში შენარჩუნება. შეეცადეთ შექმნათ რამდენიმე საკუთარი მაგალითი – ამოხსნის ასეთივე ლოგიკით.
სხვა მაგალითები
1.მათემატიკური კანონზომიერებები – ეს შესანიშნავია. გთავაზობთ, კიდევ ერთ მაგალითს.
7 + 3 = 10421
5 + 4 = 9120
9 + 6 = 15354
რას უდრის 11 + 5 = ?
2. დავუშვათ, რომ თქვენ გაქვთ წყლის შეუზღუდავი მარაგი და 2 სათლი 3 და 5 ლიტრი მოცულობის. როგორ აზომავთ ზუსტად 4 ლიტრ წყალს?
3. საფეხბურთო გუნდმა სეზონის განმავლობაში ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა. 61 გოლი გაიტანა და მხოლოდ 39 დათმო. ამ გუნდის მოთამაშეებმა რამდენჯერ დაარტყეს ბურთს მოედნის ცენტრიდან მთელი სეზონის განმავლობაში?
4. ახლა კი გთავაზობთ ისეთ მაგალითს, რომელშიც რაღაც დეტალები თითქოს გამოტოვებულია. შეძლებთ თუ არა პირობების ადეკვატურ ფორმაში მოყვანას, სწორი ამოხსნის საპოვნელად?
11 * 11 = 4
22 * 22 = 16
33 * 33 = ?
მაგალითების ამოხსნა
1.რატომ არის ამდენი რიცხვი ტოლობის ნიშნის შემდეგ? რადგან აქ განტოლების მარცხენა მხრიდან რიცხვების ჯამი, სხვაობა და ნამრავლი ერთ რიგშია ჩაწერილი. ასე რომ, 11 + 5 = 16655, სადაც 16 არის ჯამი, 6 არის სხვაობა და 55 არის ნამრავლი.
2. ჯერ უნდა შეავსოთ 5 ლიტრიანი სათლი, საიდანაც შემდეგ უნდა შეავსოთ 3 ლიტრიანი სათლი. შემდეგ პატარა სათლი უნდა დაცალოთ. დიდ სათლში ზუსტად 2 ლიტრი წყალი დარჩება, რომელიც ცარიელ 3 ლიტრიანში უნდა ჩაასხათ.
შემდეგ 5 ლიტრიანი სათლი უნდა შეავსოთ წყლით და აქედან შეავსოთ პატარა სათლი ისე, რომ ბოლომდე გაივსოს. ამ მანიპულაციების შემდეგ, დიდ სათლში ზუსტად 4 ლიტრი წყალი დარჩება.
3. პასუხის საპოვნელად, თქვენ უნდა 34-ს (მატჩების რაოდენობა, რადგან თითოეულ მატჩში გუნდს გარანტირებული აქვს ბურთის გადაგდება მოედნის ცენტრიდან ერთხელ) მიუმატოთ 39 (ყოველ ჯერზე, როცა გუნდმა ბურთი დათმო). გატანილი გოლების დამატება არ არის საჭირო, რადგან გატანილი გოლის შემთხვევაში ბურთი მეტოქისკენ მიდის. და უკვე მეტოქე ურტყამს ბურთს მოედნის ცენტრიდან. სულ: 34 + 39 = 73.
4. როგორც ჩანს, მაგალითები ნამდვილად საჭიროებს ტრანსფორმაციას, რათა ყველასთვის სწორი და გასაგები გახდეს. მაშინ პირველი მაგალითი მიიღებს შემდეგ სახეს: (1 + 1) * (1 + 1) = 2 * 2 = 4. მეორე კი ასეთს: (2 + 2) * (2 + 2) = 4 * 4 = 16. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი, რადგან ბოლო მაგალითი ასეთ სახეს მიღებს: (3 + 3) * (3 + 3) = 6 * 6 = 36.