საყოფაცხოვრებო რუტინა და მოვალეობები, შემაშფოთებელი ამბები და სამსახური, ბავშვები და პროდუქტების საყიდლად სიარული… ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ქრონიკულ სტრესს იწვევს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, ცოტა ხნით შეჩერებას და საკუთარი თავის სრულიად განსხვავებული მხრიდან შეფასებას.
გთავაზობთ მარტივ პიროვნების ტესტს: „რომელი პური ხარ შენ“. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კითხვა არასოდეს გაგჩენიათ. უბრალოდ აირჩიეთ თქვენი საყვარელი პურ-პროდუქტი, დიდხანს დაფიქრების გარეშე! შედეგად, გაიგებთ, როგორი ადამიანი ხართ ბუნებით. და ასევე რომელ ტიპს მიაკუთვნებთ უფრო მეტად საკუთარ თავს: ექსპერიმენტატორებს თუ კონსერვატორებს.
პიროვნების ტესტი „როგორი პური ხარ“ – შესანიშნავი საშუალებაა, რომ შეჩერდეთ და საკუთარ თავს სხვა, არც თუ ისე ჩვეულებრივი კუთხით შეხედოთ. მთავარია გულახდილად აირჩიოთ თქვენი საყვარელი საკვები პრიდუქტი, შედეგი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ტესტი არ დატოვებს გულგრილს ასოციაციების მოყვარულებს და იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი საკუთარი უნარების შეცნობისკენ.
№ 1. ფუნთუშა
თქვენ ყველაფერში სტაბილურობა მოგწონთ. თუ ის არ არის, გგონიათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის. ხშირად გეშინიათ მკვეთრი ცვლილებების: მშვიდი და კმაყოფილი ხართ, როცა წინასწარ დაგეგმილ გეგმას იცავთ. ხასიათის ეს თვისება შეგვიძლია შევადაროთ მშენებლობას: გაცილებით ეფექტურია აგურის თანმიმდევრულად განთავსება, ვიდრე ქაოტურად. კულინარიულ საკითხებში თქვენ ტოლი არ გყავთ: ზუსტად იცით, როგორ მოამზადოთ იდეალური კერძი, რით მიირთვათ ესა თუ ის სასმელი და რის მომზადებაა საჭირო სადღესასწაულო სუფრისთვის.
№ 2. ბაგეტი
თქვენ ნამდვილად გულწრფელი, მგრძნობიარე და რომანტიკული ადამიანი ხართ. და ამაოდ არ მოგწონებიათ ფრანგული ბაგეტი – დახვეწილი პარიზული სამზარეულო უკვე გელოდებათ! თუმცა, საკუთარ სამზარეულოში სკეპტიკოსი და პერფექციონისტი ხართ, რომელიც თვლის, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ არ ღირს რაიმეს მომზადება. თქვენი ხასიათი დაძველებულ ვისკის ჰგავს, ყველას არ მოსწონს, თუმცა მოიძებნებიან ნამდვილი შემფასებლებიც.
№ 3. ბატონი
თქვენ სწორედ ის პიროვნება ხართ, ვისაც უყვარს მიზნების დასახვა და საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფვა, თუნდაც ეს შეუძლებელი იყოს. როცა თქვენს სახლში დღესასწაულია, თქვენ მას “დიდებულად“ ზეიმობთ: სუფრა გემრიელი კერძებით სავსეა, სტუმრებს ვერ დაითვლი, სასიამოვნო თბილი ატმოსფერო და თქვენ, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ხართ. ბუნებით, თქვენნაირი ადამიანი უფრო ნოვატორია, ვიდრე კონსერვატორი. ცხოვრება ხომ ისეთი ხანმოკლეა, ჩვენ კი ყველაფრის დაგემოვნება გვსურს, მათ შორის მსოფლიოს ყველა სამზარეულოს ჩათვლით.
№ 4. “აგური”
თქვენი არჩევანი ცნობილ “აგურზე” შეჩერდა? ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ დიდსულოვანი, ბრძენი და აბსოლუტურად არააგრესიული ადამიანი. თქვენ ეხმარებით თქვენს ახლობელ ადამიანებს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად და საჭიროების შემთხვევაში ფინანსურადაც. თქვენნაირ ადამიანებს სჯერათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგის წესით მუშაობს: თუ სიკეთეს აკეთებ, ის აუცილებლად დაბრუნდება. თქვენ ნამდვილად არ ხართ ექსპერიმენტატორი და ფიქრობთ, რომ კომფორტის ზონიდან გასვლა – ზედმეტია. მოგწონთ წესრიგი სახლში და უბრალო სახლში მომზადებული საჭმელი, ზედმეტი რაღაცების გარეშე.