ეგზემას ქრისტესისხლა კურნავს: როგორ გავუმკლავდეთ მზაკვრულ დაავადებას

722

ეგზემა ალერგიული ხასიათის კანის ქრონიკული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომებია – კანის სიწითლე, რომელსაც ძლიერი წვა და აქერცვლა ახლავს, შემდეგ კი ქერქით იფარება. ეს კანის ღრმა და ზედაპირული ფენების ანთებითი პროცესებით არის გამოწვეული. ხშირად დაზიანება ხელებსა და იდაყვებზე, მუხლის შინაგან ზედაპირზე ხდება, ხოლო ბავშვებში ეგზემით ხშირად სახე, თავის კანი და კისერი ინფიცირდება.

ეგზემის მიზეზი იმუნური სისტემის დარღვევაა, რის შედეგადაც ორგანიზმი გარკვეულ საკვებზე ან რაიმე გარე ზემოქმედებაზე კანის პათოლოგიით რეაგირებს. ხშირად ეგზემა გენეტიკურად, მშობლებიდან შვილებზე გადადის.

ეგზემა შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. ადრეულ ასაკში გაჩენილი ეგზემა ხშირად ყუჩდება, ან საერთოდ გადადის, როცა ბავშვი იზრდება.

ეგზემის გამოვლენა დისბაქტერიოზის არსებობის მტკიცებულებაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანის მკურნალობა, არამედ ნაწლავების ფლორის აღდგენა, მათ შორის ქრისტესისხლას პრეპარატებით. პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც კუჭის და ნაწლავების ლორწოვან გარსზე მრავლდებიან, ორგანიზმიდან აუცილებლად უნდა გამოდევნოთ. ამისთვის, ენტეროსორბენტები, მაგალითად, აქტივირებული ნახშირი უნდა მიიღოთ.

მკურნალობის დროს რეკომენდებულია დამამშვიდებელი საშუალების მიღება, რადგან ფსიქიკური დაძაბულობა და სტრესი ეგზემას გამწვავებას იწვევს. გარდა ამისა, დიეტა არ უნდა დაგავიწყდეთ: ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კვერცხი, ყავა, შოკოლადი, ციტრუსი, მარილიანი პროდუქტები და მწნილები სჯობს არ მიიღოთ.

მკურნალობა ქრისტესისხლას წვენით

დაზიანებულ ადგილას ქრისტესისხლას წვენი (ახალი ან მომზადებული) უხვად წაისვით. წვენის წასმის დროს შეიძლება ქავილი იგრძნოთ, მაგრამ უნდა მოითმინოთ. როგორც კი ქავილი შემცირდება, წვენი კვლავ წაისვით. ასე 3-ჯერ გააკეთეთ. თითოეულ ჯერზე ქავილი უფრო შემცირდება და მალე ანთებაც გაქრება.

ასეთი მკურნალობა შეგიძლიათ სოკოს და ლიქენის დროს გამოიყენოთ.

ნაყენები გარეგანი გამოყენებისთვის

რეცეპტი 1

ემალის ქვაბში 2 ს/კ ქრისტესისხლას დაქუცმაცებული ბალახი და ფესვი ჩაყარეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნახარში ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით გააგრილეთ, გადაწურეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. მაქსიმუმ 2 დღე შეინახეთ. მიღებული საშუალება დაზიანებულ კანზე დღეში 3-4-ჯერ წაისვით.

რეცეპტი 2

1 ს/კ ქრისტესისხლას დაქუცმაცებული ბალახი და ფესვი და 1 ს/კ ბაბუაწვერას ფესვი ემალის ქვაბში ჩაყარეთ. 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და წყლის ორთქლზე 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნახარში ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთით გააგრილეთ, გადაწურეთ და მინის ქილაში ან ბოთლში გადაიტანეთ. ბნელ, გრილ ადგილას მაქსიმუმ 2 დღე შეინახეთ. დაზიანებულ კანზე დღეში 3-4-ჯერ ცივი სახვევები გაიკეთეთ.

მალამო

ქრისტესისხლას ახალი ან ხმელი ფოთლები წვრილად დაჭერით და ლანოლინს და ვაზელინს 2:1:1 პროპორციით აურიეთ. მალამო ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. მალამო დაზიანებულ ადგილას დღეში 3-4-ჯერ წაისვით.

ნაყენები შინაგანი გამოყენებისთვის

ქრისტესისხლას წვენის და ნაყენის გარეგან გამოყენებას ბალახების ნაყენის და ჩაის დალევა უნდა შეუთავსოთ.

რეცეპტი 1

1 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი, 2 ს/კ ჭინჭრის ფოთლები, 1 ს/კ ორკბილას ბალახი და 1 ს/კ კატაბალახა აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 30 წუთით ხარშეთ. ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააგრილეთ და გადაწურეთ.

½ ჭიქა ნახარში დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

რეცეპტი 2 (ძლიერი ან მიშვებული ეგზემის დროს გამოიყენეთ)

ნაყენი ისე მზადდება, როგორც წინა რეცეპტში. ბალახების ნაკრები განსხვავებულია. 5 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი, 1 ს/კ ასფურცელას ყვავილი, 2 ს/კ იას ყვავილები, 2 ს/კ ბაბუაწვერას ფესვები, 2 ს/კ სიმინდის ფუჩეჩი და 1 ს/კ ვარდკაჭაჭას ფესვები აურიეთ. შეგიძლიათ ნარევი ვარდკაჭაჭას გარეშე მოამზადოთ.

ყველაფერი კარგად აურიეთ, ნაყენი მოამზადეთ და ½ ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

საპროფილაქტიკო ჩაი

კანის მსუბუქი სიწითლის და მისი დაწყების მაპროვიცირებელი ფაქტორების (სტრესი, დარღვეული დიეტა) დროს ეგზემის პროფილაქტიკისთვის ეს ძალიან ეფექტური ჩაია.

2 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი და ფესვები, 4 ს/კ ორკბილა, 1 ს/კ ია, 1 ს/კ შავი ანწლის ყვავილები, 3 ს/კ კრაზანა და 4 ს/კ ჭინჭრისდედას ფოთლები აურიეთ. მინის ქილაში ან ტილოს ტომსიკაში ჩაყარეთ.

ჩაი მოამზადეთ. ამისთვის 2 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. შაქარი გემოვნებით დაუმატეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს