ვაიძულოთ თუ არა სტუმრებს შემოსასვლელში ფეხსაცმლის გახდა და შევთავაზოთ თუ არა მათ ჩუსტები? აი, როგორ უნდა მოვიქცეთ

9108

გავიხადოთ თუ არა ფეხსაცმელი სტუმრად ყოფნის დროს? ეს არის კითხვა, რომელიც დროდადრო ყველა ადამიანს უჩნდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ეტიკეტი. სწორია თუ არა ფეხსაცმლის გახდა სტუმრად მისვლისას და უნდა იზრუნოს თუ არა მასპინძელმა სტუმრებისთვის სახლის ჩუსტების დახვედრებაზე.

ეტიკეტის წესებში ეს საკითხები ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის გადაჭრილი. თუმცა წესები წესებია, ცხოვრებაში კი – ყველაფერი სხვაგვარადაა. ამიტომ, ამ საკითხზე ვიზიტის წინ უნდა დაფიქრდეთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

რა თქმა უნდა, სახლში საგარეო ფეხსაცმლის გახდას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს ჰიგიენურია, რადგან ჩვენს ფეხსაცმელზე უამრავი სხვადასხვა ბაქტერია და მიკრობი ბინადრობს. ფეხსაცმლის გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან.

მეორეც, გარეთ ამინდი ყოველთვის არ არის მზიანი და მშრალი. ამიტომ სახლში შესვლისას ფეხსაცმელთან ერთად ჭუჭყი, ქვიშა, მტვერი და სისველე შეგვაქვს. და არ არსებობს დიასახლისი, რომელსაც იატაკზე ან ხალიჩაზე დატოვებული ლაქები მოეწონება.

გარდა ამისა, სისველე ხელს უწყობს იატაკის საფარის სწრაფ გაფუჭებას და იატაკი დროზე ადრე ხდება გამოუსადეგარი. სველ იატაკზე სიარული ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა – ადვილად შეიძლება გასრიალდე და დაეცე. მით უმეტეს, თუ იატაკი ფილით არის მოპირკეთებული.

ეტიკეტის წესები

რაც შეეხება ეტიკეტის წესებს, უნდა გავითვალისწინოთ ღონისძიება, რომელზეც სტუმრები არიან მიწვეული. თუ ეს ელეგანტური წვეულებაა, მაშინ სტუმრებს ჩუსტებში სასაცილო შესახედაობა ექნებათ. თუ სტუმრები საღამოს კაბებითა და ოფიციალური კოსტუმებით მოდიან, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ის ფეხსაცმელი უნდა ეცვათ, რომლითაც მოვიდნენ. ეს ფეხსაცმელი მათი საერთო იმიჯის ნაწილია. ასე რომ, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, უნდა განიხილოთ ისეთი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს იმიჯს მოერგება.

თუ ღონისძიება საშინაო შეკრებას წააგავს და სტუმრები კომფორტული ტანსაცმლით მოვიდნენ, ასეთ შემთხვევაში სახლის პატრონმა უნდა იზრუნოს სტუმრებისთვის ჩუსტების დახვედრებაზე. ბევრ სახლში არის ჩუსტების მთელი ნაკრები, რომლებიც მცირე ადგილს იკავებს და საკმარისი რაოდენობითაა.

თუ სტუმრად მოხვედით და არ იცით, გაიხადოთ თუ არა ფეხსაცმელი, მაშინ ყურადღება უნდა გაამახვილოთ სახლის პატრონზე. თუ სასწრაფოდ მიგიწვიეს სახლში შესასვლელად, მაშინ, სავარაუდოდ, ფეხსაცმლის გახდა არ დაგჭირდებათ. მაგრამ თუ სახლის მეპატრონე, შემოსასვლელში პაუზას აკეთებს, მაშინ ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ. გარდა ამისა, ყოველთვის შეგიძლიათ იკითხოთ, სად არის ჩუსტები.

ჩვენი მენტალიტეტი ფეხსაცმლის სახლში შესვლისთანავე გახდას გულისხმობს. ამიტომ, უმეტეს ოჯახებში სახლის ჩუსტებთან დაკავშირებით სირთულეები არ არის. სტუმრებს, როგორც წესი, უკვე ელოდებათ კომფორტული ჩუსტები შემოსასვლელთან. ოფიციალური ღონისძიებები კი, ხშირად მეგობრულ შეკრებებად იქცევა ხოლმე სუფრასთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს